• რეკლამა
  • კონტაქტი
08:08, პარასკევი, 4 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“65 წლის კაცი ძლივს გამოვგლიჯეთ ხელიდან გაავებულ სპეცრაზმელებს…” – შსს-ს თანამშრომელი, აქციების დარბევაზე აზრის გამოთქმის გამო, დაითხოვეს

ალია ავტორი - ალია
19:46 10-24-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
309

შსს-ს გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი, რამინ სირაძე ამბობს, რომ აქციების დარბევაზე აზრის გამოთქმის გამო დაიბარეს და სამსახურიდან წასვლაზე “პატაკების“ დაწერა მოსთხოვეს.

“რუსული კანონის მიღების პერიოდში არსებულ საპროტესტო გამოსვლებზე როდესაც ვუყურებდი ხალხს როგორ უსწორდებოდნენ, მე და ჩემმა რამოდენიმე თანამშრომელმა დაახლოებით 60-65 წლის კაცი პირველ სკოლასთან ძლივს გამოვგლიჯეთ ხელიდან გაავებულ სპეცრაზმელებს. ასეთ შემთხვევებზე ღიად ვაფიქსირებდი ჩემ აზრს, რომ ხალხის ცემა ასეთი სისასტიკით არანაირ საზღვრებში არ ჯდებოდა. სწორედ ამის გამო დამიბარეს მე და კიდევ ჩემი ერთი თანამშრომელი (ვინაობას არ დავასახელებ) გვითხრეს რომ პოლიციელებს ვამტყუნებთ და სხვა მხარეს ვდგავართ და უნდა დაგვეწერა პატაკები სამსახურიდან წასვლაზე. თან ყველაზე სასაცილო ის არის რომ ისეთმა კაცმა მითხრა ეს ყოველივე ვისაც ხელები გაცვეთილი ქონდა მიშაზე ტაშის კვრით და ხმა ჩახლეჩილი მიშას ძახილით ამის ვიდეო არსებობს იუთუბ არხზე და ყველასთვის ხელმისაწვდომია. ამ ყველაფრით იმის თქმა მინდა, რომ როდესაც რაღაც არ მომწონს არ ნიშნავს რომ ვიღაცის მომხრე ვარ, რაც არ მომწონდა ნაცების დროს იმასაც ვაფიქსირებდი და რაც ეხლა არ მომწონს იმასაც ვამბობ.

ბევრი ღირსეული პოლიციელი მუშაობს დღეს სისტემაში და ძალიან დიდ პატივს ვცემ მათ. ბევრთან მეგობრობა მაკავშირებს და არასდროს ღირსეულ პოლიციელს მე არ გავამტყუნებ. მე მიყვარს ჩემი ქვეყანა!!! მე მშობლებმა ასე გამზარდეს და როდესაც 9 აპრილს დედაჩემი რუსთაველზე იდგა ბუნდოვნად მაგრამ მახსოვს როგორ ვიდექი ტელევიზორთან 5 წლის და როგორ ვუყურებდი რაც იქ ხდებოდა. რუსულ ენას სკოლაში პროტესტის ნიშნად არ ვსწავლობდი!!! (ეგ ცალკე თემაა სწორი იყო თუ არა, ალბათ ჯობდა მაინც მესწავლა) რუსეთი ოკუპანტია!!! რუსეთი ჩვენი მტერია!!! ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია მათ მიერ და გვყავს ათიათასობით იძულებით გადაადგილებული პირი მათ გამო. უამრავი დაღუპული ადამიანი, უამრავი გმირი. ვენაცვალე მათ ხსოვნას და სულებს!!! ბოდიშს ვიხდი თუ რამე არასწორად დავწერე და მოგაბეზრეთ თავი.

ყველანი არჩევნებზე!“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის
ახალი ამბები

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის

21:54 07-03-2025
9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?
ახალი ამბები

9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?

20:19 07-03-2025
12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს
ახალი ამბები

12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს

17:10 07-03-2025
სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ახალი ამბები

სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

15:43 07-03-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved