ხმაური 52-ე საარჩევნო უბანზე – პოლიციამ “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ზვიად კუპრავა შენობიდან გაიყვანა და მანქანით ტერიტორია დაატოვებინეს.
“52-ე უბანი გაყალბებულია! “ – მიმართა ზვიად კუპრავამ სამართალდამცავებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ზვიად კუპრავა დაკავებულია. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებით ედება ბრალი, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
კომენტარები