• რეკლამა
  • კონტაქტი
18:22, ოთხშაბათი, 22 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დატოვებს თუ არა ნინოწმინდის პანსიონს ყველა ბავშვი?

ალია ავტორი - ალია
18:23 06-07-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
48

ნინოწმინდის პანსიონატიდან, ბოლო ორ დღეში გაყვანილი მოზარდები აღმზრდელების მხრიდან ფიზიკური ძალადობის ფაქტებზე ჟურნალისტებთან ლაპარაკობენ. ისინი ასახელებენ კონკრეტულ სახელებსა და გვარებს და აღწერენ დასჯის იმ მეთოდებს, რომლებსაც პანსიონის აღმზრდელები ბავშვების მიმართ იყენებენ. მოზარდები ამბობენ, რომ აღმზრდელები ბავშვებს ჯოხებით სცემდნენ, ღამეებს ათენებინებდნენ.

ცემა ჯოხით, ღამით ცალ ფეხზე დგომა, საკვების აკრძალვა

“მასწავლებელმა აიღო ჯოხი და მთელი ღამე მცემა. ფანჯრები დახურეს, რომ ჩემი ყვირილი სხვებს არ გაეგოთ”, – იხსენებს პანსიონიდან სახლში დაბრუნებული მოზარდი, რომელიც ჟურნალისტებს ეუბნება, რომ ახალი სასწავლო წლიდან იქ აღარ დაბრუნდება.

ნინოწმინდის პანსიონიდან გაყვანილ ექვს მოზარდს ელაპარაკა 6 ივნისს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც. ის ბავშვებს მცირე ტიპის საოჯახო ტიპის სახლში შეხვდა. ნინო ლომჯარია დასჯის იმ მეთოდებზე ლაპარაკობს, რომლებსაც აღმზრდელები პანსიონში ბავშვების მიმართ გამოიყენებდნენ:

„ბავშვები ადასტურებენ, რომ მათ მიმართ ნამდვილად ჰქონდა ადგილი ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას. ამბობენ, რომ ძალადობა ძირითადად ხდებოდა მაშინ, როდესაც ისინი პატარები იყვნენ, დაახლოებით 4-5 წლიდან 10 წლამდე პერიოდში. მაგალითად, დასჯა ცალ ფეხზე დგომით და ამ დროს ხელში ეჭირათ სკამები. არ აჭმევდნენ და აყურებინებდნენ, როგორ ჭამდნენ სხვები. მაგალითად, რამდენიმე ღამის განმავლობაში უძილობა. ასევე ასახელებენ, რომ ფიზიკურ შეხებას ჰქონდა ადგილი, როგორც ხელით, ისე სხვადასხვა ნივთით. გარდა ამისა, თვითმხილველთა თქმით, 2020 წლის დეკემბერში, პანსიონში ჩაირიცხნენ მცირეწლოვანი ბავშვები, თუმცა, ცალსახად მინდა გითხრათ, რომ არცერთ ოფიციალურ დოკუმენტაციაში ბავშვები არ ჩანდნენ პანსიონში. იქ ხვდებოდნენ ბავშვები, რომელთა შესახებაც სახელმწიფოს არ ჰქონდა ინფორმაცია და არ იყვნენ აღრიცხულები“.

მოსამართლის გადაწყვეტილება

უკანასკნელი ინფორმაციით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატიდან, ბოლო ორი დღის განმავლობაში, 20 მოზარდია გამოყვანილი. მათ შორის, შვიდი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი. მოზარდების პანსიონატიდან გაყვანის პროცესი ზრუნვის სააგენტომ 4 ივნისს დაიწყო. 5 ივნისს კი ამ პროცესს თან დაერთო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ივანე ღლონტის გადაწყვეტილებაც, რომელიც მან უფლებადამცველი ორგანიზაციის, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ (PHR) შეტანილი შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცა და რომელიც ნინოწმინდის პანსიონატიდან, პირველ რიგში, შშმ ბავშვების დაუყოვნებლივ გაყვანას ეხებოდა, რაკიღა PHR-ი სწორედ შშმ ბავშვების საქმეების სპეციალური მოსარჩელეა.

გაასაჩივრებს თუ არა მოსამართლის გადაწყვეტილებას საპატრიარქო?

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ მიერ სასამართლოში წარდგენილ ძირითად სარჩელს ელოდება საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა. როგორც ის რადიო თავისუფლებას ეუბნება, სწორედ ამ სარჩელის შინაარსის გაცნობის შემდეგ გადაწყვეტს საპატრიარქო, მიმართოს თუ არა სასამართლოს შესაგებელით.

ედიშერ ქარჩავას თქმით, იმ მოზარდთა დიდი ნაწილი, რომლებმაც ნინოწმინდის პანსიონი ბოლო ორ დღეში დატოვეს, არდადეგებზე, საკუთარ ოჯახებში დროებით დაბრუნდნენ:

„მივმართავ ჟურნალისტებს დაიცვან ინფორმაციის სიზუსტე. ამ ბავშვებისთვის დაიწყო არდადეგები. ეს ბავშვები ოჯახში არსებული პრობლემების გამო, დროებით არიან პანსიონატში მოთავსებულნი. ჩვენ უნდა დავაკონკრეტოთ, ეს ბავშვები ვის გაყავს და რატომ გაყავს. აქ მიდის ჩვეულებრივი პროცესი, რასაც ბევრი იყენებს არაკეთილსინდისიერად. მე არ მაქვს ლაპარაკი 7 შშმ ბავშვზე და მათთან დაკავშირებულ კიდევ 4 ბავშვზე (და-ძმა), რომლებიც სასამართლოს გადაწყვეტილებით გადაიყვანეს. დანარჩენი, ვინც გავიდა, ყველა თავისი სურვილით წავიდა და წაიყვანეს მშობლებმა“.

მეუფე სპირიდონი: ეს ხალხი პროპაგანდას უწევს ჰომოსექსუალიზმს, ლეზბიანობას, სოდომურ ცოდვებს

მოსამართლის გადაწყვეტილებას 6 ივნისს, წმიდა ზაბულონის და სოსანას სახელობის ეკლესიაში ქადაგებისას გამოეხმაურა სხალთის ეპისკოპოსი, მეუფე სპირიდონი. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინებას პანსიონიდან ბავშვების გაყვანის თაობაზე, „არასწორი“ უწოდა, თუმცა, თქვა, რომ იძულებულნი არიან, გადაწყვეტილებას დაემორჩილონ:

„მე ვფიქრობ, ეს ყველაფერი ხდება მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენ აქ არ შემოვუშვით სახალხო დამცველის აპარატი, ნინო ლომჯარია. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, ძალიან სწორად მოვიქეცით, რომ არ შემოვუშვით, იმიტომ, რომ ეს ხალხი არის ის ხალხი, რომლებიც პროპაგანდას უწევენ ჰომოსექსუალიზმს, ლეზბიანობას, სოდომურ ცოდვებს… ეს არის რაღაც ისეთი მეთოდი, რომელსაც მიმართავდნენ ავად სახსენებელი ფაშისტები. ამდენი სოც.მუშაკია შემოსული, დაეცადათ მუშაობა. ძალიან კარგი ხალხია. დაემთავრებინათ მუშაობა, დაედოთ დასკვნა… ბავშვები ცუდად ხდებიან, არ უნდათ ამ ბავშვებს აქედან წასვლა, ტირიან და ერთი ცუდად გახდა, წაიყვანეს საავადმყოფოში“.

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ 7 ივნისს, მორიგი ზოგადი განცხადება გაავრცელა:

„მიმდინარეობს მუშაობა დარჩენილი მოზარდების ზრუნვის ალტერნატიულ ფორმაში განთავსებაზეც. ამასთანავე, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს შესაბამისი სპეციალისტები ყველა გაყვანილ არასრულწლოვანთან ინდივიდუალურად აგრძელებენ მუშაობას. დღეის მდგომარეობით, სააგენტომ პანსიონატიდან 20 არასრულწლოვანის გამოყვანა უზრუნველყო, მათ შორის, 7 შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვია. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს წარმომადგენლობითი ჯგუფი, რომელიც სოციალური მუშაკებითა და ფსიქოლოგებითაა დაკომპლექტებული, ბოლო დღეების განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მუშაობს და ბავშვების უსაფრთხო გარემოსა და დაცულობას ადგილზევე უზრუნველყოფს“.

რადიო თავისუფლებამ სააგენტოსგან ამ დრომდე ვერ მოიძია ზუსტი ინფორმაცია, რამდენი მოზარდი რჩება ნინოწმინდის პანსიონში, იგეგმება თუ არა უკლებლივ ყველა მოზარდის გაყვანა დაწესებულებიდან, როდის სრულდება მოზარდთა პანსიონიდან გაყვანის პროცესი, რამდენი ბავშვია გადაყვანილი საოჯახო ტიპის დაწესებულაბაში, რამდენი მოზარდი დაბრუნდა ოჯახში.

4 ივნისის მონაცემებით, რომელიც რადიო თავისუფლებას ზრუნვის სააგენტომ მიაწოდა, ნინოწმინდის პანსიონში 6-18 წლამდე 47 ბენეფიციარი ირიცხებოდა. თუკი სააგენტოს ცნობით, მათგან ოცმა პანსიონი დატოვა, პანსიონში, ამ დროისათვის 27 მოზარდი უნდა რჩებოდეს.

წყარო – რადიო თავისუფლება

თეგები: ნინოწმინდის პანსიონატი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

ახალი ამბები

საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ თიბისის მხარდაჭერით AI კვლევითი კლუბი შექმნა

16:47 10-22-2025
კაფე-რესტორნებში თიბისი კონცეპტის და Visa-ს შეთავაზება გრძელდება
ახალი ამბები

კაფე-რესტორნებში თიბისი კონცეპტის და Visa-ს შეთავაზება გრძელდება

15:51 10-22-2025
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციამ საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციამ საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა

11:59 10-22-2025
არ გამოგრჩეთ თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება Trendyol-ზე
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება Trendyol-ზე

16:13 10-21-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved