• რეკლამა
  • კონტაქტი
07:53, ხუთშაბათი, 24 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“პარტიები იმიტომ კი არ ფინანსდებიან, რომ აუცილებლად პარლამენტში უნდა ისხდნენ” – გია ხუხაშვილი

ალია ავტორი - ალია
19:23 06-22-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
34

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება  ექსპერტი გია ხუხაშვილი.

– ბატონო გია, „ნაციონალებიც“ შევიდნენ პარლამენტი, ფაქტობრივრად, „ლეიბორისტების“ გარდა, ყველანი შევიდნენ. რა შეიცვლება ამით პოლიტიკაში და უშუალოდ, პარლამენტში?

– მე ვფიქრობ, რომ ამით დინამიკა მიეცემა ყველაფერს. პარლამენტი თავის ფუნქციას მაინც ვერ და არ შეასრულებს, რადგან ჩვენ უკვე შესულები ვართ საარჩევნო კამპანიის სტადიაში. პარლამენტიც უნდა იქნას განხილული, როგორც წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი. ამიტომ პარლამენტი შემოდგომამდე  სანახაობა იქნება, ვიდრე კანონშემოქმედებითი საქმიანობის  ორგანო.  ამ მხრივ „ნაცმოძრაობა“ ბევრად უფრო გააცოცხლებს და დინამიურს გახდის სიტუაციას, როგორც ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც მანამდე შევიდნენ პარლამენტში.

– პარტიების დაფინასების შესახებ ახალ კანონს იღებს პარლამენტი. პარტიებს  კანონით უნდა განუსაზღვრონ, რამდენი დეპუტატი შევა პარლამენტში. ეს, კანონით განსაზღვრული სავალდებული რაოდენობა თუ არ შევა, იმ პარტიებს  სახელმწიფო დაფინანსებას შეუწყვეტენ. სახელმწიფო დაფინანსება ავტომატურად შეუწყდებათ იმ პარტიებს, რომლებიც საარჩევნო ბარიერს გადალახავენ და არ შევლენ პარლამენტში. ამაზე რას იტყვით?

– ეს არასამართლიანი კანონია. პარტიები იმიტომ კი არ ფინანსდებიან, რომ აუცილებლად პარლამენტში უნდა ისხდნენ. ფინანსდებიან, რადგან მათ ამომრჩეველთა კონკრეტულმა რაოდენობამ მისცა იმდენი ხმა, რომ კანონით დაიმსახურეს ეს სახელმწიფო დაფინანსება. ეს პარტიები კი ამ ხალხის, მათი ამომრჩევლის პოზიციას გამოხატავს. თუ  ამ ადამიანებს, კონკრეტული პარტიის თუ პარტიების ამომრჩევლებს მიაჩნიათ და  არ უნდათ, რომ ის  პარტია, რომელსაც ხმა მისცეს,  შევიდეს პარლამენტში, მაშინ არ უნდა შევიდეს. პარლამენტში არ შესვლა არ უნდა იყოს დაფინანსების შეწყვეტის საფუძველი. ეს ფული ხელისუფლებისა არ არის, იგივე იმ ხალხის ფულია, ვინც კონკრეტულ პარტიას ხმა მისცა და მას პარლამენტში არ შესვლა მოსთხოვა. 

თეგები: გია ხუხაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი

17:55 09-23-2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
ახალი ამბები

სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ

15:03 09-23-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება

14:30 09-23-2026
კომპანიის რეგისტრაცია
ახალი ამბები

კომპანიის რეგისტრაცია საქართველოში – რა უნდა იცოდეთ იურიდიული მისამართის შესახებ

14:22 09-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved