• რეკლამა
  • კონტაქტი
14:10, ოთხშაბათი, 5 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გული გვისკდებოდა… გიორგი გახარიას 3 ყველაზე მძიმე შეცდომა – ირაკლი კობახიძე

ალია ავტორი - ალია
23:44 06-14-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე “მთავარი არხის” ეთერში ამბობს:

“…მანამდე თუ გული გვისკდებოდა ნებისმიერ სპეცოპერაციაზე, რომელიც უნდა დაწყებულიყო კონკრეტულ შემთხვევაში, დღეს, უკვე გომელაურის მინისტრობის დროს, ყველა ოპერაცია ტარდება ისე, რომ თმის ღერი არავის ვარდება. ასეთი უნდა იყოს შსს-ს ეფექტიანი მენეჯმენტი…

რაც კი პრობლემა დაუგროვდა ქართულ ოცნებას იმ მცირე მონაკვეთის განმავლობაში, დაახლოებით 1-წლიან მონაკვეთში, ყველაფერი უკავშირდებოდა სპეცპერაციებს, რომლებიც იყო გახარიას მიერ ორგანიზებული”

კობახიძის თქმით, პირველი ასეთი შემთხვევა მესტიაში მოხდა, რაც ტყის ჭრას უკავშირდებოდა და “ისე იყო დაგეგმილი არასწორად ოპერაცია, რომ შსს-ს მოუწია გამოსვლა და საკმაოდ უხეში ფორმით მოხდა ეს ყველაფერი“.

კობახიძე იხსენებს კლუბი “ბასიანის” დარბევასაც – “იქაც აბსოლუტურად არასწორად დაგეგმილი სპეცოპერაცია. ასევე უნდა გავიხსენოთ ის, რომ შემდეგ ბოდიში მოუხადა იქ, ნუ მთელი ამბები იყო.”

“შემდეგ იყო პანკისი აბსოლუტურად მძიმედ დაგეგმილი სპეცოპერაცია და ძალიან მძიმე სურათი” – ამბობს კობახიძე და გახარიას შსს-ს თანამშრომლებისთვის, “გმირი პოლიციელებისთვის შეურაცხოფის მიყენებაში” ადანაშაულებს. 

…რა თქმა უნდა, დანაშაული იყო იქ ჩადენილი. მთლიანობაში, რომ გავიხსენოთ ყველაფერი, რაც დაგროვდა ყველაფერი უკავშირდებოდა არასწორად დაგეგმილ, შესრულებულ სპეცოპერაციებს, რომლებიც ყველა უკავშირდებოდა სწორედ გახარიას. ეს იყო შეცდომები, მენეჯმენტის შედეგი თუ გავლენების შედეგი, რაც უკვე დანაშაულამდე მიდის, ეს მე არ ვიცი, – ამბობს ირაკლი კობახიძე “მთავარი არხის” ეთერში. 

ობიექტურობისთვის უნდა ვთქვათ, რომ კობახიძეს არ გაუხსენებია პანკისში ჩატარებული კიდევ ერთი სპეცოპერაცია, რის დროსაც თემირლან მაჩალიკაშვილი დაიღუპა და ამ ოპერაციას სწორედ ვახტანგ გომელაური ხელმძღვანელობდა, რადგან იმ პერიოდისათვის, ის გახლდათ “სუს”-ის მინისტრი, თორემ, გახარიას იმ სპეცოპერაციებზე, რომლებზედაც ახლა საუბრობს, “ალია” მუდმივად წერდა, მაშინაც, როცა ირაკლი კობახიძე და “ოცნების” სხვა წევრები ღიად ამართლებდნენ სპეცოპერაციებს და შს მინისტრ გახარიას და შემდეგაც, როცა გახარია დააწინაურეს. ამ მოდელის მიხედვით (სანამ ჩემ გვერდითაა, ცუდს არ ვიტყვი), ვინ იცის რას მოჰყვება ირაკლი კობახიძე ერთხელაც ვახტანგ გომელაურზე? როდინდელი ნათქვამია სინამდვილეში სიმართლე, ძველი ნათქვამი, თუ ახალი? ერთ დღესაც, ვახტანგ გომელაური რომ წავიდეს გუნდიდან, რას იტყვის კობახიძე “ესებუას სპეცოპერაციაზე?”

თეგები: გიორგი გახარიაირაკლი კობახიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
სახლები დღიურად
ახალი ამბები

​ნუ დახარჯავ ფულს რეკლამაში! – როგორ შეიძლება იქცეს „სახლები დღიურად“ საკუთარი თავის რეკლამად?

17:33 08-04-2026
მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ – თიბისი
ახალი ამბები

მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ – თიბისი

13:12 08-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved