• რეკლამა
  • კონტაქტი
14:52, ოთხშაბათი, 28 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ერთი ხელით სა­ვარ­ძლის სა­ხე­ლურ­ზე აკა­კუ­ნებს, რაც გვე­უბ­ნე­ბა: “რო­დის დამ­თავ­რდე­ბა ეს?!“ – რაზე მეტყველებს ბაიდენისა და პუტინის სხეულის ენა

ალია ავტორი - ალია
20:47 06-17-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
155

აშშ-სა და რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტე­ბი, ჯო ბა­ი­დე­ნი და ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი ერ­თმა­ნეთს ჟე­ნე­ვა­ში, 16 ივ­ნისსს, შვე­ი­ცა­რი­ა­ში შეხ­ვდნენ.

მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე კა­მე­რე­ბი არ და­უშ­ვეს და ლი­დე­რებს არც ერ­თობ­ლი­ვი პრეს­კონ­ფე­რენ­ცია ჩა­უ­ტა­რე­ბი­ათ, თუმ­ცა სხე­უ­ლის ენის ექ­სპერ­ტე­ბი ლა­პა­რა­კო­ბენ, თუ რაზე მე­ტყვე­ლებ­და პრე­ზი­დენ­ტე­ბის ინ­ტე­რაქ­ცი­ის სხვა­დას­ხვა დე­ტა­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის ოთახს გა­რეთ და რას ნიშ­ნავს ეს ორ­მხრი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბის­თვის.

BBC-სთან სხე­უ­ლის ენის ექ­სპერ­ტი, მერი სი­ვი­ე­ლო აღ­ნიშ­ნავს, რომ სხე­უ­ლის ენა ყო­ველ­თვის იმა­ზე მეტს ამ­ბობს, ვიდ­რე სი­ტყვე­ბი და შე­სა­ბა­მი­სად, მსგავს შეხ­ვედ­რებ­ზე სწო­რედ ამას უნდა და­ვაკ­ვირ­დეთ.

მერი სი­ვი­ე­ლო

“ამ შემ­თხვე­ვა­ში იმ­დე­ნად ბევრ დე­ტალ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ გვქო­ნია, რო­გორც წარ­სულ­ში პუ­ტინ­სა და აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტებს შო­რის შემ­დგა­რი შეხ­ვედ­რე­ბის დროს. მაგ­რამ ის ცოტა ინ­ფორ­მა­ცია, რაც მი­ვი­ღეთ, ბევ­რზე მე­ტყვე­ლებს.

ეს არც ერთი მათ­გა­ნის­თვის არაა პირ­ვე­ლი “რო­დეო“, ამი­ტომ, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ შე­იძ­ლე­ბო­და იმის შემ­ჩნე­ვა, რომ ისი­ნი ერ­თმა­ნეთს იც­ნო­ბენ. ეს არც ერთ შემ­თხვე­ვა­ში არ ნიშ­ნავს ერ­თმა­ნე­თის მი­მართ მე­გობ­რულ გან­წყო­ბას და “მხარ­ზე ხე­ლის მო­თა­თუ­ნე­ბას“, თუმ­ცა ისი­ნი ერ­თმა­ნეთს კარ­გად იც­ნო­ბენ.

ბა­ი­დენ­მა პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი გა­დად­გა – მან ხელი გა­შა­ლა, რომ პუ­ტი­ნის­თვის ჩა­მო­ერ­თმია; მაგ­რამ პუ­ტი­ნი იყო ის, ვინც მას მი­უ­ახ­ლოვ­და. შე­სა­ბა­მი­სად, თუ ძა­ლის დი­ნა­მი­კა­ზე ვლა­პა­რა­კობთ, ეს თა­ნაბ­რად იყო გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი.

ხე­ლის ჩა­მორ­თმე­ვის მსგავ­სად, როცა ისი­ნი დას­ხდნენ, თა­ნაბ­რად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ის, რომ ამ დროს მათ­გან რა­ი­მეს გა­კე­თე­ბის მო­ლო­დი­ნი არ ყო­ფი­ლა, იქ არც ხე­ლის ჩა­მორ­თმე­ვა იყო აუ­ცი­ლე­ბე­ლი და არც – ერ­თმა­ნეთ­თან სა­უ­ბა­რი, თუმ­ცა ამ დროს ერ­თმა­ნე­თის­თვის თვა­ლებ­შიც არ ჩა­უ­ხე­დავთ. პუ­ტი­ნი იჯდა ისე, რო­გორც მის­თვი­საა და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი: ფე­ხე­ბით გან­ზე და ტა­ნით უკან გა­დახ­რი­ლი. ბა­ი­დე­ნი, მე­ო­რე მხრივ, პუ­ტი­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით ოდ­ნავ იყო გა­დახ­რი­ლი – ეს პოზა მი­ა­ნიშ­ნებს, რომ ის დი­ა­ლო­გის­თვის მზად იყო.

იმის გამო, რომ მათ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ამ შეხ­ვედ­რა­ზე ნაკ­ლე­ბი იყო, არ ჩა­ტარ­და ერ­თობ­ლი­ვი პრეს­კონ­ფე­რენ­ცია, რა­საც მსგავს შემ­თხვე­ვებ­ში აქვს ხოლ­მე ად­გი­ლი, ბუ­ნებ­რი­ვია, პრე­სა ცდი­ლობ­და, მი­ე­ღო ყვე­ლა­ფე­რი ის, რისი მი­ღე­ბაც დრო­ის მცი­რე პე­რი­ოდ­ში შე­ეძ­ლო. ეს გარ­კვე­ულ­წი­ლად, ამ ორი ლი­დე­რის­თვის და­ძა­ბუ­ლო­ბის გან­მუხ­ტვის ფაქ­ტო­რი იყო.

“კარ­გად არ ვიცი, ეს ყვე­ლა­ფე­რი რო­გორ მუ­შა­ობს“, – თქვა ბა­ი­დენ­მა, პუ­ტი­ნის სხე­უ­ლის ენა კი მი­ა­ნიშ­ნებ­და: “სულ ერ­თია“. თუ რუსი ლი­დე­რის ხე­ლებს და­ვაკ­ვირ­დე­ბით, ერთი ხელი სა­ვარ­ძლის სა­ხე­ლურ­ზე უდევს და აკა­კუ­ნებს, რაც გვე­უბ­ნე­ბა: “რო­დის დამ­თავ­რდე­ბა ეს?!“

თუ ის­ტო­რი­ას გა­დავ­ხე­დავთ და და­ვაკ­ვირ­დე­ბით ბა­ი­დენ­სა და პუ­ტინს, ასე­ვე, პუ­ტი­ნის ინ­ტე­რაქ­ცი­ას კლინ­ტონ­თან, ბუშ­თან, და­ბო­ლოს, ტრამ­პთან, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ ყვე­ლა­ფერს შო­რის რე­ა­ლურ მსგავ­სე­ბებს შე­ვამ­ჩნევთ. პუ­ტი­ნი მა­ინ­ცდა­მა­ინც არ იც­ვლე­ბა და ეს ამ­გვა­რი გზავ­ნი­ლია: “არ გქონ­დეს მო­ლო­დი­ნი, რომ ეს შეხ­ვედ­რა რა­ი­მეს დი­დად შეც­ვლის“.

ბა­ი­დე­ნი, რო­მე­ლიც ასე ვთქვათ, იმე­დი­ა­ნი, ოპ­ტი­მის­ტი ლი­დე­რია, აქ­ტი­უ­რად ჩარ­თვას არ ცდი­ლობ­და, მაგ­რამ ნე­ბის­მი­ერ მო­მენ­ტში ამის მზად­ყოფ­ნას აჩ­ვე­ნებ­და. ვხე­დავთ, რომ ეს ორი ძა­ლი­ან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ლი­დე­რია, აქვთ ძა­ლი­ან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სტი­ლი და სა­ვა­რა­უ­დოდ, მიზ­ნე­ბი, თუ რის მიღ­წე­ვა­ში უნდა და­ეხ­მა­როთ მათ ეს შეხ­ვედ­რა“, – აღ­ნიშ­ნავს BBC-სთან მერი სი­ვი­ე­ლო.

კა­მე­რე­ბის წინ ბა­ი­დე­ნი­სა და პუ­ტი­ნის ერ­თად გა­მო­ჩე­ნას ასე­ვე სხე­უ­ლის ენის ექ­სპერ­ტი და იუ­თუ­ბე­რი, მარკ ბო­უ­დე­ნი ეხ­მი­ა­ნე­ბა.

მარკ ბო­უ­დე­ნი

“რამ­დე­ნა­დაც მეს­მის, შე­ნო­ბა­ში შეს­ვლამ­დე პუ­ტი­ნი უკან, კა­მე­რე­ბის­კენ ტრი­ალ­დე­ბა იმის­თვის, რომ ერთი წა­მით მა­ინც, პირ­და­პირ შე­ხე­დოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას. ბა­ი­დე­ნი ამას არ აკე­თებს – ის ბევ­რად კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლია პუ­ტინ­ზე და ვხე­დავთ, რომ მას ენ­თუ­ზი­აზ­მი აქვს, მისი, ასე ვთქვათ, ბა­ლან­სი ძა­ლი­ან პირ­და­პი­რია, ის პირ­ვე­ლი უწ­ვდის ხელს პუ­ტინს, შე­სა­ბა­მი­სად, ძა­ლი­ან ოპ­ტი­მის­ტუ­რა­დაა გან­წყო­ბი­ლი და ხე­ლის ჩა­მორ­თმე­ვას ეს­წრაფ­ვის.

ჩვენ უკვე ვხე­დავთ ორ ავ­ტო­რი­ტე­ტულ სა­ხელ­მწი­ფოს, რომ­ლის წი­ნაც მსოფ­ლი­ოს ხე­დია გა­დაშ­ლი­ლი. ეს არაა ისე მარ­ტი­ვად, რომ ორი კაცი ერ­თმა­ნეთს ესა­უბ­რე­ბა, ესაა ორი ქვე­ყა­ნა, რო­მელ­თა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­საც შე­უძ­ლია, მთელ მსოფ­ლი­ო­ზე მო­ახ­დი­ნოს გავ­ლე­ნა.

მა­შინ, რო­დე­საც ბა­ი­დე­ნი თა­ვი­სი რიტ­მით სა­უბ­რობს, ეს იმის დე­მონ­სტრი­რე­ბას ახ­დენს, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან ამე­რი­კუ­ლია, ესაა ის, რისი მო­ლო­დი­ნიც გვექ­ნე­ბო­და – სივ­რცის გა­მო­ყე­ნე­ბა, კო­მუ­ნი­კა­ცია დე­მონ­სტრა­ცი­უ­ლი სტი­ლით. პუ­ტი­ნი, მე­ო­რე მხრივ, ცო­ტა­თი უფრო ცივი და თავ­და­ჭე­რი­ლია, მაგ­რამ ესეც ისაა, რა­საც ვე­ლით ჩვე­ნი იდე­ე­ბი­სა თუ იდე­ა­ლე­ბის­გან გა­მომ­დი­ნა­რე, იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რო­გო­რია ეს ორი ქვე­ყა­ნა“, – ხაზს უს­ვამს ბო­უ­დე­ნი გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­ში.

წყარო – ამბები

თეგები: ბაიდენიპუტინი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

ლაზერული კორექციის უახლესი მეთოდები – “საამაყოა, რომ საქართველოში პირველად სწორედ ჩვენს კლინიკაში შესრულდა SmartSight პროცედურები” – შოთა თადუმაძე
ახალი ამბები

ლაზერული კორექციის უახლესი მეთოდები – “საამაყოა, რომ საქართველოში პირველად სწორედ ჩვენს კლინიკაში შესრულდა SmartSight პროცედურები” – შოთა თადუმაძე

14:58 01-27-2026
თიბისი ბარათის მრავალფეროვანი შეთავაზებები პარტნიორ ობიექტებში- დაიბრუნე 30% Extra-ზე
ახალი ამბები

თიბისი ბარათის მრავალფეროვანი შეთავაზებები პარტნიორ ობიექტებში- დაიბრუნე 30% Extra-ზე

13:59 01-27-2026
თიბისი კამპუსი ახალ სეზონს განახლებული ფორმატით იწყებს
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი ახალ სეზონს განახლებული ფორმატით იწყებს

12:52 01-27-2026
თიბისი კონცეპტი Winter Jazz Bakuriani 2026 ფესტივალის წარმდგენია
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი Winter Jazz Bakuriani 2026 ფესტივალის წარმდგენია

15:31 01-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved