• რეკლამა
  • კონტაქტი
03:24, კვირა, 13 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“8 წლის წინ გამოსვლას სანდრა რულოვსის სადიდებელი სიტყვით და ფოტოთი იწყებდნენ…”

ალია ავტორი - ალია
15:15 09-20-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

“ძალიან უცნაურია, რომ თუ რამდენჯერმე ტელევიზორში გამოჩნდები, ადამიანები მაშინვე იწყებენ იარლიყის მოკერებას, რომ რომელიღაც პოლიტიკური პარტიის ინტერესებს აჟღერებ.მაპატიონ ავტორებმა, მაგრამ განსაკუთრებულად პოლიტიკურად ანგაჟირებულ კომენტარებს ზოგჯერ ვშლი, რადგან ჩემი პოსტები პოლიტიკური დებატების ველად არ მინდა იქცეს. მინდა დავაფიქსირო შემდეგი:- არცერთი პოლიტიკური პარტიის წევრი არ ვარ და არც მომავალში ვაპირებ ყოფნას. ჩემს პოლიტიკურ შეხედულებებს გავაჟღერებ ოჯახში და მეგობრებში და არა მედია სივრცეში. არც სათანადო კომპეტენცია გამაჩნია პოლიტიკური შეფასებების გასაკეთებლად.- არც იმ ადამიანებივით მოხერხებული ვარ, რომლებიც 10 წელზე მეტია მხარს უჭერენ იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც 8 წლის წინ შეიქმნა და პარალელურად, 8 წლის წინ, ყველა თავის გამოსვლას სანდრა რულოვსის სადიდებელი სიტყვით, ხოლო ყველა პრეზენტაციას სანდრას ფოტოთი იწყებდნენ (ვიცი ამ წინადადებას მრავალგვერდიანი წერილი მოყვება, როგორებიც წლებია მრავლად იწერება და რომლის დაბეჭდვაზეც ჩემი ზოგიერთი მეგობრის ღამის თევა გახდება საჭირო, ამიტომ მათ წინასწარ ვუხდი ბოდიშს).

– არ ვარ გაბრაზებული ქართულ ოცნებაზე იმ მოტივით, რომ თანამდებობიდან გამათავისუფლა, რადგან ეს არ შეესაბამება სიმართლეს და დაავადებათა კონტროლის ცენტრში მე და ჩემი მეგობრები 2012 წლის აგვისტოდან აღარ ვართ, ანუ არა ქართული ოცნების, არამედ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროიდან.

– ვთანამშრომლობ და თუ ამის სურვილი ექნებათ, კვლავაც ვითანამშრომლებ ყველა ტელევიზიასთან, იქნება ეს მთავარი არხი, პოსტ ტვ, ტვ პირველი, ბორჯომის ტელევიზია, ობიექტივი, რუსთავი 2, იმედი, თუ სხვა, რადგან ყველა ამ არხის მაყურებელს აინტერესებს კორონავირუსი და მედიცინის სხვა საკითხები და მადლობა ყველა იმ მედიას, რომელიც ჩემი აზრის გამოთქმის საშუალებას მაძლევს, როცა დრო მაქვს. ძალიან ხშირად უარის თქმა რომ მიწევს, ეს არა პოლიტიკური მოტივით, არამედ დროის სიმცირით აიხსნება. საერთოდაც, რომელიმე ტელევიზიისთვის ბოიკოტის გამოცხადება ძალიან მდაბიურ საქციელად მეჩვენება.

– ვიყავი და კვლავაც ვაპირებ ვიყო C ჰეპატიტის სახელმწიფო კომიტეტის წევრი, და დაბეჯითებით მჯერა, რომ მიუხედავად ხარვეზებისა, ამ პროგრამამ უდიდესი სიკეთე მოიტანა და ამის არდანახვა არის უმადურობა. ზოგადადაც კარგი საქმეების არდანახვა არის უმადურობა, რომელი პოლიტიკური ძალის გაკეთებულიც არ უნდა იყოს.

– მომწონს პანდემიასთან ბრძოლის ზოგიერთი, და არ მომწონს კიდევ უფრო მეტი გადაწყვეტილება და რეგულაცია და ამას ვარავინ და ვერავითარი გრძელი წერილები ვერ დამიშლის.

– მიმაჩნია, რომ გადაწყვეტილებების მიმღებებს კრიტიკული აზრი ხელს კი არ უშლის, არამედ ეხმარება და იმედი მაქვს და ვხედავ კიდევაც, რომ ხშირად ადექვატურად იღებენ კრიტიკას.

– ეს იყო ჩემი ყველაზე პოლიტიკური და ამ სფეროში ბოლო პოსტი- ვაპირებ გავაგრძელო წუწუნი კორონავირუსზე, მის ეპიდემიოლოგიასა და კლინიკურ ნაწილზე, და სხვა სამედიცინო საკითხებზე.- მადლობა მათ, ვინც კითხულობს და უსმენს და მათაც, ვისაც ამის სურვილი ან დრო არა აქვს.- მადლობა გულთბილი, გამამხნევებელი, ასევე კონსტრუქციულად კრიტიკული და არა გულისამრევად მდაბიური, ტროლური კომენტარებისთვის.”

თეგები: მაია ბუწაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით

16:52 09-12-2026
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
ახალი ამბები

ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია

16:16 09-12-2026
„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა
ახალი ამბები

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა

21:28 09-11-2026
მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
ახალი ამბები

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა

17:15 09-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved