• რეკლამა
  • კონტაქტი
10:10, შაბათი, 25 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვისაც აინტერესებს, სად გაქრა ჩემი რეიტინგი… – რას წერს დავით ბაქრაძე

ალია ავტორი - ალია
19:36 06-25-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
119

“ევროპული საქართველოს” ყოფილი თავმჯდომარე, პარლამენტის წევრი დავით ბაქრაძე Edison Research-ის კვლევებს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

“დღეს საღამოს ტელეკომპანია Formula News • ფორმულა გამოაქვეყნა კომპანია Edison Research-ის ახალი კვლევა – ეს ის კომპანიაა, რომელიც გამოირჩევა მაღალი სიზუსტით, კეთილსინდისიერებით და რომლის შედეგებსაც ყოველთვის დიდი ინტერესით ელის საზოგადოება.

სამწუხაროდ, პოლიტიკოსების პიროვნული რეიტინგების კვლევის ნაწილში რატომღაც არ აღმოვჩნდი ჩართული და შესაბამისად, არც კვლევის საბოლოო შედეგში ვარ მოხსენებული.

მინდა დავამშვიდო ყველა, ვინც ბოლო ერთი საათის განმავლობაში მიკავშირდება და აინტერესებს, სად გაქრა ჩემი რეიტინგი – არსადაც არ გამქრალა მეგობრებო, უბრალოდ, ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო, საერთოდ არ გამზომეს.

არ იღელვოთ, აგული ერისთავის არ იყოს, ცოცხალი ვარ და გამოფენებშიც ვიღებ მონაწილეობას.

იმედია, კვლევის დამკვეთი გაითვალისწინებს და სამომავლოდ აღარ დაუშვებს მსგავს გაუგებარ შეცდომას. რაც შეეხება მთლიანად კვლევას, სრულიად ნათელია, რომ ოპოზიციის ერთიანი და კოორდინირებული მოქმედებების შემთხვევაში გარდაუვალია ადგილობრივ არჩევნებზე “ქართული ოცნების” დამარცხება და გაისად რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა. სწორედ ეს უნდა იყოს ახლა ოპოზიციის მთავარი ამოცანა და მზად ვარ, ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში, მაქსიმალურად მივიღო მონაწილეობა ამ მიზნის მიღწევაში, რაშიც, იმედია, ჩემი არგაზომილი, მაგრამ არგამქრალი რეიტინგიც დამეხმარება.” vi

თეგები: დავით ბაქრაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:38 07-24-2026
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ბიზნესი

კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის

16:33 07-24-2026
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
ახალი ამბები

ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი

13:48 07-24-2026
ექსპრეს ლომბარდი სალომბარდე შეფასების შესახებ გავრცელებულ მითებს ამსხვრევს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი სალომბარდე შეფასების შესახებ გავრცელებულ მითებს ამსხვრევს

17:27 07-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved