• რეკლამა
  • კონტაქტი
08:13, შაბათი, 20 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

4 000-მდე სტუდენტისა და ახალგაზრდისთვის წელს ბანაკები ანაკლიასა და შაორში მოეწყობა და მასში მონაწილეობას ცნობილი სპორტსმენები, ხელოვანები, მომღერლები თუ მწერლები მიიღებენ – გიორგი ამილახვარი

ალია ავტორი - ალია
17:14 03-05-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
165

წელს ბანაკები განხორციელდება როგორც ანაკლიაში, ასევე შაორში და მასში 4 000-მდე სტუდენტი და ახალგაზრდა ჩაერთვება, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა.

მისივე თქმით, სამინისტროს სურვილია, რომ ბანაკში ყოფნის პერიოდი უფრო შემეცნებითი, სპორტული და კულტურული ღონისძიებებით დატვირთონ, მათ შორის ცნობილი სპორტსმენების, ხელოვანების, მომღერლებისა თუ მწერლების მონაწილეობით.

„რა თქმა უნდა, ბანაკები არის და იქნება ყოველთვის მნიშვნელოვანი მიმართულება ახალგაზრდებისთვის. ჩვენ შევეცადეთ, რომ ეს პროექტი კიდევ უფრო დაგვეტვირთა შინაარსობრივად და რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის ყოფილიყო ხელმისაწვდომი. ამიტომ, წელს აღნიშნული ბანაკები განხორციელდება როგორც ანაკლიაში, ასევე შაორში და 4 000-მდე სტუდენტი და ახალგაზრდა ჩაერთვება ამ მიმართულებაში, სადაც ასევე 400-მდე ახალგაზრდა იქნება დასაქმებული.

აქ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რაც გვინდა რომ შემოვიტანოთ, არის, რომ შინაარსობრივად ბანაკებში გატარებული დრო გვინდა რომ უფრო შემეცნებითი, სპორტული და კულტურული ღონისძიებებით დავტვირთოთ, მათ შორის ცნობილი სპორტსმენების, ხელოვანების, მომღერლების თუ მწერლების მიყვანით, რომ უფრო აქტიური საბანაკე პერიოდი გაატარონ ჩვენმა ახალგაზრდებმა და არ იყოს ეს მხოლოდ იმ დღის წესრიგით დატვირთული აქტივობებით, რომელსაც ბანაკი მოიცავს. ამ კუთხით წელს რაოდენობაც საკმაოდ მასშტაბური გვექნება. ჩვენ არ გვინდოდა შემოვფარგლულიყავით იმ ბანაკებით, რომელიც ისედაც ყოველ წელს ხორციელდება და ვიფიქრეთ, რომ სხვადასხვა ინტერესის მიხედვით სხვადასხვა ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, სტუდენტებს ასევე გავუკეთოთ თემატური ბანაკები. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ თითოეულ ინტერესის სფეროს, ვინაიდან ყველას მოგვეხსენება, რომ ახალგაზრდებს ინტერესები გააჩნიათ და ჩვენ გვინდა, თითოეულ მათგანს ვუპასუხოთ, შესაბამისად, შევქმნათ ისეთი სერვისები და პროდუქტი, რომელიც მისცემს მათ სრული რეალიზების საშუალებას. ამიტომ შემოვიტანეთ თემატური ბანაკები, რომელიც პერიოდულად გამოცხადდება და განხორციელდება სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფებისთვის.

წელს ჯარის ბანაკი გაცილებით უფრო გაფართოვდება, როგორც რაოდენობის, ასევე ლოკაციისა და შინაარსის თვალსაზრისით. ეს განხორციელდება კოჯორში, საჩხერესა და ახალქალაქის ბაზებზე. ეს მიმართულება უდიდესი მოთხოვნით სარგებლობს“, – განაცხადა ამილახვარმა

თეგები: გიორგი ამილახვარი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved