• რეკლამა
  • კონტაქტი
21:43, კვირა, 13 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“215 მილიონი დოლარი მანიპულაციებისთვის – როგორ “გაიზარდა” ჩინური ინვესტიციები საქართველოში” – რომან გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
20:14 09-13-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
92

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, რომან გოცირიძე:

როგორ „გაიზარდა“ ჩინური ინვესტიციები საქართველოში-რა მანიპულაციებისთვის იქნა გამოყენებული 215 მილიონი დოლარი?
საქსტატი და ეროვნული ბანკი მიზანმიმართულად აყალბებენ ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების რეალურ სურათს. საქსტატი დიდი ხანია გამოიყენება ხელისუფლებისთვის არასასურველი ეკონომიკური ტენდენციების დასამალად, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ღრმავდება საერთაშორისო იზოლაცია, რაც პირდაპირ მოქმედებს ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობაზე,
საქსტატის მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თითქმის ნახევარი, 47 პროცენტი-ჩინეთიდან შემოვიდა. თანხა 219 მილიონ დოლარს შეადგენს.
მაგრამ ამ ციფრში ერთი დეტალი განსაკუთრებით საეჭვოა: ჩინეთიდან შემოსულ 219 მილიონ დოლარში 215,5 მილიონი დოლარი მოდის რომელიღაც საფინანსო ინსტიტუტზე, რომლის ვინაობასაც საქსტატი არ ასახელებს.
უფრო მეტიც, საქსტატი თავად ამბობს, რომ არ იცის, კონკრეტულად რომელი კომპანია დგას ამ თანხის უკან. მონაცემი საიდუმლო გრაფაშია მოქცეული.
განმარტება კიდევ უფრო გაუგებარია: თურმე ფინანსური ხასიათის ინვესტიციებს მხოლოდ ეროვნული ბანკი აღრიცხავს და შესაბამისი ინფორმაცია მხოლოდ მას აქვს. ეროვნული ბანკი საქსტატს მხოლოდ ერთ, კრებსით მონაცემს აწვდის, კონკრეტული კომპანიების დასახელების გარეშე.
ანუ გამოდის, რომ ეროვნული ბანკი საქსტატს ინვესტორების ვინაობას არ უმხელს.
აბსურდული ვითარებაა. საქსტატი ყოველწლიურად აქვეყნებს უმსხვილესი უცხოელი ინვესტორების მონაცემებს, თუმცა მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ჩინეთიდან 215,5 მილიონი დოლარის შემომტანი კომპანია ამ ჩამონათვალში არსად ჩანს-არც მოწინავე ათეულში იძებნება და არც ოცეულში, არა და ამ მონაცემებებით ნომერ პირველია და თანაც დიდი უპირატესობით.
სინამდვილეში, ეს თანხა დაკავშირებულია „ბაზისბანკის“ მიერ „ლიბერთი ბანკის“ შესყიდვასთან. „ბაზისბანკი“ ჩინურ „ჰუალინგ ჯგუფს“ ეკუთვნის. გარიგების დასაფინანსებლად ჯგუფის ქართულმა შვილობილმა კომპანიამ სესხი აიღო „თიბისი ბანკისა“ და სხვა( შესაძლოა უცხოურიც) ბანკებისგან და „ლიბერთი ბანკის“ შესაძენად დაახლოებით 250 მილიონი დოლარი გადაიხადა.
აქ კი მთავარი კითხვა ჩნდება:
შეიძლება თუ არა ქართული ბანკიდან აღებული სესხით( და, ზოგადად სესხით) დაფინანსებული ადგილობრივი კომპანიის მიერ განხორციელებული შესყიდვა პირდაპირ უცხოურ ინვესტიციად ჩაითვალოს?
თუ ტრანზაქციის დაფინანსების წყარო ქართული(თუნდაც უცხოური) ბანკების მიერ გაცემული სესხია, ამ თანხის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციად წარმოდგენა არასწორია.
თავად გარიგება არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოში უცხოეთიდან 215,5 მილიონი დოლარის ახალი კაპიტალი შემოვიდა. მოხდა ქართული ბანკის მიერ სხვა ქართული ბანკის შეძენა და როგორც ჩანს, ამ ოპერაციის მნიშვნელოვანი ნაწილი ადგილობრივი საბანკო სისტემიდან მოზიდული სახსრებით დაფინანსდა.
ამიტომ ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ სტატისტიკაში ერთსა და იმავე ეკონომიკურ ოპერაციას ისეთი ფორმით ასახავენ, რომელიც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობას ხელოვნურად ზრდის.
შედეგი კი ძალიან მნიშვნელოვანია: ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში უცხოური ინვესტიციები კი კლებულობს, მაგრამ ჩინეთი ერთ-ერთ უმსხვილეს ინვესტორად წარმოჩინდება.
სინამდვილეში, თუ ამ 215,5 მილიონ დოლარს გამოვაკლებთ, სურათი რადიკალურად იცვლება.
თუ ეროვნული ბანკი და საქსტატი ამ ოპერაციას პირდაპირ უცხოურ ინვესტიციად აღრიცხავენ, მათ უნდა განმარტონ:
1. კონკრეტულად რა ტრანზაქციაა ასახული 215,5 მილიონ დოლარად;
2. ვინ არის ამ თანხის საბოლოო ინვესტორი;
3. რა წყაროდან დაფინანსდა ეს თანხა;
4. რამდენია ამ ოპერაციაში რეალურად უცხოეთიდან შემოსული ახალი კაპიტალი;
5. რა მეთოდოლოგიური საფუძვლით იქნა ეს ოპერაცია პირდაპირ უცხოურ ინვესტიციად კლასიფიცირებული.
თუ ეს ფული მართლაც არ წარმოადგენს ახალ უცხოურ კაპიტალს, მაშინ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რეალური მაჩვენებელი ოფიციალურს თითქმის ორჯერ ჩამორჩება.
ციფრების გადაღებვა ეკონომიკას ვერ გააჯანსაღებს, სტატისტიკის გაყალბება კი დასჯადია. ეს უნდა შეიგნოს საქსტატმაც და ეროვნულმა ბანკმაც.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით

16:52 09-12-2026
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
ახალი ამბები

ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია

16:16 09-12-2026
„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა
ახალი ამბები

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა

21:28 09-11-2026
მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
ახალი ამბები

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა

17:15 09-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved