• რეკლამა
  • კონტაქტი
15:59, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დაავადებათა კონტროლის ცენტრში აუდიტი შევიდა – “წაიღეს ყველა საბუთი, როდის, სად, რამდენი ვაქცინა მოვიდა, რა კონტრაქტი იყო”

ალია ავტორი - ალია
15:53 06-24-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
44

აუდიტის სამსახური დაავადებათა კონტროლის ცენტრში შევიდა. მას შემდეგ რაც ვაქცინაციის პროცესში “ასტრაზენეკას” გადანაწილებაზე ლოჯისტიკური პრობლემები შეიქმნა ჯანდაცვის სამინისტრომ საკითხის შესწავლა გადაწყვიტა. რამ გამოიწვია შეფერხება, ეს სპეციალური ჯგუფის მუშაობის შემდეგ გაირკვევა.

NCDC-ში აუდიტის შესვლას ადასტურებს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე, თუმცა აცხადებს, რომ საქმე გვაქვს დეფიციტური ხარჯვასთან და არა ვაქცინების გაქრობასთან ან დანაკლისთან:

“გიდასტურებთ მხოლოდ იმას, რომ სამინისტროს შიდა აუდიტი სწავლობს ამ შემთხვევებს, რაც მოხდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში და ზოგადად იმ ფაქტს, რომ არის დეფიციტური ხარჯვა. დღესაც გახლდნენ ჩვენთან. არავითარი დანაკლისი და არავითარი გამქრალი ვაქცინები არ გახლავთ,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, ის პირები რომლებსაც 10-12 კვირა უსრულდებათ პირველი აცრიდან,  “ასტრაზენეკათი” ვაქცინაციას შეძლებენ:

“ასტრაზენეკაზე” ვერ ვცრით პირველი დოზით მოქალაქეებს და ვცრით და ავცრით ყველა ადამიანს, სანამ შემოვა კიდევ მესამე პარტია, ვისაც პირველი აცრიდან უსრულდება 10-12 კვირა,”- აცხადებს ამირან გამყრელიძე.

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ამბობს, რომ სხვა ვაქცინების მსგავსად “ასტრაზენეკას” მთლიანი მარაგის ორად გაყოფა არ ხერხდებოდა. მისივე თქმით, შექმნილი პრობლემის მიზეზს აუდიტი გაარკვევს:

“აუდიტი გაარკვევს, გამოიკვლევს, დადებს. წაიღეს ყველა საბუთი, როდის მოვიდა, სად მოვიდა, რამდენი მოვიდა, რა კონტრაქტი იყო, როგორი იყო და ასე შემდეგ. ვერ მოგვაწოდა კოვაქსმა და ჩვენ თითოეულ დოზას, როგორც სხვა ვაქცინებზე ვქენით, რომელსაც ერთ თვეში მეორე დოზა უწევს ამას ვერ გავყოფდით შუაზე,” – აღნიშნა პაატა იმნაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოსში ასტრაზენეკას ვაქცინის მესამე პარტიის შემოსვლა შეფერხდა, რის გამოც რამდენიმე ათას დოზაზე დეფიციტი შეიქმნა.

თეგები: ამირან გამყრელიძეპაატა იმნაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved