• რეკლამა
  • კონტაქტი
22:26, სამშაბათი, 17 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორები ვიყავით მხოლოდ ორნი! – პაატა ბურჭულაძის წერილი საკონსტიტუციო სასამართლოს

ალია ავტორი - ალია
22:06 11-17-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

პაატა ბურჭულაძე ციხიდან წერილს აქვეყნებს:

,,მინდა მივმართო საკონსტიტუციო სასამართლოს პატივცემულ მოსამართლეებს:

“ვადევნებ თვალს თქვენს პროცესს და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, თუ რა დიდი მოვლენა იყო ოთხი ოქტომბრის საქართველოს ეროვნული კრება. ამ დღეს ჩვენი ქვეყნის ასობით ათასმა მოქალაქემ კენჭი უყარა ოცნების მთავრობის არალეგიტიმურობას. ერთხმად შეუწყვიტა მათ ლეგიტიმაცია. მინდა მოგახსენოთ, რომ ზუსტად ეს არის მშვიდობიანი დამხობა, რის დანაშაულად გამოცხადებასაც თქვენ ცდილობთ და ეს მშვიდობიანი დამხობა 4-ში დავიწყეთ, ოთხშივე დავამთავრეთ. რასაც მყისიერად მოყვა ოცნების არ აღიარება არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში. აქედან გამომდინარე სამართლიანი იქნება საკონსტიტუციო სასამართლოზე მოსარჩელემ და მოპასუხეებმა ადგილები რომ გაცვალონ.
მინდა შეგახსენოთ, შეიძლება დავიწყებული გაქვთ ან გამოგრჩათ თუ რისი უფლება აქვს კონსტიტუციით საქართველოს მოქალაქეს. ჰკითხეთ ყველაზე ცნობილ კონსტიტუციონალისტს ბატონ ვახტანგ ხმალაძეს, რომელმაც შეჰქმნა ის კონსტიტუცია, რომელსაც თქვენ უნდა იცავდეთ. ბატონი ვახტანგი გვიხსნის და გვინმარტავს: კონსტიტუციით არაკონსტიტუციურია მხოლოდ და მხოლოდ კონსტიტუციური წყობილების დამხობა, ხოლო მთავრობის დამხობა არის კონსტიტუციური. მითუმეტეს მაშინ, როცა მთავრობა ფეხქვეშ ლახავს ყველაზე ფუნდამენტურ უფლებას – ადამიანის უფლებებს.
რაც შეეხება 4 ოქტომბრის ეროვნულ კრებას, მზად ვარ ჩამოვიდე ბათუმში და დაწვრილებით მოგიყვეთ იმ ისტორიული დღის შესახებ. ჩემზე კარგად ამ ინფორმაციას ვერავინ ვერ მოგაწვდით, რადგან ეს იყო არა პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებული, არამედ უფლებაშეზღუდული, თავისუფლება წართმეული და ცვლილებების აუცილებლობის მსურველ მოქალაქეთა მიერ პროტესტის დემონსტრირება, რომლის მთავარი ორგანიზატორები ვიყავით ორნი – მე და “ქართული ოცნება”. რომ არა ქართული ოცნება და მისი მოღალატეობრივი პოლიტიკა გარწმუნებთ ამ ეროვნული კრების ჩატარების აუცილებლობა არ იქნებოდა. დიდ იმედს ვიტოვებ, რომ თუ 4 ოქტომბერზე კიდევ გექნებათ შეკითხვები, მოგინდებათ ჩემგან სრული ინფორმაციის მიღება.“

თეგები: პაატა ბურჭულაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სიახლე – ბრაზილიური განწყობა უკვე PSP-შია!
ახალი ამბები

სიახლე – ბრაზილიური განწყობა უკვე PSP-შია!

13:22 11-17-2026
სელფი მობაილმა ზემო სვანეთში ქსელის გამტარუნარიანობა 5-ჯერ გაზარდა და რეგიონებში 25 საბაზო სადგური განაახლა
ახალი ამბები

სელფი მობაილმა ზემო სვანეთში ქსელის გამტარუნარიანობა 5-ჯერ გაზარდა და რეგიონებში 25 საბაზო სადგური განაახლა

18:38 11-16-2026
რაში არ შეიძლება ფულის დაზოგვა რემონტის დროს?
ახალი ამბები

რაში არ შეიძლება ფულის დაზოგვა რემონტის დროს?

18:32 11-16-2026
Euromoney-მ თიბისისა და „ვისოლის“ ერთობლივი პროექტი საუკეთესოდ აღიარა
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისისა და „ვისოლის“ ერთობლივი პროექტი საუკეთესოდ აღიარა

18:21 11-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved