„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით 26 მაისს, 00:01 საათზე მთელ საქართველოში იმართება აქცია „ტაში ქართულ ჯარს“, – ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „ქართული ოცნების“ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.
„კორპუსებისა და სახლების აივნებიდან და ფანჯრებიდან გთხოვთ 1 წუთის განმავლობაში ტაშის დაკვრით ქართველ სამხედროებს მადლობა გადავუხადოთ.
კამპანია თავდაცვის ძალების 30 წლის იუბილესა და დამოუკიდებლობის დღეს ეძღვნება.
გთხოვთ, შემოგვიერთდეთ“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
კომენტარები