• რეკლამა
  • კონტაქტი
06:30, სამშაბათი, 14 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“24 თებერვალს გვითხრეს: „შანსი არ გაქვთ“. 24 აგვისტოს ჩვენ ვამბობთ…” – ზელენსკი

ალია ავტორი - ალია
14:00 08-24-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,713

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის დამოკიდებლობის დღის აღსანიშნავად გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა:

„ექვსი თვის წინ რუსეთმა ომი გამოგვიცხადა. 24 თებერვალს მთელმა უკრაინამ გაიგო აფეთქებების და სროლის ხმა. არ ელოდნენ, რომ 24 აგვისტოს შესაძლებელი იქნებოდა ამ სიტყვების გაგონება : “გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს”. 24 თებერვალს გვითხრეს: „შანსი არ გაქვთ“. 24 აგვისტოს ჩვენ ვამბობთ: უკრაინა, გილოცავ დამოუკიდებლობის დღეს!

ამ ექვსი თვის განმავლობაში ჩვენ შევცვალეთ ისტორია, შევცვალეთ სამყარო და შევცვალეთ საკუთარი თავი. ახლა ჩვენ ზუსტად ვიცით, ვინ არის სინამდვილეში ჩვენი ძმა და მეგობარი და ვინ შემთხვევითი ნაცნობიც კი. ვინ არ დაკარგა სახელი და რეპუტაცია და ვის აწუხებდა ტერორისტების სახის შენარჩუნება. ვის არ ვჭირდებით და სად არის კარი ჩვენთვის ღია. გავიგეთ ვინ ვინ არის და მთელმა მსოფლიომ გაიგო, ვინ არიან უკრაინელები. რა არის უკრაინა. აღარავინ იტყვის: ის სადღაც რუსეთთან ახლოსაა.

ჩვენ ჯერ არ გვქონდა HIMARS-ები, მაგრამ გვყავდა ადამიანები, რომლებიც მზად იყვნენ შიშველი ხელით შეეჩერებინათ ტანკები. ისინი მზად არ იყვნენ ჩვენს გამო საჰაერო სივრცის დახურვისთვის, მაგრამ გვყავდა ხალხი, ვინც მზად იყო საკუთარ მიწას გადაჰფარებოდა.

მსოფლიო ისტორიის ყველა სახელმძღვანელოში იქნება პარაგრაფი: „დრო, როცა უკრაინამ გააერთიანა მსოფლიო“, როცა ტირანია პასუხს მისთვის გასაგებ ენაზე იღებს.

ევროპა გამოდის მოედნებზე. ევროპა მკაცრ სანქციებს აწესებს. ევროპა ერთხმად აღიარებს, რომ უკრაინა ევროკავშირის მომავალი წევრია.

მსხვილი ბიზნესი მიხვდა, რომ ფულს ჯერ კიდევ სუნი ასდის – სისხლის, ხრწნისა და სიკვდილის. კორპორაციები და ბრენდები ტოვებენ რუსეთის ბაზარს და ხალხი უფრო მნიშვნელოვანი გახდა, ვიდრე პოტენციური დანაკარგები.

უკრაინის მიმართ მხარდაჭერის არგამოხატვა სირცხვილია. იმის თქმა, რომ უკრაინით დაიღალე, სირცხვილია. ეს ძალიან კომფორტული პოზაა: დაღლილობა თვალების დახუჭვის საფარია. დღეს ჩვენ გვესმის მსოფლიო ლიდერებისგან და რიგითი მოქალაქეებისგან: ჩვენ ვიქნებით თქვენთან ბოლომდე, თქვენს გამარჯვებამდე“,

თეგები: ზელენსკირუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი „ჰკითხე ექსპერტს“ კამპანიის ფარგლებში გადახდის მოქნილ პირობებს განმარტავს

19:38 07-13-2026
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო

16:31 07-13-2026
ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი
ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი

18:05 07-11-2026
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
ახალი ამბები

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს

13:36 07-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved