• რეკლამა
  • კონტაქტი
03:06, კვირა, 30 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

21 წლის ახალგაზრდა ქალი ბიძაშვილს 2 კვირა ჰყავდა გამოკეტილი, სცემდა, ბოლოს კი დაახრჩო – შემზარავი ისტორია

ალია ავტორი - ალია
13:43 07-01-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
843

უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში ფემიციდის ახალ შემთხევვაზე ინფორმაციას ავრცელებს:

,,რამდენიმე დღის წინ რუსი ინფლუენსერი დამიკავშირდა ინსტაგრამზე და მთხოვა გამერკვია და მერე საზოგადოებისთვის მეცნობებინა შემზარავი ფემიციდის შესახებ. ამბავი ასეთია: აზერბაიჯანიდან ერთი ახალგაზრდა, ლამაზი, ობოლი გოგო შეყვარებულმა გამოიტყუა. საქართველოში ვიცხოვროთ და ვიმუშაოთ ერთადო. მანამდე ეს გოგო სხვაზე დანიშნეს ნათესავებმა, რომელმაც ამ გოგოსგან ვალი აიღო და აღარ დაუბრუნდა. მოკლედ, ასე სიყვარულს და ახალ ცხოვრებას მინდობილი ჩამოვიდა. შეპირებული სამსახური არ გამოვიდა, როგორც კი ფული გამოელიათ და ამ გოგოს აიფონი დაალომბარდა შეყვარებულმა ბიჭმა, მანამდე მაგრად სცემა ეს გოგო, დააგდო ქუჩაში და მარტო დაბრუდნა აზერბაიჯანში.

ნაცემი და უცხო ქვეყანაში უყველაფროდ დატოვებული აზერბაიჯანელი გოგო ერთმა კეთილმა სომხემა ქალმა შეიფარა, თავისი აზერბაიჯანელი დაქალიც მოუყვანა კარგად საკომუნიკაციოდ და ნათესავებთან დაარეკინა. ჩამოვიდა ნათესავი, ახალგაზრდა კაცი, ბინას ვუქირავებო და რამდენიმე თვეში უკან გავაბრუნებ აზრებაიჯანში, როცა სიტუაცია დაწყნარდებაო და წაიყვანა ეს გოგო. თითქოს ყველაფერი ნორმალურად იყო, მაგრამ ეს გოგო მალევე გაქრა. აზერბაიჯანიდან უმცროსმა დამ ძებნა რომ დაუწყო, ამ სომეხ ქალს დაურეკა, მეორეა დღეა ვერ ვეკონტაქტები და იქნებ ვარკეთილში ბინაში მიაკითხოო. მივიდა ეს სომეხი ქალი, კარი არავინ გაუღო, მეზობლებში გაარკვია, რომ დიდი ჩხუბის ხმა ისმოდა წინა ღამეს. (ცხადია, პოლიციას არავინ გამოუძახა. ეს ჯერ ვერ ვისწავლეთ ამ ქვეყანაში). დარეკა ამ სომეხმა ქალმა პოლიციაში, პოლიციამ შეამტვრია კარი და მოკლული გოგო იპოვნა ბინაში. მკვლელი თურქეთში გაიქცა. გამოცხადებულია ძებნა.

დღეს დილას საფარმა პროკურატურას მიმართა, გაგზავნა ორდერი და მოითხოვა საქმეში ჩართვა. ახლა პროკურორის გადასაწყვეტია, მოგვცემენ თუ არა უფლებას ვიყოთ ამ საქმეში იურისტებად, რადგან მოკლულის ერთადერთი ოჯახის წევრი აზერბაიჯანშია და ჯერ ის უნდა იქნეს აღიარებული უფლებამონაცვლედ.

რუსი ინფლუენსერი ქალი, რომელსაც აზერბაიჯანელი ქმარი ყავს ღელავს, რომ მკვლელი დაუსჯელი დარჩება, ფემიციდის ეს საზარელი დანაშაული კი – შეუმჩნეველი, რადგან აზერბაიჯანში ის უკვე „ღირსების დანაშაულად“ მიიჩნიეს. ანუ ნათესავები გოგოს ადანაშაულებენ ყველაფერში და მკვლელს „ღირსების აღდგენის“ მოტივით ამართლებენ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს საქმე ვიცოდეთ ყველამ: ქართველებმაც, აზერბაიჯანელებმაც, სომხებმაც და თურქებმაც.
იმისთვის, რომ არაფერი მიჩუმათდეს, არაფერი დაიმალოს და მკვლელი დაუსჯელი არ დარჩეს, ჩვენ უნდა ამოვიღოთ ხმა!
მოვუწოდებ ქართულ და არაქართულ მედიებს გამოიძიონ ეს საქმე.
მოვუწოდებ პროკურატურას, ჩაგვრთოს საქმეში მოკლულის დის სახელით, რათა მოგვცეს საშუალება, შევისწავლოთ საქმის მასალები იმ ფემიციდისა, რომელიც უკვე სამ ქვეყანას ეხება.”

როგორც მოგვჯანებით გახდა ცნობილი, მიმდინარე წლის 26 ივნისს ნაქირავებ ბინაში მოკლული ქალი 2005 წელს დაბადებული ფატიმა კერიმოვაა. ბიძაშვილს 21 წლის გოგო ორი კვირა ჰყავდა გამოკეტილი, სასტიკად სცემდა, შემდეგ კი დაახრჩო.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved