• რეკლამა
  • კონტაქტი
05:21, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ავერსის“ აფთიაქში სიცხიან თანამშრომელს ამუშავებდნენ?! – „თავად შევესწარი ამ ფაქტს“

ალია ავტორი - ალია
20:56 04-30-2020
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
221

სოციალური ქსელის მომხმარებელი, სალომე ჭანტურია, სოციალური ჯგუფში “კორონავირუსი/Covid-19 ფორუმი” წერს:

“გაიგოს ყველამ ამის შესახებ და მოხდეს შესაბამისი რეაგირება !!!!

დღეს ვიყავი ავერსის აფთიაქში ფალიაშვილის 15 ნომერში, ბავშვის საკვები და რაღაცეები მქონდა საყიდელი, როდესაც სალაროსთან მივედი ერთი თანამშრომელი გამოვიდა ჩაცმული პირბადით და ხელთათმანებით და დაემშვიდობა სხვა თანამშრომლებს, იმ გოგოს გასვლის შემდეგ დაიწყეს ეს საუბარი – ზუსტად ვციტირებ:

– “რას მოდიოდა თუ სიცხე ჰქონდა, თურმე მთელ ოჯახს სიცხე აქვს, დავმალავ და არ ვიტყვი რომ სიცხე მაქვსო და რა საქციელია ეს? რატომ არ გამოიძახა და არ იკეთებენ ტესტს, საერთოდ როგორ გამოვიდა სამსახურში, ჩემებმა რომ გაიგონ აღარც მე გამომიშვებენ სამუშაოდ, რატომ შეგვიქმნა საფრთხე.” და კიდევ არ მახსოვს, გააღეს ფანჯრები კარებები გასანიავებლად, რამდენ რაღაცას შეეხებოდა ის გოგო იქ ყოფნის დროს.

ეს არის უპასუხისმგებლობა ეს არის დანაშაული და არ ვიცი რა ქვია ამ საქციელს! დავრეკე 144 შიც და 112 შიც ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ მოაგვარებენ ამ საკითხს და იმ გოგოს და მის ოჯახსაც ჩაუტარებენ ტესტებს და ძალიან მინდა რომ გავრცელდეს ამაზე ინფორმაცია და თქვან თუ აღმოაჩნდა ან თუ არ აღმოაჩნდა, დღეში რამდენი ადამიანი სარგებლობს ამ აფთიაქით, კაი მე თავიდან ბოლომდე ვსოირტავ როოგრც კი მაწვდიან ყველაფერს და მერე თავად პროფუქტსაც მაგრამ ყველა ესე ხომ არაა ზოგი ქეშით იხდის და ა.შ მომლედ ავერსი ფარმა – Aversi Pharma გააკეთოს განცხადება ამ თემაზე !”

პოსტი უამრავმა ადამიანმა დააკომენტარა, მაგალითად:

“როდესაც ასეთ ხალხმრავალ ადგილას გიწევს მუშაობა და ესეთი სიტუაციაა, არ აქვს მნიშვნელობა არის თუ არა კორონა, გვჯერა თუ არა მისი არსებობის, უნდა დავიცვათ ჩვენს გვერდზე მომუშავე და ჩვენს გვერდზე მყოფი ადამიანები, რამდენს ბავშვი შეყავს აფთიაქში და რატომ უნდა ჩავაგდოთ საფრთხეში მათი სიცოცხლე და ვიღაცამ რატომ უნდა შეუქმნა პრობლემა როდესაც ხალხი ბავშვებს არ უშვებენ გარეთ. როდესაც არის შესაძლებლობა ტესტის გაკეთების წადი და გაიკეთე ნუთუ ასეთი რთულია.”

“1. ის ორი ვინც თანამშრომლის საკითხი განიხილა მომხმარებლის წინაშე გასაშვებია სამსახურიდან 2. გასაშვებია მენეჯერი რომელმაც სიცხიანი თანამშრომელი დატოვა ობიექტზე 3.რაც არ უნდა კორონა იყოს,ნებისმიერი ვირუსიანი ადამიანის მუშაობა მომსახურეობის სფეროში ყოვლად დაუშვებელია ამისთვის არსებობს ბიულეტინი.”

“დასახვრეტად კი არ წაიყვანენ, სიცხეს გაუსინჯავენ, რომ არ გაავრცელოს, რაში ვიხდით კარანტინის ფულს, ვიაროთ სიცხიანებმა და აბა, ვინ გადარჩება დავითვალოთ?!”

“ძალიან კარგი რომ საჯაროდ დადო პოსტი. სიცხიანი სამსახურში კი არა გარეთაც არ უნდა დადიოდეს ,იმიტომ რომ იმუნიტეტი არის სუსტი მაგ დროს დაინფიცირების შანსი მეტი აქვს .მენეჯერმა უნდა აგოს პასუხი ავერსი ფარმა – Aversi Pharma მიხედეთ თქვენს ობიექტს და მინიმუმ საღამოს პოსტი დადეთ ახსნა -განმარტებებით”

“ბანკში ვიცავთ ყველანაირ ნორმებს სიცხეს დღეში 2 ჯერ გვისინჯავენ პირბადეებით ხელთათმანებით და მინებს მიღმა ზის ყველა თანამშრომელი და ასეთ ადგილას ვინ გაააჩერებს სიცხიანს რავი თვითშეგნების საკითხიცაა.გისურვებთ ჯამრთელობას და სიმშვიდეს ხალხო რაც ყველას ნამდვილად გვჭირდება”

“გადავირიე ეს რა უბედურებაა ათასი კაცი შედის, თანამშრომლები ზურგს უკან რომ ჭორაობენ, მაგას ჯობია დაერეკათ ან პირში ეთქვათ რომ არ მივიდეს სამსახურში” – წერს ერთი და სალომე პასუხობს –

“ეგ მითხრა 112 მაც როგორ იმათმა რომ იცოდნენ რატომ არ დარეკესო”

პოსტს აკომენტარებს მადონა გეორგიანიც, რომელსაც უწერია, რომ მუშაობს “ავერსი ფარმაში”:

“აუ, ავერსი რა შუაშია თუ დაუდევარი თანამშრომელია და ყველაფერი კორონა არაა, თქვენც გითხრეს დაჯექით სახლებში, მაგრამ გამოდიხართ. ავერს აქვს ეგ მომსახურება კურიერის”

“ალია” დაუკავშირდა “ავერსი ფარმას” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს, სადაც გვითხრეს, რომ იციან ამ ფაქტზე და თანამშრომელი სამსახურშივე გახდა ცუდად, აუწია ტემპერატურამ 37.1-მდე და წავიდა სახლში.

გვითხრეს, რომ კამერების ჩანაწერს მოისმენენ კიდევ ერთხელ და ხვალ გააკეთებენ განცხადებას.

როგორც ვიცით, კამერები რომლებიც აფთიაქებში აყენია, ხმას არ უნდა იწერდეს, ამიტომ უცნობია, რა ჩანაწერს მოუსმენს “ავერსი ფარმა”, ისევე როგორც ამ მომენტისათვის უცნობია, მიმართა თუ არა “ავერსის” თანამშრომელმა ექიმს და აუღეს თუ არა ანალიზი, ჯერჯერობით, არც ეს უთქვამთ – დაგვპირდნენ, რომ ხვალ ყველა დეტალებს მოგვაწვდიან.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved