მოსახლეობა ამბობს, რომ მათ ამ დრომდე არ იციან, უსაფრთხოა თუ არა სახლებში დაბრუნება და გაუძლებს თუ არა კონსტრუქცია საყრდენი კედლის დაზიანების შემდეგ. ნგრევის შედეგად 30-მდე ოჯახი უსახლკაროდ რჩება. სავარაუდოდ, მათ დროებით სასტუმროებში გადაიყვანენ.
მთავარი არხის ცნობით, ადგილობრივების განცხადებით, სახლს ჰქონდა პრობლემა, რომლის შესახებაც “ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერს” რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა, მათგან სათანადო რეაგირება არ მიუღიათ
რეალურად, რომელი სამსახურის გულგრილობამ გამოიწვია სახლის ნგრევა, “ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის”, თუ ჩუღურეთის გამგეობის? – ეს ის კითხვაა, რასაც წესით, გამოძიებამ უნდა უპასუხოს, თუმცა, იმდენ კითხვას არ პასუხობს საგამოძიებო უწყება წლებია და ხშირად პასუხით, იმდენჯერ აჩენს მეტ კითხვას, რომ ვერც ამ შემთხვევაში გეტყვით, “იპოვიან” ბრალეულს, თუ სახლის დანგრევას სახლსვე დააბრალებენ.
კომენტარები