• რეკლამა
  • კონტაქტი
17:15, პარასკევი, 28 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სულელური შეზღუდვების სია – იმედია, ეპიდემიოლოგიური სამსახურიც გაითვალისწინებს ამ მარტივ აქსიომას – ზურაბ გურული

ალია ავტორი - ალია
19:01 06-01-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, პროფესორი ზურაბ გურული:

როცა შეზღუდვები ინტელექტს დასცინის …

—————————————————–

გონიერ ადამიანებში ამბოხის დაუძლეველი სურვილი განსაკუთრებით მაშინ იღვიძებს, როდესაც ბრძანების შესრულება მის ინტელექტუალურ შეურაცხყოფას იწვევს. გამონაკლისი არც კოვიდ-პანდემიის პერიოდი ყოფილა. მსოფლიოს ეპიდემიოლოგიური კასტის მიერ შემოღებულმა ურთიერთგამომრიცხავმა, ხშირად სრულიად დაუსაბუთებელმა და სულელურმა შეზღუდვებმა არაერთი პასიური თუ აქტიური პროტესტი გამოიწვია. ეს შეზღუდვები მრავალი მიზეზით იყო გაპირობებული; ძირითადად გაურკვევლობითა და ვირუსის ბუნების არასრულყოფილი ცოდნით; საკმაოდ ხშირად უბრალოდ პოლიტიკური კონიუნქტურით. ამ პროტესტების და ინსტიქტური ამბოხის გამო გონიერი ადამიანები ხშირად აბსოლუტურად უაზროდ იქცეოდნენ და იქცევიან, რაც საბოლოოდ ძალიან კონტრპროდუქტიული და უბრალოდ საშიშია.

ბოლოდროინდელი კომიკური გადაწყვეტილება ამერიკული დაავადებათა კონტროლის ცენტრის ანგარიშზეა, რომელმაც დახურულ სივრცეებში, აცრილი ადამიანებისათვის ნიღაბის ტარების აუცილებლობა გააუქმა. გადაწყვეტილება იმდენად სულელური იყო, ახალი ადმინისტრაციის და სამედიცინო ხელმძღვანელობის მიმართ უკიდეგანოდ ლოიალური ადამიანებიც კი აღაშფოთა.

აბსოლუტური უაზრობაა მაგალითად, ღია სივრცეში ნიღაბის ტარება, თუ ადამიანი მარტოა, საკუთარი ოჯახის წევრებთან ერთადაა, ან მინიმუმ ორი მეტრითაა დაშორებული სხვა ადამიანებისაგან. ეს უკვე დამტკიცებულია როგორც ემპირიულად, ასევე მეცნიერულადაც. მსგავსი სულელური შეზღუდვა მართებულ პროტესტს იწვევს და შემდეგ ეს პროტესტი დახურულ სივრცეებზეც ვრცელდება, სადაც ნიღაბის ტარება გონივრული და სასურველია.

ანალოგიური სულელური შეზღუდვაა კომენდანტის საათიც, რომლის გახანგრძლივებულ გამოყენებას სასოწარკვეთილ სიბრაზემდე და დეპრესიამდე მიჰყავს ადამიანი. თუ ხანმოკლე პერიოდისათვის კომენდანტის საათი ეფექტურია, უაზროდ გაგრძელებისას ძალიან კონტრპროდუქტიული ხდება, რადგან ადამიანები დაუღალავად ფიქრობენ გამოსავალზე და მონატრებულ ურთიერთობებს კონსპირაციულ პირობებში, ბევრად უფრო საშიშ გარემოებებში ახორციელებენ.

შეზღუდვები აუცილებლად უნდა ატარებდეს დინამიურ ხასიათს და მაქსიმალურად ლოგიკური უნდა იყოს, რათა საბოლოოდ უფრო მეტი ვნება არ გამოიწვიოს, ვიდრე სარგებელი. თუ შეზღუდვები გახანგრძლივდა, ადამიანის გონება ავტომატურად იწყებს გამოსავალის მოძებნას და პოულობს კიდეც.

2020 წლის 12 დეკემბერს, ესპანეთში, საინტერესო ექსპერიმენტი ჩატარდა, რომელშიც 18-დან 59 წლის ასაკის 960 ჯანმრთელი მოხალისე მონაწილეობდა. მონაწილეები ყოველგვარი სისტემის გარეშე გაჰყვეს ორ ჯგუფად. ერთი ჯგუფი, 465 ადამიანი, დაესწრო 5-საათიან კონცერტს, რომელიც დახურულ სივრცეში მიმდინარეობდა; მეორე ჯგუფი კი, 495 ადამიანი, საკონტროლო ჯგუფს წარმოადგენდა და ისინი სახლში გაუშვეს. ყველა მონაწილე ექსპერიმენტამდე 12 საათით ადრე შემოწმებული იქნა კოვიდზე როგორც სწრაფი ანტიგენის ტესტით, ასევე PCR ტესტითაც, რათა ყალბი ნეგატიური შედეგი გამორიცხული ყოფილიყო. კონცერტზე ჩატარდა ტემპერატურული სკრინინგი და ყველა დამსწრე ატარებდა N95 ნიღაბს. დარბაზში არ იყო დაცული არავითარი სოციალური დისტანცია და მონაწილეებს უფლება ჰქონდათ ეცეკვათ და ემღერათ. დარბაზში 20 გრადუსი მუდმივი ტემპერატურა იყო და ყველა კარი ღია, ვენტილაციის გასაუმჯობესებლად.

კონცერტიდან 8 დღის შემდეგ მონაწილეებსა და საკონტროლო ჯგუფსაც ისევ ჩაუტარდათ ტესტირება. საკონტროლო ჯგუფის 2 მონაწილეს აღმოაჩნდა კოვიდი; ორივეს მსუბუქი ფორმით. კონცერტზე დამსწრეთა ექსპერიმენტულ ჯგუფში კი აბსოლუტურად არავის. ეს ექსპერიმენტი მშვენიერი მაგალითია იმისა, რომ დახურულ სივრცეებში მასიური თავშეყრებიც შეიძლება აბსოლუტურად უსაფრთხო იყოს. მსოფლიოს ძალიან გაუმართლა, რომ ოლიმპიადა წელს იაპონიაში იმართება და არა რომელიმე უდისციპლინო ქვეყანაში. დიდი ალბათობით, ოლიმპიადის დასრულების შემდეგ არანაირ ეპიდემიოლოგიურ აფეთქებას არ ექნება ადგილი.

შესაბამისი ეპიდემიოლოგიური დისციპლინის მიღწევა მხოლოდ ორი სახით არის შესაძლებელი, ხისტი ძალით, ან მაღალი სამოქალაქო შეგნებით. ძალისმიერი მეთოდები გარკვეული ხნის შემდეგ კონტრპროდუქტიულია; ცხადია თუ სასტიკ ავტორიტარულ რეჟიმთან არ გვაქვს საქმე; მაშინ როდესაც სამოქალაქო შეგნების ამაღლება პირიქით, სულ უფრო გაუმჯობესებულ დისციპლინას განაპირობებს, რადგან ადამიანები ნებაყოფლობით, შეგნებულად იცავენ წესრიგს.

იმედია, ქართული ეპიდემიოლოგიური სამსახურიც გაითვალისწინებს ამ მარტივ აქსიომას და არ მოსთხოვს ადამიანებს ღია სივრცეში, ზაფხულის პაპანაქებაში ნიღაბის ტარებას; ან დაუსრულებლად არ გააგრძელებს უკვე ძალადობაში გადასულ კომენდანტის საათს. სამაგიეროდ, სრული უფლება ექნება, მთელი სიმკაცრით მოითხოვოს გონივრული შეზღუდვები დახურულ სივრცეებში. გახსოვდეთ, ძალადობა ყოველთვის კონტრპროდუქტიულია, გამონაკლისის გარეშე. ნუ შეურაცხყოფთ ადამიანების ინტელექტს, ისინი ყოველთვის იპოვიან გამოსავალს და ეს გამოსავალი საბოლოოდ ეპიდემიოლოგიური კატასტროფის მიზეზი შეიძლება გახდეს.

თეგები: ამირან გამყრელიძეზურაბ გურული

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს

14:31 11-28-2025
რა განაპირობებს სავალუტო ბაზარზე არსებულ სიჭარბეს? – თიბისი
ახალი ამბები

რა განაპირობებს სავალუტო ბაზარზე არსებულ სიჭარბეს? – თიბისი

13:58 11-28-2025
ნანატრი დღეები გორგიაში გრძელდება
ახალი ამბები

ნანატრი დღეები გორგიაში გრძელდება

08:00 11-28-2025
ახალი გვერდი თიბისის მობაილბანკში – გადარიცხვების ახალი გამოცდილება
ახალი ამბები

ახალი გვერდი თიბისის მობაილბანკში – გადარიცხვების ახალი გამოცდილება

18:18 11-27-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved