• რეკლამა
  • კონტაქტი
02:56, პარასკევი, 12 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დღეს ევროკავშირისა და საქართველოს კავშირი გაცილებით ღრმაა… – რა წერია ზურაბიშვილისა და მიშელის ერთობლივ წერილში

ალია ავტორი - ალია
18:48 05-19-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
48

პრეზიდენტის ადმინისტრაცია საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ერთობლივი Op-ed-ს აქვეყნებს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ დღეს ევროკავშირისა და საქართველოს კავშირი გაცილებით ღრმაა, ვიდრე ოდესმე.

საქართველოსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები კმაყოფილებას გამოთქვამენ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეულ შეთანხმებაზე.

“საქართველომ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, 30 წლის წინ, განაახლა თავისი ისტორიული მისწრაფება ევროპულ ოჯახში დასაბრუნებლად. 

ევროკავშირმა საქართველოს 2004 წელს ამ პროცესის გახსნით უპასუხა, რის შედეგადაც საქართველომ ევროპის სამეზობლო პოლიტიკიდან (2004) აღმოსავლეთ პარტნიორობის სტატუსს (2009) მიაღწია. 
საქართველოს ევროპისაკენ სვლა 2014 წელს ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებების (DCFTA) ხელმოწერით დაჩქარდა, 2017 წელს ვიზალიბერალიზაციაზე შეთანხმებით გაგრძელდა და ქართველებს ევროკავშირში მოკლე ვადით უვიზოდ მოგზაურობის საშუალება მისცა. 

დღეს ევროკავშირისა და საქართველოსა კავშირი გაცილებით ღრმაა, ვიდრე ოდესმე – ასეთ მიღწევაზე ვერავინ იფიქრებდა 1991 წელს, მაშინ როდესაც ქვეყანა საბჭოთა მმართველობისაგან გათავისუფლდა. თუმცა, 2021 წლის დასაწყისში საქართველო პოლიტიკურ ჩიხში აღმოჩნდა. ფარულმა პოლარიზაციამ მმართველი და ოპოზიციური პარტიები ერთმანეთს დაუპირისპირა. 

ევროკავშირისა და აშშ-ს ელჩების ფასილიტაციის მიუხედავად, დაძაბულობა პოლიტიკურ კრიზისში გადაიზარდა. ამასთანავე, 2020 წლის შემოდგომაზე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის განახლებული კონფლიქტის გამო რეგიონის სტაბილურობა საფრთხის ქვეშ დადგა, რამაც საქართველოში დემოკრატიისა და სტაბილურობის კონსოლიდაცია აუცილებელი გახადა. 

საქართველოს პრეზიდენტის სრული მხარდაჭერით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ევროკავშირის მედიაციის ინიციატივით გამოვიდა, რის შემდეგაც პოლიტიკური დიალოგი 1 მარტს საქართველოში მისი ვიზიტისას განახლდა. 

ჩვენ, საქართველოსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებს, გვსურს ჩვენი უდიდესი კმაყოფილება გამოვხატოთ შეთანხმების მიღწევისა და მმართველი და ოპოზიციური პარტიების მხრიდან მასზე ხელმოწერის გამო. ეს შეთანხმება ასრულებს კრიზისს, რომელსაც შესაძლოა, გასული ათწლეულების განმავლობაში მიღწეული დემოკრატიული წინსვლა შეეფერხებინა და შეესუსტებინა საქართველოს პროგრესი ევროპულ გზაზე.  ლიდერების, დიალოგისა და კომპრომისის მეშვეობით საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ქვეყნის კეთილდღეობისათვის განსხვავებები გვერდით გადადეს, რაც ჭეშმარიტად ევროპული სულისკვეთებით გაკეთდა და საქართველოს, როგორც რეგიონში წამყვანი დემოკრატიის იმიჯი გააცოცხლა. 

პოლიტიკური კრიზისი დასრულდა, ახლა უნდა შენარჩუნდეს კონსტრუქციული პოლიტიკური ჩართულობა. ჩვენ ყველას მოვუწოდებთ, შეასრულონ შეთანხმებით აღებული ვალდებულებები. ეს შეთანხმება საქართველოსათვის, ქართველი ხალხისა და ევროკავშირისათვის გამარჯვებაა.

გამარჯვება საქართველოში ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუციებისათვის 

ევროპის მხარდაჭერით, ეს შეთანხმება ქვეყნის ინსტიტუციების რეფორმებს გააღრმავებს: საარჩევნო პროცესი უმაღლეს სტანდარტებს დააკმაყოფილებს, სასამართლო სისტემის რეფორმა კი, სამართლის ნებისმიერ პოლარიზაციას დაასრულებს, ძალაუფლების გადანაწილების პროცედურები საქართველოს პარლამენტს ერთ-ერთ ყველაზე პლურალისტულს გახდის. ეს ცვლილებები კი, არა მხოლოდ გააძლიერებს და გააფართოებს საქართველოს დემოკრატიას, არამედ უზრუნველყოფს ინკლუზიურ და ქმედით რეფორმებსაც. 

გამარჯვება ქართველი ხალხისათვის

პარტიული დაპირისპირებების მიღმა, ყურადღება გამახვილდება ქვეყნის წინაშე არსებული მწვავე საკითხების მოგვარებაზე: პანდემიასთან და მისგან გამოწვეულ სოციალურ და ეკონომიკურ შედეგებთან გამკლავებაზე; სტაბილურობის შენარჩუნებაზე; მომავალში ინვესტირებაზე. ქართველებმა დაინახეს, რომ კრიზისის დაძლევაში მარტო არ იყვნენ. დღემდე, ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესი დონორია, 200-ზე მეტი მიმდინარე პროექტითა და ჯამურად, 500 მილიონი ევროს ბიუჯეტით. ევროპის საინვესტიციო ბანკის ინვესტიცია დაახლოებით, 1,85 მილიარდი ევროა (რამდენიმე რომ ჩამოვთვალოთ) ეკონომიკურ განვითარებაში, სოფლის მეურნეობაში, განათლებასა და ინფრასტრუქტურაში. 

ამას მოჰყვება ევროპის მხრიდან მეტად ხელშესახები მხარდაჭერა. შეთანხმება „საქართველოს სამომავლო გზა“ გზას უხსნის ევროკავშირთან უფრო ახლო თანამშრომლობას: ფინანსური დახმარება პოსტკოვიდური დარტყმის შესამსუბუქებლად; ევროკავშირის პროგრამებში გაზრდილი მონაწილეობა; ფოკუსირება ფიზიკურ და ციფრულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რასაც საქართველოს, კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონის ევროპასთან კავშირის გაძლიერება და ეკონომიკური პოტენციალის კიდევ უფრო გაზრდა შეუძლია.

გამარჯვება ევროკავშირისათვის

ევროკავშირს შეუძლია დაეყრდნოს საქართველოს, როგორც სტაბილურსა და მტკიცედ ევროპულ პარტნიორს რეგიონში, რაც აუცილებელია ევროპული ღირებულებების, უსაფრთხოებისა და ურთიერთკავშირისათვის. მაშინ, როდესაც რეგიონული ლანდშაფტი ფორმირებას განიცდის, საქართველო იმაზე უფრო მეტად მნშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე.

ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით, ახლა ევროკავშირსა და საქართველოს ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის გაღრმავება და თანამშრომლობის კიდევ უფრო განმტკიცება სჭირდებათ. ორმხრივ დღის წესრიგთან ერთად, ჩვენ გავაგრძელებთ განახლებულ და გაღრმავებულ აღმოსავლეთ პარტნიორობისათვის მუშაობას, რომელიც თანამშრომლობის არეალს აფართოებს, ზრდის ევროკავშირის მხარდაჭერას და აფართოებს ჩვენს ხალხებს შორის კავშირებს. 

პარალელურად, ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობაში ასოცირებულ პარტნიორებს შორის განსაკუთრებული ურთიერთობის ხაზგასასმელად, ევროკავშირ-საქართველოს ბათუმის კონფერენციის ფარგლებში, გთავაზობთ ლიდერების შეხვედრას უკრაინისა და მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტებთან ერთად.

რეგიონში გაზრდილ გეოპოლიტიკურ ზეწოლაზე საუკეთესო პასუხი ევროპისა და საქართველოს მიერ ახლახან დემონსტრირებული მაგალითია, რაც ერთი მხრივ, გადამწყვეტი ევროპული პოლიტიკური მხარდაჭერაა პატარა, მაგრამ ცოცხალი დემოკრატიის მიმართ და ასევე, მხარდაჭერაა ნებისმიერი სახის დესტაბილიზაციის ასარიდებლად. მეორე მხრივ კი, ეს მაგალითი საქართველოს მიზანდასახულობაა, იმისათვის, რომ შეუფერხებლად განაგრძოს არჩეული გზა ევროატლანტიკური მომავლისაკენ,” – ნათქვამია ერთობლივ სტატიაში.

თეგები: სალომე ზურაბიშვილიშარლ მიშელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

სელფი მობაილი წარმატებით იმტკიცებს რეიტინგს BB-/Stable
ახალი ამბები

სელფი მობაილი წარმატებით იმტკიცებს რეიტინგს BB-/Stable

14:51 12-11-2025
„სიყვარული ბრუნდება, მთავარია გჯეროდეს“ – თიბისის საახალწლო გზავნილი ემიგრანტებისთვის
ახალი ამბები

„სიყვარული ბრუნდება, მთავარია გჯეროდეს“ – თიბისის საახალწლო გზავნილი ემიგრანტებისთვის

12:48 12-11-2025
“ჩუმი პანდემია” – ბაქტერიოლოგიური კვლევა თანამედროვე ლაბორატორიის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა – რას უყვება “ალიას” “ნიუჰოსპიტალსის” ლაბორატორიის ხელმძღვანელი
ახალი ამბები

“ჩუმი პანდემია” – ბაქტერიოლოგიური კვლევა თანამედროვე ლაბორატორიის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა – რას უყვება “ალიას” “ნიუჰოსპიტალსის” ლაბორატორიის ხელმძღვანელი

18:53 12-10-2025
თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი კვირა – 320-ზე მეტი გამარჯვებული და 45 000 ლარამდე გაცემული პრიზები
ახალი ამბები

თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი კვირა – 320-ზე მეტი გამარჯვებული და 45 000 ლარამდე გაცემული პრიზები

15:51 12-10-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved