• რეკლამა
  • კონტაქტი
08:44, ორშაბათი, 1 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პროკურატურაში სახელმძღვანელოს – „სტატისტიკური მიზნებისათვის დანაშაულის საერთაშორისო კლასიფიკაციებთან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულების შესაბამისობა“ პრეზენტაცია გაიმართა

ალია ავტორი - ალია
17:34 06-10-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
34

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სახელმძღვანელოს – „სტატისტიკური მიზნებისათვის დანაშაულის საერთაშორისო კლასიფიკაციებთან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულების შესაბამისობა“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც „სისხლისსამართლებრივი დევნისა და გამოძიების ხარისხის გაუმჯობესება საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, „ევროკავშირი საქართველოსთვის – EU4 Georgia“-ს მხარდაჭერით გამოიცა.

ღონისძიება საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ ნათია მერებაშვილმა და ევროკავშირის პროექტის „სისხლისსამართლებრივი დევნისა და გამოძიების ხარისხის გაუმჯობესება საქართველოში“ ხელმძღვანელმა ტერი სქეიფმა გახსნეს.

როგორც ნათია მერებაშვილმა აღინიშნა, სახელმძღვანელოს შექმნის ძირითადი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ სტატისტიკური მიზნებისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულთა შემადგენლობების თემატური დაკავშირება განხორციელდა საერთაშორისოდ შეთანხმებულ და აღიარებულ დანაშაულის კლასიფიკაციებთან, რომელიც საერთაშორისო დონეზე შეთანხმებულ კონცეფციებს, განმარტებებს და პრინციპებს ეფუძნება, რათა გაუმჯობესდეს დანაშაულის სტატისტიკის თანმიმდევრულობა და საერთაშორისო შედარებითობა, აგრეთვე ანალიტიკური შესაძლებლობები, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე.

საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ ევროკავშირის წარმომადგენლობას აქტიური და ეფექტური თანამშრომლობისთვის კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა და აღნიშნა, რომ საქართველოს პროკურატურამ ევროკავშირის დახმარებით, ანალიტიკური მიმართულების გაძლიერების კუთხით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა.

სახელმძღვანელოზე ადგილობრივ ექსპერტთან ერთად, ნიდერლანდების იუსტიციის სამინისტროს უფროსმა მკვლევარმა პოლ რობერტ სმიტმა და ადგილობრივმა ექსპერტმა, სამართლის დოქტორმა, პროფესორმა გიორგი ღლონტმა იმუშავეს, რომლებმაც პრეზენტაციაზე სახელმძღვანელოს მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს.

ონლაინ ჩართვისას, უცხოელმა ექსპერტებმა დადებითად შეაფასეს ის ფაქტი, რომ ექსპერტების და პროექტში ჩართული პირების რეკომენდაციები გათვალისწინებული და გაზიარებული იქნა სახელმძღვანელოზე მომუშავე ჯგუფის მიერ. მათ ასევე ყურადღება გაამახვილეს ევროკავშირთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაზე და აღნიშნეს, რომ უმნიშვნელოვანესია ადაპტირებული კანონმდებლობა ევროკავშირთან.

აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა ქვეყნის (იურისდიქციის) სისხლის სამართლის კოდექსებით დადგენილი დანაშაულის შემადგენლობები ხშირად როგორც შინაარსით, ასევე დასახელებებით ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება. იმისთვის, რომ ამ გარემოებამ შეუძლებელი არ გახადოს, ან მნიშვნელოვნად არ გაართულოს დანაშაულის სტატისტიკის მიმართულებით მომუშავე ანალიტიკოსთა საქმიანობა, 2015 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ შეიმუშავა დანაშაულის საერთაშორისოდ შეთანხმებული და აღიარებული კლასიფიკაციების სახელმძღვანელო – https://www.unodc.org/…/ICCS/ICCS_English_2016_web.pdf და წევრ სახელმწიფოებს ზემოხსენებულ კლასიფიკაციებთან სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულთა შესაბამისობის დოკუმენტის ეროვნულ დონეზე დანერგვისკენ მოუწდა, რაც საქართველოსთან მიმართებაში საქართველოს პროკურატურის ანალიტიკური გუნდის ინიციატივით და ძალისხმევით განხორციელდა.

თეგები: პროკურატურა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026

ბიზნესი

“გამარჯვება გაზიარებით იწყება” – სოკარმა ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
ახალი ამბები

“გამარჯვება გაზიარებით იწყება” – სოკარმა ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო

08:00 06-01-2026
რომელი ევაკუატორით სჯობს საჭის ჩაკეტვისას მანქანის გადატანა?
ახალი ამბები

რომელი ევაკუატორით სჯობს საჭის ჩაკეტვისას მანქანის გადატანა?

14:50 05-30-2026
მითები და რეალობა ბუასილის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე – ლევან გულუა
ახალი ამბები

მითები და რეალობა ბუასილის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე – ლევან გულუა

19:45 05-29-2026
თიბისი კონცეპტი და Visa საქართველოში პრემიუმ სამოგზაურო გამოცდილებას ავითარებენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa საქართველოში პრემიუმ სამოგზაურო გამოცდილებას ავითარებენ

18:32 05-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved