ორგანიზაცია “ერი და სახელმწიფოს” დამფუძნებელი ზვიად ტომარაძე სოციალურ ქსელში წერს:
“ამირან გამყრელიძის ბრიფინგი 10 დეკემბერი 2020 წელი.
გამყრელიძე: „კარგია რომ პიბადის შინ და გარეთ ტარების პროცენტი 55%–დან 65–მდე გავზარდეთ, მაგრამ ეს უნდა იყოს 95%. აი 95% თუ გვექნა, მაშინ გაძლევთ პირობას საახალწლოდ სერიოზულად, შეიძლება ჩვენ დავასტაბილიზიროთ მდგომარეობა…“ „ევროპა გავრცელების მაჩვენებლით ყველაზე მაღალია და ყველგან სიტუაცია დაძაბულია, ყველგან თავს იკავებენ შემსუბუქებისგან და შემზღუდველი ღონისძიებები გრძელდება საშობა და საახალწლო პერიოდში, ყველგან პირბადის ტარების მაჩვენებელი აყვანილი ჰყავთ 90–95%–ზე“.
ჟურნალისტი: „მიუხედავად ამ შეზღუდვებისა რომელიც ავამოქმედეთ, საქართველო 100 000 მოსახლეზე ინფიცირების მხრივ მაინც პირველ ადგილზეა მსოფლიოში, რატომ ვერ ხდება ვირუსის შეკავება?“
ამირან გამყრელიძე: „თუ ჩვენ ყველა შინ და გარეთ ვატარებთ პირბადეს, მომავალ 2–3 კვირაში ინფიცირებულთა რაოდენობა განახევრდება.
ჟურნალისტი: ბ–ნო ამირან თუკი პირბადის ტარებაშია გამოსავალი, შეზღუდვები რა საჭირო იყო?
ამირან გამყრელიძე: „მარტო ბირბადე არა, განახევრება ეს არის, 5000–დან ჩამოხვალ 2500–ზე, 2500–დან რომ ჩამოხვიდე 1000–ზე, 700–ზე გვჭირდება ეს შეზღუდვები… სანამ ვაქცინა იქნება ეს არის ჩვენი იარაღი…“
ჟურნალისტი: „თუ 24 დეკემბრამდე სიტუაცია არ გამოჯობესდება, საახალწლო დღეებში შეზღუდვების მოხსნა გადაისინჯოს“.
გამყრელიძე: „ საკოორდინაციო საბჭო აკვიდება ეპიდსიტუაციას და 24–ს რომ მივუახლოვდებით, ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას“.
ჟურნალისტმა ტესტების შესყიდვებთან დაკავშირებით ინფორმაცია მოითხოვა.
გამყრელიძე: „გამოყენებულია 1 300 000 –მდე პისიარ ტესტი და 350 000 –მდე სწრაფი ტესტი. სწრაფი ტესტი 5–დან 6 დოლარამდე გვიჯდება. პისიარის შესასყიდი ფასი 12–დან 18 დოლარამდეა, მაგრამ პისიარს სჭირდება კიდევ ექსტრაქცია, კიდევ სხვა, სადღაც 20–24 დოლარის ფარგლებში მერყეობს, შემდეგ კიდევ იხდება მომსახურეობის ფასი ანუ ლაბორატორიები ვინც ამას აწარმოებენ, თავიანთი სახარჯი მასალებით, თავიანთი აღჭურვილობით და ასე შემდეგ. დღეს პისიარის ჩატარების სახელმწიფო ტარიფი, ანუ რომელსაც ჩვენ ლაბორატორიებს ვუხდით, სადღაც 120 ლარამდეა.“
ჟურნალისტი ეკითხება 24 დეკემბრიდან შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით.
გამყრელიძე: „უნდა ვიყოთ საკმაოდ ფრთხილად, წინასაახალწლოდ გარკვეული შემსუბუქება უნდა იყოს, ყველა პრევენციული ღონისძიება მკაცრად უნდა იყოს დაცული, რომ გაიხსნას სუყველაფერი და ის რაც შავ პარასკევს მოხდა, მსგავსი განვითარდეს, მაშინ ზუსტად საახალწლოდ გვექნება კიდევ დიდი პიკი, ამიტომ თუ რამეს ამ ორ კვირაში მივაღწევთ ის წყალში არ უნდა გადავყაროთ“.
ამ პრესკონფერენციიდან გამომდინარე, ლოგიკური კითხვები ჩნდება, კერძოდ:
1. საიდან მოიტანა ამირანმა რომ პირბადე მხოლოდ 65% უკეთია? მე პირადად ხშირად მიწევს ქუჩაში სიარული და ფაქტობრივად ყველას უკეთია, ხშირად მანქანაში მარტო მჯდომ ხალხსაც უკეთიათ.
2. კარგი დავუშვათ მართალია და პირბადე მართლაც 65% უკეთია, როდესაც ევროპაზე საუბრობს და ამბობს იქ მძიმე სიტუაცია არისო და იქვე ამბობს რომ იქ პირბადე 95% უკეთიაო, ეგ როგორ გავიგოთ? ანუ პირბადის ტარებას აზრი არა აქვს, თუ იქ სიტუაცია არ არის მძიმე და შეზღუდვები ტყუილად აქვთ დაწესებული? ლოგიკურად ხომ ასე გამოდის?
3. 24 დეკემბრიდან შეზღუდვებს რომ მოვხსნით, შავი პარასკევის მსგავსი მოვლენები არ უნდა განვითარდესო რომ ამბობს, განა არ იცის, რომ შეზღუდვები როდესაც არ იყო, ხალხი საახალწლოდ ისედაც გადიოდა საყიდლებზე და შეზღუდვა–დაკეტვის შემდეგ, დროებით გახსნილ მოლ–ბაზრობებს აუცილებლად მიაწყდება ხალხი? ეს ხომ გარდაუვალია? ანუ თავს ვიზღვევთ, რომ ისევ ხალხს დაბრალდეს ყველაფერი?
ზვიად ტომარაძე 10/12/2020″
კომენტარები