• რეკლამა
  • კონტაქტი
18:32, ოთხშაბათი, 18 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

4 ქართული ბანკი SWIFT-ის ჩინურ ანალოგში გაწევრიანებას იწყებს

ალია ავტორი - ალია
14:31 03-06-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
9,377

საქართველოს 4 კომერციული ბანკი ჩინეთის ბანკთაშორის საგადახდო სისტემაში გაწევრიანებას იწყებს, მათგან ერთ-ერთი ბიძინა ივანიშვილის “ბანკი ქართუა“.

ამ პროცესის შუამავალი კი ეროვნული ბანკი იქნება. სისტემა CIPS-ი საერთაშორისო  SWIFT-ის ჩინურ ანალოგად არის მიჩნეული.

ნათია თურნავა “ქართუს“ პოდკასტში ამბობს:

 ჩვენ შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ და მაქსიმალურად, როგორც ცენტრალურმა ბანკმა, ხელი შევუწყოთ ჩვენ საბანკო სისტემას, რომ უფრო მეტი მჭიდრო კავშირი ჰქონდეს საგადახდო თვალსაზრისით, ჩინურ საფინანსო სისტემასთან, იმიტომ რომ, ერთი რომ  იზრდება ვაჭრობა, მეორე რომ იზრდება ტურიზმი, პირდაპირი ფრენების რაოდენობაც იზრდება და საგადახდო სისტემა განაპირობებს, რომ მეტი ტურისტი ჩამოვა, ჩვენგანაც წავა და მოკლედ, ეს არის მხარდასაჭერი. ამისთვის არსებობს ცნობილი საგადახდო სისტემა CIPS-ი, რომელიც ზოგჯერ არასწორად აღიქმება და ჩვენ განვმარტეთ არაერთხელ, ის როგორც SWIFT-ის ჩამნაცვლებელ პლატფორმად არამც და არამც არ არის, იმიტომ რომ, დაახლოებით 180 ქვეყნის 5 ათასზე მეტი წამყვანი ბანკია გაწევრიანებული ამ სისტემაში და პარალელურად სარგებლობენ როგორც SWIFT-ით, ასევე CIPS-ით. ანუ ეს ორი ურთიერთშემვსები მესიჯინგის სისტემაა, რომელიც გადახდებს ემსახურება.

CIPS — ანუ China’s Cross-Border Interbank Payment System — არის ჩინეთის ბანკთაშორისი გადახდების სისტემა, რომელიც მიზნად ისახავს იუანით საერთაშორისო ანგარიშსწორების გამარტივებას. სისტემა ამოქმედდა 2015 წელს და მას განაგებს ჩინეთის სახალხო ბანკი (PBOC).

CIPS განკუთვნილია როგორც ჩინური, ისე უცხოური ბანკებისთვის, რათა მათ უსაფრთხოდ და ეფექტიანად განახორციელონ იუანით ტრანზაქციები გლობალურ დონეზე. ამით CIPS წარმოადგენს ალტერნატივას SWIFT-ს მსგავს სისტემებზე, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ჩინეთი ცდილობს გააძლიეროს იუანის გამოყენება საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

როგორ მუშაობს SEO სტრატეგია ქართულ საძიებო ბაზარზე 
ახალი ამბები

როგორ მუშაობს SEO სტრატეგია ქართულ საძიებო ბაზარზე 

18:12 11-18-2026
თიბისი კონცეპტის, Visa-ს და M.T.A.-ს განსაკუთრებული შეთავაზება სათხილამურო სპორტის მოყვარულთათვის
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის, Visa-ს და M.T.A.-ს განსაკუთრებული შეთავაზება სათხილამურო სპორტის მოყვარულთათვის

14:25 11-18-2026
თიბისიმ ADB-სა და IFC-ს მხარდაჭერით ვაჭრობის დაფინანსებისთვის $51 მილიონი მოიზიდა
ახალი ამბები

თიბისიმ ADB-სა და IFC-ს მხარდაჭერით ვაჭრობის დაფინანსებისთვის $51 მილიონი მოიზიდა

13:55 11-18-2026
„ტვინი: უცნობი სამყარო ჩვენს თავში“ – შეხვედრა ზაალ კოკაიასთან და ალექსანდრე ცისკარიძესთან
ახალი ამბები

„ტვინი: უცნობი სამყარო ჩვენს თავში“ – შეხვედრა ზაალ კოკაიასთან და ალექსანდრე ცისკარიძესთან

12:37 11-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved