• რეკლამა
  • კონტაქტი
04:36, პარასკევი, 21 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

2019 წელს ნარკოდანაშაული 51%-ით გაიზარდა – IDFI

ალია ავტორი - ალია
16:37 02-13-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
34

კვლევითი ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI), რომელმაც 2019 წლის რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა გააანალიზა, აცხადებს, რომ ოფიციალურად რეგისტრირებული ნარკოდანაშაულის რიცხვმა მოიმატა.

კერძოდ, ნარკოტიკულ დანაშაულთა რიცხვი წინა წელთან შედარებით დაახლოებით 51%-ით არის გაზრდილი: 2018 წელს დაფიქსირდა 4239 ფაქტი, 2019 წელს კი -6415.

IDFI-ის ანალიზის თანახმად, ეს უმეტესწილად განაპირობა ნარკოტიკული ნივთიერებების განმეორებითი მოხმარების 1056 შემთხვევით მატებამ.

წყარო: IDFI

ამის გარდა, ორგანიზაციის თანახმად, წინა წელთან შედარებით 108%-ით არის გაზრდილი ნარკოტიკების შემცველ მცენარეთა უკანონო დათესვის მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.

„24%-ით არის გაზრდილი ნარკოტიკების შეძენა, შენახვა ან გასაღების მუხლით რეგისტრირებული დანაშაული. ამ კატეგორიის დანაშაულების მატება გარკვეულწილად შესაძლებელია, წინა წელთან შედარებით ნარკოპოლიტიკის გამკაცრებას უკავშირდებოდეს“, – წერია 13 თებერვალს გამოქვეყნებულ ანგარიშში.

წაიკითხეთ ასევე:

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ის ერთ-ერთ ბოლო ანგარიშში, რომელიც 2020 წლის 15 იანვარს გამოქვეყნდა, წერია, რომ საქართველოს ხელისუფლება მკაცრ ანტინარკოტიკულ კანონმდებლობას ინარჩუნებს.

„ხელისუფლებამ მკაცრი ანტინარკოტიკული კანონმდებლობა შეინარჩუნა, რომლითაც ადამიანებს ნარკოტიკული ნივთიერების (მარიხუანის გარდა) მოხმარების ან პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვისთვის სჯიან“, – წერს ორგანიზაცია.

საქართველოს კანონმდებლობით, ნარკოტიკული დანაშაულები ხშირად ხანგრძლივი პატიმრობით, უზარმაზარი ჯარიმებით და უფლებების შეზღუდვით, მათ შორის სატრანსპორტო საშუალების მართვის ან სხვადასხვა ტიპის საქმიანობის განხორციელების უფლების ჩამორთმევით ისჯება.

HRW-ის თანახმადვე, საკანონმდებლო რეფორმის პროექტი, რომლითაც ნარკოტიკის მოხმარებისადმი საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე ორიენტირებული მიდგომები დაინერგებოდა და სადამსჯელო პრაქტიკა შეიცვლებოდა, კვლავ განუხილავია.სხვა მაჩვენებლები

სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით IDFI წერს, რომ 2019 წლის განმავლობაში, წინა წელთან შედარებით, გარკვეულწილად შემცირდა სატრანსპორტო დანაშაული (-6,09%), სამოხელეო დანაშაული (-1,55%), მოსახლეობის ჯანმრთელობისა და საზოგადოებრივი ზნეობის წინააღდეგ ჩადენილი დანაშაული (-15,14%). სხვა რეგისტრირებულ დანაშაულთა ჯგუფების ზრდის მაჩვენებელი 1.55%-დან 51%-მდე მერყეობს.

ამასთან, „2019 წლის განმავლობაში წინა წელთან შედარებით 9,19%-ით გაუარესდა სიცოცხლის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთა ჯგუფში გაერთიანებული დანაშაულების მაჩვენებელი. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ განზრახ მკვლელობების რიცხვი 49%-ით (37 შემთხვევით ნაკლები) შემცირდა, თუმცა, ამავდროულად, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობების რიცხვი 56%-ით (14 შემთხვევით მეტი) გაიზარდა. ამასთან, 31,7%-ით (+13 შემთხვევით) გაიზარდა მკვლელობის მცდელობის მაჩვენებელი.

საკუთრების წინააღდეგ ჩადენილი დანაშაულების რიცხვი 2019 წელს 2%-ით (516 შემთხვევით) არის გაზრდილი, რაც ძირითადად ქურდობის მაჩვენებლის 358 შემთხვევით მატებით არის განპირობებული. ქურდობის მაჩვენებლის ზრდის ფონზე აღსანიშნავია ყაჩაღობის შემთხვევების 19,8%-ით (53 შემთხვევით ნაკლები) კლება.

ცალკეული დანაშაულების რეგისტრირებული მაჩვენებლის ზრდის თვალსაზრისით ასევე აღსანიშნავია გაუპატიურება (+24%, +23 შემთხვევა), ,ცივი იარაღის ტარება (+31,5% +119 შემთხვევა), მუქარა (+23,12%, +413 შემთხვევა), სასამართლო აქტების აღსრულების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული( + 55,39%, + 534 შემთხვევა), ყალბი დოკუმენტების დამზადება(+25,2%, +449 შემთხვევა), კომპიუტერული დანაშაული (+42,43%,+538 შემთხვევა) და სხვა“.

წყარო: IDFI/შსს

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
ახალი ამბები

საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა

12:07 08-20-2026
თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა

18:18 08-19-2026
განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:13 08-19-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved