• რეკლამა
  • კონტაქტი
01:36, ხუთშაბათი, 13 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კითხვები და უცნაური დეტალები დავით გოგიბერიშვილის სიკვდილის საქმეში

ალია ავტორი - ალია
22:18 10-11-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
384

ტვ პირველის ინფორმაციით, “ქართული ოცნების” იუსტიციის მინისტრი, სალია, “შაბათის ეთერს” უდასტურებს, რომ გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი, რომელიც 8 ოქტომბერს საკუთარ ავტოფარეხში გარდაცვლილი იპოვეს, სიკვდილამდე დაკითხვებზე დაჰყავდათ.

დავით გოგობერიშვილმა თანამდებობა გიორგი ბაჩიაშვილის საკანში მომხდარი ძალადობის შემდეგ დატოვა. იუსტიციის სამინისტრომ ეს ამბავი 21 აგვისტოს გაავრცელა.

ოფიციალური ვერსიით, გლდანის ციხის ყოფილმა უფროსმა თავი წყალტუბოს ქუჩაზე ავტოფარეხში მოიკლა. მანქანის დახურული სადგომი კორპუსის ეზოშია, წესით, გასროლის ხმა პირველ სართულზე მდებარე ბინაში ყველაზე კარგად უნდა გაეგოთ, თუმცა მეზობელი ამბობს, რომ სროლა არ გაუგია. დავით გოგობერიშვილი სახლში მარტო იყო, მშობლები რაჭაში იყვნენ  მიუხედავად ამისა, ის ავტოფარეხში ჩავიდა.

ოფიციალური ვერსიით, ეს თვითმკვლელობა იყო, თუმცა, რა წერია, თუნდაც, სამხარაულის ექსპერტიზაში, გინდ სხეულის, გინდ იარაღის, გინდ სისხლის შხეფების და გინდ ინციდენტის ზოგადი ადგილის შესახებ, – ჯერ უცნობია.

ამ ეტაპზე, ცნობილია ის, რომ ავტოფარეხის კარი, გამოძიების ცნობით, შიგნიდან იყო ჩაკეტილი. რატომ დატოვა კარი ჩაკეტილი, თუ თვითმკვლელობას გეგმავდა და თან იცოდა, სახლში მარტო იყო და ოჯახის წევრები არ დაიწყებდნენ მის ძებნას, – უცნობია.

ამასობაში, სუსმა განაცხადა, რომ ციხის საქმეს თავად იძიებს და პენიტენციური სამსახურის ყოფილი უფროსის ყოფილ მოადგილეს გიორგი ქემოკლიძეს დაიჭორა. თუ გამოძიება სუსის ხელში იყო, არ არის გამორიცხული, დავით გოგობერიშვილი მათაც დაეკითხათ, უცნობია, ჰყავდა, თუ არა, ადვოკატი და ახლდა თუ არა დაკითხვაზე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ცხრა ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ციხეების ყოფილი შეფი  გიორგი  ქემოკლიძე ბაჩიაშვილთან გარიგებაში შევიდა. სუს-ის ამ ვერსიით, ივანიშვილის მილიარდების ყოფილმა მმართველმა საკანში აცემინა თავი პატიმარს, რომ მსხვერპლის როლი მოერგო. ქემოკლიძე ამას უარჰყოფს.

მინისტრი პაატა სალია “შაბათის ეთერს” ბაჩიაშვილზე თავდასხმიდან მალევე ეუბნებოდა, რომ, ციხეში, კამერების ჩანაწერები, ვიდეოები არსებობს. ახლა კი, სუსი ამტკიცებს, რომ ციხეების ყოფილი უფროსის ყოფილმა მოადგილემ ქემოკლიძემ კადრები წაშალა

სად გაქრა კადრები, თუ არსებობდა, თუ უკვე ამოღებული იყო, თუ მართლაც წაშალა ქემოკლიძემ, რა ვიდეოები ნახა სალიამ და სად? სად გაქრა ეს ვიდეოები და როგორ? რომელი უწყება იტყუება და რატომ?

და რაც მთავარია, თუ ორი უწყება იმას ვერ ათანხმებს ერთმანეთში, იყო თუ არა ამოღებული ვიდეოები და თუ იყო, სად გაქრა, როგორ და ვინ უნდა გამოიძიოს დავით გოგიბერიშვილის სიკვდილის საქმე?

კიდევ ერთი მთავარი კითხვაა, რა შეიცვლებოდა ციხის საქმეში ის რომ ცოცხალი ყოფილიყო, რა იყო მის ჩვენებაში და რა მტკიცებულებებით ამყარებდა? რატომ ვერ/არ იიჭერდნენ მის სიკვდილამდე ქემოკლიძეს, თუ მტკიცებულებები იყო მის წინააღმდეგ?

ცნობისთვის, რიგ შემთხვევებში, გარდაცვლილის გადაადგილების სრულ სურათსაც კი გვოჩვენებს შსს, ამ შემთხვევაში კი, სრულიად უცნობია მისი ბოლო დღეების გადაადგილების ტრაექტორიაც, კომუნიკაციაც და საკომუნიკაციო წრეც საზოგადოებისთვის. იმედია, გამოძიებას მაინც აქვს ეს ინფორმაცია, რათა დადგინდეს, ხომ არ ემუქრებოდნენ, აშანტაჟებდნენ, ხომ არ ქონდა ადგილი იძულებას და ან ხომ არ უთვალთვალებდნენ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved