• რეკლამა
  • კონტაქტი
22:14, შაბათი, 31 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სმენის დაზიანების მქონე აბიტურიენტს naec.ge სთხოვს მოსასმენი დავალებების შესრულებას – “არ გამიკვირდებოდა ეთქვათ, ცუდად გესმის და რისთვისღა აბარებო…”

ალია ავტორი - ალია
20:58 05-27-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
84

აბიტურიენტი ტერესა გალსთიანი ლალაევა სოციალურ ქსელში, წერს:

“საიდან დავიწყო წერა, არ ვიცი… აუცილებლად წაიკითხეთ ეს პოსტი.

გამოცდების ეროვნული ცენტრი ზედმეტად უსამართლოდ მომექცა!

ჩვენი ქვეყანა ჩალით რომ გადაფარებულია, ალბათ, ყველამ ვიცით. არცერთი სფერო რომ არ მუშაობს გამართულად, ესეც ახალი ამბავი არ არის.

წელს გავდივარ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე. სტანდარტულად, სამ საგანს ვაბარებ. გამომდინარე იქიდან, რომ ვარ შშმ პირი, კერძოდ, სმენის დაზიანების მქონე, რეგისტრაციის დროს მივუთითე სპეც. საჭიროება და განცხადებაც დავწერე, სადაც სულ სამი მოთხოვნა მქონდა: ცალკე ოთახში გამოცდების წერა, დროის მომატება და ყველაზე მნიშვნელოვანი – უცხო ენაში მოსასმენი დავალებების გაუქმება და წერითი სავარჯიშოებით ჩანაცვლება, რადგან ფიზიკურად მოსმენის უნარი აღარ შემწევს წლებია.

განცხადების გაგზავნის შემდეგ, ნაეკისგან ველოდებოდი უკუკავშირს, რომ მცოდნოდა, მიიღეს თუ არა მეილი და იკითხებოდა თუ არა დოკუმენტების სკანი. რა თქმა უნდა, არავის არაფერი მოუწერია და ისევ მე ვცადე ცხელ ხაზზე დარეკვა. ოთხი ადამიანი ვცდილობდით დარეკვას, მაგრამ ზარიც კი არ გადიოდა, ეგრევე ითიშებოდა. ამ დროს კი ნაეკის ფეისბუქ გვერდი მწერს, რომ 7 ოპერატორი მუშაობს და წესით, პრობლემა არ უნდა მქონდეს დარეკვაზე, თუმცა, ფაქტია, ვერავინ მოვახერხეთ კონტაქტზე გასვლა. ბოლოს, ცხელი ხაზი აქეთ დაგვიკავშირდა. ჩემ ნაცვლად ჩემი ნაცნობი ელაპარაკებოდა ოპერატორს. ზუსტად ორჯერ იკითხა, თავად რატომ ვერ დავრეკე. ნაცნობიც უხსნის, რომ ცუდად მესმის და ამიტომ, მაგრამ ის მაინც გაიძახის, რომ მე უნდა დამერეკა. მერე ასეთი რამ გვითხრეს: „თუ მეილი მივიღეთ, არ დავრეკავთ, მაგრამ თუ არ მივიღეთ – შეგატყობინებთ“. რეალურად, ორივე შემთხვევაში დარეკვა აუცილებელია. აგრეთვე, როგორც გაირკვა, სამედიცინო კომისიის გადაწყვეტილება, ვის რა შეღავათი ექნება გამოცდებზე, საჯარო ვებგვერდზე აიტვირთება. ანუ, დავუშვათ, თუ არ მსურს, რომ ვინმემ იცოდეს ჩემი პირადი ინფორმაცია, ამ დროს, ზუსტად „მთელი დუნია“ გაიგებს.

რამდენიმე დღის წინ, დილით, ნაეკის ცხელი ხაზის 2 გამოტოვებული ზარი ვნახე. მივწერე ერთ-ერთ ნაცნობს და ვთხოვე, გაერკვია რა უნდოდათ. დარეკა, აუხსნა სიტუაცია და უთხრეს, ჩავინიშნავთ და დავუკავშირდებითო. რაღაც დროის გასვლის შემდეგ, მომდის სმს და უტაქტოდ ისევ მთხოვენ, რომ ვინმე მესამე პირმა დაურეკოს მათ, რათა გაესაუბრონ ჩემზე. ე.ი აპლიკანტი მე ვარ, იციან, რომ სმენის გამო ვერ ვრეკავ/ვსაუბრობ ტელეფონზე და ნაგლად ითხოვენ სხვასთან გასაუბრებას.

საბოლოოდ, კომისიამ გადაწყვიტა, რომ მოსასმენ დავალებებს მიტოვებს და მთავაზობს სამ ალტერნატივას: დინამიკთან ახლოს ჯდომა, ყურსასმენებით მოსმენა ან დამხმარე ადამიანის წინ დასმა, რათა მან წამიკითხოს ტექსტი. ჩემთვის არცერთია ხსნა და ნუგეში. ნებისმიერ შემთხვევაში, გარტყმით უნდა ვწერო და 18 ქულა უაზროდ ეკიდება სასწორზე; ან სწორად გავარტყამ რამდენიმეს, ან დავემშვიდობები ამ ქულას და შესაბამისად, გრანტისთვისაც მომიწევს ხელის დაქნევა.

გამოცდების ეროვნული ცენტრი გვპასუხობს, რომ მოსასმენის გაუქმებით, გამოცდა აზრს კარგავს, რადგან ამით ამოწმებენ მოსმენილის გააზრების უნარს. თუმცა, იმას ვერ ხვდებიან, რომ თუ ადამიანს არ ესმის კარგად, ამ დროს მოსასმენს საერთოდ არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. ამის გარდა, ისიც თქვეს, რომ ცენტრს არ აქვს გაწერილი, რა შეიძლება შემომთავაზონ გაუქმების სანაცვლოდ. :))

ვინც მიცნობს და ერთხელ მაინც ჰქონია ჩემთან შეხება, იცის, რომ ნამდვილად მიჭირს ადამიანის საუბრის გარჩევა და ძირითადად წერა უწევს, რომ დიალოგი შედგეს ჩვენ შორის. არავინ არსებობს ქვეყნად, ვისაც ჩემზე უფრო მეტად გაუხარდებოდა, რომ კარგი სმენა მქონდეს, ან მინიმუმ, მისი აღდგენა შესაძლებელი იყოს. არ მეხალისება ასე ცხოვრება და რთული პერიოდებიც მაქვს, როცა ხმამაღლა ვამბობ, რომ დავიღალე და მინდა ჩვეულებრივი სმენით ვცხოვრობდე.

გამოცდების ეროვნული ცენტრი ზედმეტად უსამართლოდ მომექცა! ერთი გამონაკლისის დაშვება მათთვის ტრაგედიაა. არადა, უნდა ვაღიარო, რომ შშმ პირები არც ისე ხშირად გადიან ეროვნულ გამოცდებზე, სწორედ იმიტომ, რომ არ არის შექმნილი სპეციალური გარემო, არავისგან მოდის მხარდაჭერა, გაგება, ხელის შეწყობა. შშმ პირებს არაჯანსაღ გარემოში უწევთ ცხოვრება და ხშირ შემთხვევაში, განათლების მიღებაზეც უარს ამბობენ მთელი ცხოვრების განმავლობაში (ჩვენს ქვე’ყანა’ში ასეა).

სასამართლოშიც შევიტანდი სარჩელს, რადგან არასწორად შეაფასა კომისიამ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა და მით უფრო – არასწორი გადაწყვეტილება „მომისაჯა“. მაგრამ სასამართლო დავას დიდი დრო და ფინანსები სჭირდება, რაც ამ ეტაპზე არ გამაჩნია და მაქამდე გამოცდებსაც კი ჩავაბარებ.

მოკლედ, ძალიან იმედგაცრუებული და სასოწარკვეთილი ვარ. არ გამიკვირდებოდა რომ ეთქვათ, ცუდად გესმის და რისთვისღა აბარებო (ამდაგვარი რეპლიკა უკვე მოვისმინე ოჯახის ახლობლისგანაც).

არ ვიცი, რა იქნება, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ გონს მოეგებიან, დაფიქრდებიან საკუთარ საქციელზე. იქ, ზევით, ნაცნობები არ მყავს, ვიღაცებისგან განსხვავებით და საკუთარ ზურგს თავადვე ვამაგრებ.

naec.ge გამოცდების ეროვნული ცენტრი, ძალიან გთხოვთ, დაზეპირებული პასუხები არ დაწეროთ კომენტარებში და ნურც თავის მართლებას დაიწყებთ.

P.S. პოსტი საჯაროა, ამიტომ გაზიარებაც შეგიძლიათ. მე არ გავჩუმდები, სანამ სამართლიანობა არ აღდგება!”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს
ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

18:54 10-30-2026
როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში
ახალი ამბები

როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში

16:55 10-30-2026
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

14:43 10-30-2026
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

13:44 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved