ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონმა უპასუხა “დროას” პოსტს, სადაც ნათქვამი იყო, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს თქვა, რომ სალომე სამადაშვილი და ოპოზიციის ნაწილი ბრიუსელში კარ და კარ დადიოდნენ და ევროპარლამენტარებს არ მიეცათ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი.
“მე კი მას პირადად ვთხოვე GLOBSEC-ზე ბრატისლავაში შეხვედრა. სამწუხაროდ, პასუხი არ ყოფილა. მე ნამდვილად ვნანობ ამას. მაგრამ სხვა რა შეგვეძლო?”, – წერს კრამონი.
წყარო – მთავარი არხი
კომენტარები