ვაკის პარკის ტრაგედიის დროს დაშავებული 13 წლის ლაზარე კვლავ კლინიკაში რჩება. ყველაზე კრიტიკული საათები გასულია, ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა.
ტრაგედიას გადარჩენილი არასრულწოვანი მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოხსნილია და უკვე ოჯახთანაც დაამყარა კომუნიკაცია.
“საბედნიეროდ, ლაზაზრეს მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დღევანდელი მისი მაჩვენებლებით აღარ საჭიროებს ინტენსიურ თერაპიაში ყოფნას. გარკვეული კონსულტაციების შემდეგ გადავწყვეტთ გაშვებას ბინაზე ამბოლატორიულად მკურნალობის გასაგრძელებლად. დღეს ვგეგმავთ” ,- თქვა დავით ციბაძემ, ნიუ ჰოსპიტალსის ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ხემძღვანელმა.
კომენტარები