• რეკლამა
  • კონტაქტი
01:04, შაბათი, 10 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

47 000 ლარი დავალიანება და 235 000 ლარი საურავი და ჯარიმა – „ბათუმელებმა“, მკითხველის მხარდაჭერით, ძირი დავალიანება დაფარა

ალია ავტორი - ალია
16:12 07-22-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
651

22 ივლისს „ბათუმელებმა“ ბიუჯეტის წინაშე არსებული ძირი საგადასახადო დავალიანება – 47 ათასი ლარი სრულად გადაიხადა.
როგორც გამოცემა აცხადებს, ამ თანხის გადახდა მკითხველების მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი, რის გამოც საზოგადოებას მადლობას უხდის:

„დავალიანების დაფარვა შევძელით მკითხველების გვერდში დგომის წყალობით. დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის.“

ამ დროისთვის „ბათუმელებს“ გადასახდელად დარჩა მხოლოდ საურავი და ჯარიმა.

საურავი – 126,000 ლარი

ჯარიმა – 109,000 ლარი

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ფინანსთა სამინისტროს მხრიდან ინკასოს გამოყენება მოხდა მიზანმიმართულად, მზია ამაღლობელის საქმის განაჩენის პარალელურად, რაც მათთვის მიანიშნებს პოლიტიკური ზეწოლის აშკარა ნიშნებზე:

„ინკასო გამოყენებული იყო ხელისუფლების მიერ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ, ხოლო პერსპექტივაში – მისი შექმნილი მედიაორგანიზაციის გასანადგურებლად.“

„ბათუმელები“ ყურადღებას ამახვილებს ფინანსთა სამინისტროს აშკარა ორმაგ სტანდარტზე:

„ტელეკომპანია იმედის“ ბიუჯეტის მიმართ დავალიანება ოფიციალურად 17 მილიონ ლარს შეადგენს, ხოლო „რუსთავი 2-ის“ – 25 მილიონს.

ამავდროულად, „ბათუმელები“ აცხადებს, რომ საკუთარი დავალიანება ოფიციალურად ჰქონდათ აღიარებული და დაფარვას ყოველთვიური გადახდებით ახორციელებდნენ.

ინკასოს დაწესების შემდეგ, „ბათუმელების” თქმით, შემოსავლების სამსახურს ოფიციალურად მიმართეს და საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადახდის გრაფიკი მოითხოვეს, თუმცა უწყებამ ამ თხოვნას უარით უპასუხა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები სპეციალურ ფასად!

00:00 10-10-2026
საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა

16:47 10-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:49 10-09-2026
არქი გრანდ ავენიუ
ახალი ამბები

არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა

14:37 10-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved