• რეკლამა
  • კონტაქტი
13:07, ხუთშაბათი, 3 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ივანიშვილის სისუსტე და გახარიას შანსი – “ნუ ვგონივართ იმდენად ბრიყვები, რომ ასეთი ზღაპრები დავიჯეროთ” – სანდრო თვალჭრელიძე

ალია ავტორი - ალია
19:51 06-16-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ამბობს:


“თუ გახარია მართლაც მოღალატეა, ეს კადრების შერჩევაში ბიძინა ივანიშვილის სისუსტეს ცხადყოფს. რამდენიმე კანდიდატურამ მართლაც ძალიან გაუცრუა იმედი. 

ვფიქრობ, ყველაზე დიდი იმედგაცრუება იყო გიორგი მარგველაშვილი, რომლის პრეზიდენტად არჩევისთვის ყველაფერი გააკეთა, მეორე ასეთივე პროექტი კი იყო გახარია – ივანიშვილმა ჩამოიყვანა საქართველოშიც და დანიშნა ჯერ ბიზნესომბუდსმენად, შემდგომ ეკონომიკის, მერე შს მინისტრად და ბოლოს პრემიერად. როგორც ჩანს, აქედან გამომდინარე ფიქრობს ასე.

თუმცა ასევე მახსოვს მისი განცხადება პოლიტიკიდან წასვლის­ დროს, როდესაც რამდენიმე გარემოებას გაუსვა ხაზი, მათ შორის თქვა, რომ “ქართულმა ოცნებამ” მიაღწია მაქსიმუმს – მესამე საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა, ამის მერე მოუწევს ოპოზიციაში გადასვლაო და დასძინა, რომ იმედი ჰქონდა, გამოჩნდებოდა მესამე ძალა, რომელიც არ იქნებოდა რადიკალური და კონსტრუქციული ოპონირების რეჟიმში დაუპირისპირდებოდა “ქართულ ოცნებას”. სწორედ ამგვარ ძალად გადაქცევის შანსი აქვს გახარიას. ახალგაზრდა და გონიერი კაცია და ვფიქრობ, ამ პროექტისთვის კარგა ხნის განმავლობაში ემზადებოდა. ამას მოწმობს ისიც, რომ თანამოაზრეების ნაწილი შეიყვანა პარლამენტში, რათა იქ ტრიბუნა ჰქონოდა.
ახლა შევაფასოთ ის კრიტიკა, რაც გვესმის, ერთი მხრივ, “ქართული ოცნებისგან” და მეორე მხრივ, ოპოზიციისგან.


მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბატონი ირაკლი კობახიძე გვიმტკიცებს, რომ ლოგიკურად მსჯელობს, როცა გიორგი გახარიას რაღაც შეთქმულებაში მონაწილეობას აბრალებს, მაგრამ ლოგიკას აქვს თავისი კანონები, მათ შორის ერთ-ერთია სრული ინდუქციის კანონი, რაშიც კობახიძის მსჯელობა ძალიან მოიკოჭლებს. მისი თქმით, გიორგი გახარიამ ნიკა მელიას დაკავებისთვის ორი დღე მოითხოვა და სწორედ ეს დრო სჭირდებოდა “ნაციონალურ მოძრაობას” თითქმის რევოლუციის მოსაწყობად, რომ მიხეილ სააკაშვილი აპირებდა ჩამოსვლას და ა.შ.

უკაცრავად, მაგრამ გიორგი გახარიამ გადადგომით მელიას დაკავება ორი დღით კი არა, ექვსით გადადო, თან ნუ დაგავიწყდებათ, რომ ამ დროს შეიქმნა სამთავრობო კრიზისი, საკმაოდ ძლიერი საფუძველი ე.წ. ალტერნატიული მთავრობის შესაქმნელად. ისმის კითხვა, რატომ არ შეიქმნა ამგვარი მთავრობა, რატომ არ ჩამობრძანდა მიხეილ სააკაშვილი? რამ შეუშალა ხელი ამ ვითომ შეთქმულების შესრულებას?! კობახიძის ვითომ “ლოგიკური მსჯელობა” ძნელად დასაჯერებელია. ჩვენი მოქალაქეები ნუ ჰგონიათ იმდენად ბრიყვები, რომ ასეთი ზღაპრები დაიჯერონ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩვენი საზოგადოება, მოსახლეობა არ არის მზად ამგვარი ნაბიჯების გადასადგმელად. ამ ყველაფერს სჭირდება დიდი სახალხო პროტესტი, რისი ნატამალიც არ იგრძნობა. სხვათა შორის, ეს კარგად გამოჩნდა რიონის ხეობის მცველების თბილისში გამართული აქციებისას – დიდ ხალხმრავლობას ელოდნენ, მაგრამ იმედი ძალიან გაუცრუვდათ.

როგორც ძველი რომაელი პოლიტიკოსი კატონი-უფროსი ყველა გამოსვლას სენატში ასრულებდა სიტყვებით: “კართაგენი უნდა დაინგრეს”, ლამის მეც ეგრე ვარ. უკვე რამდენი ხანია ყველა ინტერვიუსა და პუბლიკაციაში ვცდილობ ვთქვა, რომ საქართველოს სჭირდება მესამე შუალედური ძალა და ამ ძალის შესაქმნელად ყველაზე კარგი კანდიდატურა გიორგი გახარიაა.

რატომ აგორდა მისი სალანძღავი ტალღა ორივე მხრიდან? – იმიტომ, რომ ეშინიათ მისი. ფიქრობენ, რომ ამომრჩეველს წაართმევს, მაგრამ ყველაზე მეტად იმას უფრთხიან, რომ გახარიამ შეიძლება შემოიკრიბოს ის ნიჰილისტურად განწყობილი ამომრჩეველი, რომელიც ან საერთოდ არ მიდის არჩევნებზე, ან მიდის და ხმას არავის აძლევს. ვფიქრობ, მისი პოლიტიკა სწორედ ამისკენ იქნება მიმართული. მისი სამიზნე ელექტორატის სწორედ ეს ნაწილია.
გარდა ამისა, უკვე წლებია ვამბობ, რომ საქართველოს სჭირდება არაპოლიტიკური, ტექნოკრატიული მთავრობა და ზუსტად იმავეს ამბობს გიორგი გახარიაც, უნდა შევქმნათ არაპოლიტიკური ბიუროკრატების ფენაო.

შევხედოთ წამყვან დასავლურ ქვეყნებს, სადაც ხელისუფლების ცვლილებისას მხოლოდ ტოპმენეჯმენტი იცვლება, მთელი ბიუროკრატია, აღმასრულებელ-პროფესიული სტრუქტურა კი უცვლელი რჩება. ჩვენთან რა ხდება? – როცა ახალი ძალა მოდის, სამინისტროებში დამლაგებლებსაც კი ცვლიან. ასე სახელმწიფო ვერ განვითარდება. შესაბამისად, გახარიას ეს მიდგომა სწორია. მართალია, დიდი პოლიტიკური დოქტრინები და მსოფლმხედველური იდეოლოგია არა აქვს, მაგრამ ამბობს, სახელმწიფო უნდა აშენდეს და ამისთვის საჭიროა პროფესიული საქმიანობაო. მან წარადგინა გეგმა, რომელიც წავიკითხე და ვფიქრობ, ამ გეგმაში ბევრი რამ სწორია, მაგრამ არ არის უნაკლო. მისი უმთავრესი ნაკლი ისაა, რომ მასაც, როგორც ჩვენში ყველას, დაავიწყდა მეცნიერება. ლაპარაკია ეკონომიკაზე, უსაფრთხოებაზე, განათლებაზე, მაგრამ არა მეცნიერების განვითარების მნიშვნელობაზე…”

თეგები: ბიძინა ივანიშვილიგიორგი გახარია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

თბილისი მასპინძლობს პადელის საერთაშორისო ტურნირს – FIP Bronze Tbilisi 2025
ახალი ამბები

თბილისი მასპინძლობს პადელის საერთაშორისო ტურნირს – FIP Bronze Tbilisi 2025

17:57 07-02-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების   ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი

14:06 07-02-2025
27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved