თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ 11 პაციენტი შეიყვანეს და ამ დროისთვის ჯამში ბოქსირებულ განყოფილებაში 21 პაციენტი იმყოფება.
„ჩვენ ცენტრში გვყავს 21 პაციენტი, დილას 10 პაციენტი იყო, დაგვემატა 11 პაციენტი. 11 პაციენტიდან ხუთთან უკვე გაკეთდა მყისიერი კვლევა ახალ კორონავირუსზე და მიღებულია უარყოფითი პასუხი. დანარჩენი პაციენტების კვლევა ახლა მიმდინარეობს და მოგვიანებით გვექნება ალბათ პასუხი, დღეს გვიან ან ხვალ დილას“ – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
კომენტარები