• რეკლამა
  • კონტაქტი
14:36, შაბათი, 22 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მოკლედ, ეს ხალხი უარს ამბობს “დაგმე მიშაზე”, თავ-პირი ავახიეთ, მაგრამ არ დაგვნებდნენ… – ბაია პატარაია

ალია ავტორი - ალია
03:40 05-26-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
76

უფლებადამცველი, ბაია პატარაია:

“არ მიყვარს რომანტიზაცია არც ადამიანების, არც მოვლენების, მგონია, რომ ვწირავთ იმ ადამიანებს, ვისაც ზედმეტად განვადიდებთ და ის, რაც ამ დღეებში ხდება რიონის მცველების მიმართ, ძალიან მოსალოდნელი იყო და პირდაპირი შედეგია ამ პროტესტის და მისი ლიდერების გამითოლოგიურების და რომანტიზების. ამას უნდა გავეშვათ ერთხელ და სამუდამოდ. კიდევ ბევრი პროტესტი წამოვა რეგიონებიდან, თან ძალიან მალე და ნუ დავშაქრდებით, რომ მერე აქ ჩამოსულები არ დავგესლოთ.

“მასკვა სლიზამ ნე ვერიტ” რომ მოვუწყვეთ ამ ხალხს; ყველაფერზე რომ ვალაპარაკეთ იმის გარდა, რაც მათ მართლა აწუხებთ. არაა ეს მხოლოდ მედიის ბრალი, (ვისკენაც ხელს გამალებით ვიშვერთ) სამოქალაქო საზოგადოებასაც უნდა დაგვეტანებინა მეტი ჭკუა და ინფანტილურად არ მოვქცეულიყავით. იმედია, საკუთარ შეცდომებზე ვისწავლით.

მაგრამ ერთი კია, რაც მეამა და გულს მომეფონა – რიონის მცველებს სხვა ენა აქვთ, თავად რასაც სიყვარულის ენას ეძახიან და რის ახსნასაც მარიტა მუსელიანი ცდილობდა იმის პასუხად, თუ რატომ არ აგდებენ არავის აქციიდან. ის ამბობს, რომ არავის სიძულვილი არ სურთ და საკუთარ იდენტობა ვინმესთან გამიჯვნით არ სურთ რომ აწარმოონ. მოკლედ, ეს ხალხი უარს ამბობს “დაგმე მიშაზე”.

რა ხანია ჩვენში ამას თეორიულად ვარჩევთ: რომ დროა გავეშვათ სხვისგან განსხვავებით საკუთარი არსის და პოზიციის განსაზღვრას. თეორიულად ვიცოდით, პრაქტიკაში კი პირველად ვნახეთ. ვნახეთ და ვერ მივიღეთ. თავ-პირი ავახიეთ მაგ ენის მქონეებს, მაგრამ არ დაგვნებდნენ, ხვალ მიდიან და რაც ჩამოიტანეს, ისევ ის მიაქვთ…

ასეა? მათ რა წაიღეს, არ ვიცი, ამას დრო აჩვენებს, როგორ გამოიყენებენ ამ გამოცდილებას; მაგრამ ჩვენ რაც დაგვიტოვეს – ვიცი და ვხედავ. მათი ენა ახალი ენაა, მოდი, ვცადოთ და ვისწავლოთ. არა რომანტიული, არამედ სრულიად პრაგმატული მიზეზებით, რადგან ჩვენი ენა მოძველდა. ჩვენ ერთმანეთსაც ვეღარ ვესაუბრებით ამ გამიჯვნის ენით, ყელში გვაქვს ამოსული, დავნევროზდით, დაგლეჯილი გვაქვს ნერვები სწორედ იმის გამო, რომ სულ ვეძებთ ვიღაცას, ვისაც წიხლს ჩავარტყამთ და ამით საკუთარ ფსევდო-ადგილს განვიმტკიცებთ. კმარა.

აბა, დაფიქრდით.”

თეგები: ბაია პატარაია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

13:55 08-21-2026
ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
ახალი ამბები

საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა

12:07 08-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved