• რეკლამა
  • კონტაქტი
13:20, ორშაბათი, 2 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როგორ აღმოჩნდით გახარიას კაბინეტში? – ბადრი ჯაფარიძის პასუხი “წერილის საქმეზე”

ალია ავტორი - ალია
14:32 06-11-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
47

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, პარტია „ლელოს“ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ე.წ. “გახარიას წერილის” მისთვის გადაცემის შესახებ ისაუბრა. ჯაფარიძეს წერილის გადაცემის დეტალების გახსენება ჟურნალისტებმა სთხოვეს. საუბარია “მუქარის წერილზე”, რომელიც, ყოფილი ბიზნესმენის მამუკა ხაზარაძის მტკიცებით, მას მაშინდელმა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ გაუგზავნა.

კითხვაზე – “როგორ აღმოჩნდით გახარიას კაბინეტში?”, ბადრი ჯაფარიძემ უპასუხა, რომ ის შინაგან საქმეთა მინისტრს თიბისი ბანკზე განხორციელებული კიბერთავდასხმის საკითხზე ხვდებოდა. სხვა დეტალების გაჟღერებისგან ბადრი ჯაფარიძემ თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ ეს საგამოძიებო უწყებების კომპეტენციაში შედის.

„თქვენ ეტყობა ჩემს ინტერვიუებს თვალს არ ადევნებთ, შეხვედრის ადგილი არ დამიზუსტებია, მაგრამ შეხვედრები მქონდა შინაგან საქმეთა მინისტრთან იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდა კიბერშეტევა ბანკის სერვერებზე, რომელიც წარმატებით მოგერიებული იყო, მაგრამ ჩვენ დავადგინეთ სერვერები, საიდანაც ვირუსის შეყვანის მცდელობა იყო და მე ეს ინფორმაცია მას მივაწოდე. იმავე პერიოდში დაახლოებით 17 გადასახდელი აპარატი – “თიბისი ფეი” გაიძარცვა. შეინიშნებოდა ორგანიზებული დანაშაულის ნიშნები და ამ თემასთან დაკავშირებით მე მასთან შეხვედრა მქონდა. ამ თემაზე დამატებითი კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ, დანარჩენი საგამოძიებო უწყებების საქმეა.

გამოძიების ჩატარება საგამოძიებო უწყების კომპეტენციაა. ჩვენ კონცენტრაცია უნდა გავაკეთოთ იმ გამოწვევებზე, რომლებიც ქვეყანას აქვს. საგამოძიებო უწყებებს თუ რამე აქვთ დასაზუსტებელი, შეუძლიათ დააზუსტონ“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 4 მარტს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ მას შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, მუქარის შემცველი წერილი მისწერა. ხაზარაძემ დასძინა, რომ მან ამ წერილთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოკითხვისას ისაუბრა.

იმავე პერიოდში “კურიერის” მიერ გავრცელებული ინფორმაცით, გიორგი გახარია და ბადრი ჯაფარიძე მეზობლები არიან. ერთ-ერთი ვერსიით, ბადრი ჯაფარიძეს შსს მინისტრმა წერილი მათ საერთო ავტოფარეხში გადასცა. მეორე ვერსიის მიხედვით ადგილი, სადაც მინისტრმა წერილი ჯაფარიძეს გადასცა, მისი კაბინეტია. “კურიერი” აცხადებდა, რომ ეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა, როცა ხაზარაძესა და მთავრობას შორის შუამავალი ბადრი ჯაფარიძე იყო, რომელსაც გიორგი გახარიასთან ახლო ურთიერთობა აქვს.

როგორც ცნობილია, მამუკა ხაზარაძეს “გახარიასგან მიღებული წერილი” ექსპერტიზაზე ლონდონში აქვს გაგზავნილი. თავის მხრივ, აღნიშნულ თემაზე განმარტება პროკურატურამ გაავრცელა, სადაც საუბარია, რომ ხაზარაძემ საგამოძიებო უწყებაში მუქარის შემცველ წერილზე განაცხადა, თუმცა იქ გიორგი გახარიაზე არაფერი უთქვამს. მამუკა ხაზარაძის ინფორმაციით, მან პროკურატურას წერილის დედანი გადასცა.

თეგები: ბადრი ჯაფარიძეგიორგი გახარია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved