• რეკლამა
  • კონტაქტი
11:46, ხუთშაბათი, 3 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სისხლიანი დაპირისპირება აფხაზებსა და რუს ტურისტებს შორის – რა ვერსიები ვრცელდება მკვლელობასთან დაკავშირებით?

ალია ავტორი - ალია
19:42 06-16-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
30

რუ­სე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში, რუს ტუ­რის­ტებ­სა და ად­გი­ლობ­რი­ვებს შო­რის მო­რი­გი და­პი­რის­პი­რე­ბი­სას, რუ­სე­თის 2 მო­ქა­ლა­ქე დაჭ­რეს. სრო­ლის დროს ას­ხლე­ტი­ლი ტყვი­ით და­იჭ­რა ად­გი­ლობ­რი­ვი დი­მიტ­რი ფი­ლი­აც. პო­ლი­ცი­ის ად­გი­ლობ­რი­ვი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის თქმით, სწო­რედ მან გახ­სნა ცე­ცხლი რუ­სე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

და­პი­რის­პი­რე­ბა ბიჭ­ვინ­თა­ში მდე­ბა­რე სა­ნა­ტო­რი­უმ “Самшитовая роща-ს” რეს­ტო­რან­ში მოხ­და. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი წე­რენ, რომ 43 წლის გუ­და­უ­თელ ფი­ლი­ას რუ­სე­ბის მი­მართ არა­კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ყო­ველ­თვის გა­მო­არ­ჩევ­და.

ერთ-ერთ დაჭ­რილს 3 ტყვია აქვს მოხ­ვედ­რი­ლი, მე­ო­რეს კი – 6. დაჭ­რი­ლი ტუ­რის­ტე­ბი ჯერ გაგ­რის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, შემ­დეგ კი – სოჭ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

აფხა­ზე­თის ე.წ. შს სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, ფი­ლია უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბებ­ში ად­რეც არა­ერ­თხელ ყო­ფი­ლა შემ­ჩნე­უ­ლი, ატა­რებ­და ია­რაღს, მათ შო­რის ცივ­სა და ცე­ცხლსას­როლს. ერთ-ერთი ბოლო შემ­თხვე­ვის გამო, პი­რო­ბი­თი სას­ჯე­ლიც ჰქონ­და და­კის­რე­ბუ­ლი. თვითმხილ­ველ­თა თქმით, ფი­ლია კა­ფე­ში ნას­ვა­მი შე­ვი­და და ხუთ რუს ტუ­რის­ტთან გა­მო­ლა­პა­რა­კე­ბა სცა­და, მათ შო­რის ქა­ლე­ბიც იყ­ვნენ და სწო­რედ მათი გაც­ნო­ბა მო­ი­სურ­ვა. ტუ­რის­ტებ­მა მა­მა­კაცს სთხო­ვეს, მათ­გან თავი შორს და­ე­ჭი­რა, რა დრო­საც და­წყე­ბუ­ლი შე­ლა­პა­რა­კე­ბა და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და. ფი­ლი­ამ ცე­ცხლი გახ­სნა, რა დრო­საც რუ­სე­თის ორი მო­ქა­ლა­ქე – ფი­ლო­ი­ა­ნი და სა­ლიმ­გა­რი­ე­ვი და­იჭრ­ნენ… არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფი­ლო­ი­ა­ნი, რო­მელ­საც 6 ტყვია მოხ­ვდა, გარ­და­იც­ვა­ლა.

მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რამ­დე­ნი­მე ვერ­სია ვრცელ­დე­ბა:

პირ­ვე­ლი – ფი­ლია ნას­ვა­მი იყო და რუსი ქა­ლე­ბის გაც­ნო­ბა უხე­ში ფორ­მით სცა­და, რა­ზეც მათ­მა თან­მხლებ­მა მა­მა­კა­ცებ­მა პა­სუ­ხი გას­ცეს;

მე­ო­რე – რუს გო­გო­ნებს თა­ვი­სუფ­ლად ეც­ვათ, რის გა­მოც ფი­ლი­ამ შე­ნიშ­ვნა მის­ცა, უთხრა, რომ ისი­ნი არ იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ სა­ნა­პი­რო­ზე, რა­ზეც მათ უპა­სუ­ხეს, – თუ ტუ­რის­ტე­ბის ჩა­მოს­ვლა გინ­დათ, მენ­ტა­ლი­ტე­ტი შე­იც­ვა­ლე­თო… და ამას მოჰ­ყვა ჩხუ­ბი.

მე­სა­მე – პან­სი­ო­ნის დი­რექ­ტო­რის თქმით, რუსი ტუ­რის­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც თავ­დას­ხმის სა­მიზ­ნედ იქ­ცნენ, მა­ნამ­დეც იქ­ცევ­დნენ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბას, რად­გან ზედ­მე­ტად ხმა­უ­რობ­დნენ და სხვა დამ­სვე­ნებ­ლებს ამით პრობ­ლე­მებს უქ­მნიდ­ნენ. ფი­ლი­ას გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა შე­საძ­ლოა, სწო­რედ ამან გა­მო­იწ­ვია.

აფხა­ზე­თის ე.წ ტუ­რიზ­მის მი­ნის­ტრის თე­ი­მუ­რაზ ხიშ­ბას გან­ცხა­დე­ბით, დი­მიტ­რი ფი­ლია და­კა­ვე­ბუ­ლია.

“ის მსუ­ბუ­ქად არის დაჭ­რი­ლი და აუ­ცი­ლებ­ლად და­ის­ჯე­ბა, რად­გან აფხა­ზეთ­ში ყვე­ლა­ნა­ი­რად უნდა ცდი­ლობ­დნენ, ტუ­რის­ტებს თავი ისე კომ­ფორ­ტუ­ლად და უსაფრ­თხოდ აგ­რძნო­ბი­ნონ, რო­გორც სა­კუ­თარ სახ­ლში… ტუ­რის­ტებს კომ­პენ­სა­ცი­ას გა­და­ვუხ­დით, ფი­ლია კი მკაცრ სას­ჯელს მი­ი­ღებს,” – აცხა­დებს Апсадгьыл-инфо-სთან სა­უ­ბარ­ში ხიბ­შა.

მი­სი­ვე თქმით, რუსი ტუ­რის­ტე­ბის მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აყე­ნებს აფხა­ზეთ­ში ტუ­რის­ტულ სექ­ტორს. ხიშ­ბას გან­ცხა­დე­ბამ, რომ ფი­ლია შე­სა­ბა­მი­სად და­ის­ჯე­ბა, აფხა­ზე­ბის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია. თუმ­ცა, ზო­გი­ერ­თის თქმით, კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ერთი მათ­გა­ნი მა­ინც და­ის­ჯე­ბა სა­მა­გა­ლი­თოდ, რათა სხვებ­მა გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ.

“ათი წე­ლია დი­მიტ­რი ფი­ლი­ას ვიც­ნობ, არ მახ­სენ­დე­ბა არც ერთი შემ­თხვე­ვა, სად­მე უხე­შად მოქ­ცე­უ­ლი­ყოს და მით უფრო, ქალ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არას­დროს ეშ­ლე­ბა. ის ნამ­დვი­ლი აფხა­ზია. მეს­მის, რომ ზო­გი­ერ­თე­ბი მზად ხართ ყვე­ლა­ფე­რი დათ­მოთ, ოღონდ რუსი ტუ­რის­ტე­ბი გყავ­დეთ და ფული შე­მო­გი­ვი­დეთ, მაგ­რამ ჩვენს მი­წა­ზე არ შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცას ყვე­ლაფ­რის უფ­ლე­ბა მივ­ცეთ. გრცხვე­ნო­დეთ!.. ფი­ლი­ამ თქვე­ნი საქ­მეც გა­ა­კე­თა, მათ და­ა­ნა­ხა, რომ ჩვენ­თვის მთა­ვა­რი ღირ­სე­ბაა!” – წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ად­გი­ლობ­რი­ვი სელ­მა კო­ღო­ნია.

“იმე­დია, ეს ბოლო შემ­თხვე­ვა იქ­ნე­ბა, თო­რემ მე­ტის­მე­ტია უკვე – ძა­ლი­ან და­ე­ცა ჩვე­ნი რე­პუ­ტა­ცია, რაც ძა­ლი­ან ცუ­დია აფხა­ზე­თის­თვის…” – წერს მა­რი­ნა კვა­რა­ცხე­ლია.

“ჩემი ორი მე­გო­ბა­რი ცე­მით სიკ­ვდი­ლამ­დე მი­იყ­ვა­ნეს პოდ­მოს­კო­ვი­ე­ში, მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ მათ სურ­სა­თის მა­ღა­ზი­ი­დან, ად­გი­ლობ­რი­ვებს ვა­ლით არ მის­ცეს ძეხ­ვი და არა­ყი… “სპი­ცე­ბით” მო­ვიდ­ნენ და ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ. უჩივ­ლეს, მაგ­რამ მო­ძა­ლა­დე­ე­ბის ოჯა­ხებ­მა ფული გა­და­უ­ხა­დეს სა­სა­მარ­თლოს და ისი­ნი არც კი და­უ­კა­ვე­ბი­ათ. ჩემი მე­გობ­რე­ბი კი, დღემ­დე მკურ­ნა­ლო­ბენ, მა­ღა­ზია და­კე­ტეს, ვა­ლებ­ში გა­და­ვარ­დნენ… რამ­დე­ნი ასე­თი შემ­თხვე­ვა ვიცი, ყვე­ლას ვერ ჩა­მოვ­თვლი”, – წერს მზია გარ­გუ­ლია.

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის დე ფაქ­ტო ლი­დერ­მა ას­ლან ბჟა­ნი­ამ ბიჭ­ვინ­თა­ში რუსი ტუ­რის­ტე­ბის დაჭ­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით სპე­ცი­ა­ლუ­რი შეხ­ვედ­რა გა­მარ­თა.

ბჟა­ნი­ას ე,წ, პრეს­სამ­სა­ხუ­რის ცნო­ბით, შეხ­ვედ­რას ეს­წრე­ბოდ­ნენ აფხა­ზე­თის ე.წ. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ალექ­სან­დრ ან­ქვა­ბი, “პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­რო­სი“ ალ­ხას კვი­ცი­ნია, “უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდი­ვა­ნი“ სერ­გეი შამ­ბა, „გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რი“ ად­გურ აგრბა, „ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი“ დი­მიტ­რი დბა­რი და სხვა პი­რე­ბი.

”ქვეყ­ნის მე­თა­ურ­მა სტუმ­რე­ბის მი­მართ ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულს ჩვე­ნი რეს­პუბ­ლი­კის წი­ნა­აღ­მდეგ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი უწო­და”, – აცხა­დე­ბენ ე.წ. პრეს­სამ­სა­ხურ­ში.

წყარო – ამბები

თეგები: ოკუპაცია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

თბილისი მასპინძლობს პადელის საერთაშორისო ტურნირს – FIP Bronze Tbilisi 2025
ახალი ამბები

თბილისი მასპინძლობს პადელის საერთაშორისო ტურნირს – FIP Bronze Tbilisi 2025

17:57 07-02-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების   ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი

14:06 07-02-2025
27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved