• რეკლამა
  • კონტაქტი
08:02, კვირა, 21 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გახარიას გუნდი “ოცნებას” ხმებს ვერ წაართმევს – ირაკლი კობახიძე

ალია ავტორი - ალია
18:30 05-28-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
72

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, გიორგი გახარიას ფაქტორი მმართველი პარტიის საარჩევნო შედეგზე ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს და ეს საკითხი პარტიისთვის აქტუალური არ არის.

ირაკლი კობახიძე:

„რაიმე მიზერული გავლენა შეიძლება მოახდინოს, მაგრამ პრინციპულად ჩვენს საარჩევნო მიზანს მივაღწევთ და ამას არ ექნება არათუ განმსაზღვრელი, არამედ რაიმე ფორმის არსებითი მნიშვნელობაც კი.

თავის დროზე ჩვენ ბევრი რამ გავაკეთეთ იმისათვის, რომ შექმნილიყო ეს რეიტინგი. ჩვენს გარდა სხვებიც აკეთებდნენ ამას. საბოლოო ჯამში, ეს რეიტინგი შეიქმნა, თუმცა ეს რეიტინგი იყო არსებითად დაკავშირებული მმართველ ძალასთან. ის იყო პრემიერ-მინისტრი „ქართულ ოცნებაში“ და აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ეს ფაქტორი არსებითად განსაზღვრავდა ამ რეიტინგს. ახლა შეგვიძლია, ეს რეიტინგები გადავამოწმოთ და ვნახავთ, რა არის სურათზე. ჩვენ გვაქვს ეს სურათი და მინდა გითხრათ, რომ სურათი არის არსებითად შეცვლილი.

გახსოვთ, გასული 7 არჩევნები როგორ დასრულდა “ქართული ოცნების” სასარგებლოდ. ამ შემთხვევაშიც ეს ამოცანა გვაქვს და ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ, „ქართული ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნებში ხმების 43%-ის აღებისთვის იბრძოლებს და გახარიას გუნდი მას ხმებს ვერ წაართმევს, შეიძლება ჰქონდეს მიზანი ამ გუნდს, რომ რაღაც ჩამოგვაკლოს, მაგრამ ჩვენი საარჩევნო მიზანი აუცილებლად შესრულდება“

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ხვალ, 29 მაისს პოლიტიკურ გაერთიანებას “საქართველოსთვის” აფუძნებს. კონფერენცია 17:00 საათზე თბილისში, “ექსპო-ჯორჯიაში” გაიმართება.

თეგები: გიორგი გახარიაირაკლი კობახიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ

18:34 12-19-2025
თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:00 12-19-2025
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

14:45 12-19-2025
მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!
ახალი ამბები

მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!

12:50 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved