პატრიოტთა ალიანსის ერთ–ერთი ლიდერი, ირმა ინაშვილი:
გუშინ მე ვესწრებოდი გიორგი დავითაძის სასამართლო პროცესს და საშინელებაზე იყო იქ საუბარი. ეს იყო ამაზრზენი რაც ჩვენ მოვისმინეთ და გავრცელდა ამის შესახებ ინფორმაცია, საუბარი ეხება პატიმრის გაუპატიურებას. მე არ ვაპირებდი სახელის და გვარის დასახელებას და მინდოდა მანამდე შევხვედროდი სახალხო დამცველს. მე მექნება მოწოდება პრეზიდენტის მიმართ, მაგრამ ოჯახმა გადაწყვიტა თავად გასაჯაროება ამ ინფორმაციის და მეც მივყვები ამ მოვლენებს.
პირდაპირ ვამბობ, გარდა იმისა, რომ პატიმრის წამება არის უმძიმესი სისხლის სამართლის დანაშაული და ყველაზე მძიმე კატეგორიის დანაშაულებს შორის გადის პატიმრის მწამებელი, ყველა ვინც ამას სჩადის, არის უბრალოდ არაკაცი.
პირდაპირ ვამბობ, რომ რუსთავის მე-6 დაწესებულებას ხელმძღვანელობს ვინმე შოთა ტრაპაიძე, რომელიც არაერთმა პატიმარმა ამხილა წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში. ეს პატიმრები არიან –
- მირზა გიგლემიანი, რომელმაც განაცხადა, რომ შოთა ტრაპაიძის თანდასწრებით ის სასტიკად აწამეს დირექტორის მოადგილეებმა და ციხის სხვა თანამშრომლებმა. ეს ყველაფერი ასახულია სათანადო სამედიცინო დასკვნებში.
- შოთა ტრაპაიძეს ხელს ადებს პატიმარი გიორგი მარსაგიშვილი,
- პატიმარი ავთანდილ სოფრომაძე, რომელმაც საჯაროდ განაცხადა, რომ სასტიკად აწამა შოთა ტრაპაიძემ.
- ასევე, პატიმარი ზურაბ მელიქიშვილი ამხელს წამებაში შოთა ტრაპაიძეს და მე არაერთი პატიმრისგან მაქვს მოსმენილი, რომ არსებობს ეს ტენდენცია – წამების, ძალადობის, არაადამიანური მოპყრობის ტენდენცია რუსთავის მეექვსე დაწესებულებაში.
პატიმრების წამება ხშირად ვიდეოკამერებში არ ჩანს, რადგან ძალიან ოსტატურად არიან გაწვრთნილი ის ბადრაგები, რომლებმაც იციან, როგორ უნდა მოახდინონ მანევრირება ამ დროს.
კიდევ ერთ თანამშრომელზე მიდის საუბარი. ეს არის გიორგი კვარაცხელია, რომელიც ასევე წამებაში არის მხილებული არაერთი პატიმრის მხრიდან და კვარაცხელია ფიგურირებს ასევე კარანტინის დაშლის კადრებში, ჩემი ინფორმაციით, მას წაუყენეს ბრალი 2012-13 წლებში, ის გაასამართლეს, შემდეგ გაყვანილი იყო ციხის სისტემიდან და სავარაუდოდ, ისევ დააბრუნეს სასჯელაღსრულების სისტემაში. იმიტომ, რომ რუსთავის მეექვსე დაწესებულებაშიც ფიგურირებს ვინმე გიორგი კვარაცხელია და მე არ მაქვს ახლა დაზუსტებული ეს ინფორმაცია, ეს ერთი და იგივე პირი არის თუ არა და სწორედ ამიტომ მივმართავ სათანადო ორგანოებს, მოხდეს იდენტიფიცირება.
მე და გიორგი დავითაძის დედა, ირმა დავითაძე, წამების საქმესთან დაკავშირებით ვიყავით ქუთაისში 2 დღის წინ და როდესაც ვბრუნდებოდით ქუთაისიდან უკანა გზაზე, ჩვენი მანქანა, გორი-თბილისის მაგისტრალზე ალყაში მოაქცია ოთხმა ავტომობილმა, გვაიძულეს სიჩქარე 10 კილომეტრამდე შეგვემცირებინა, რამდენიმე წუთით ალყაში შეგვაფერხეს, ვაპირებდით გაჩერებას და გადმოსვლას და უცბად მოკურცხლეს”











კომენტარები