ირაკლი კობახიძე ისევ ირწმუნება, რომ აგვისტოს ომი “სააკაშვილის რეჟიმმა” დაიწყო – ამის შესახებ პარლამენტში მისულმა პრემიერმა, გიორგი გახარიას გუნდის წევრის, გიორგი შარაშიძე კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
შარაშიძემ კობახიძეს ჰკითხა – “ეთანხმებით თუ არა იმ გავრცელებულ მოსაზრებას, რომ საქართველოსა და ქართველ ხალხს ვინმეს მიმართ ბოდიში აქვს მოსახდელი?”.
რაც შეეხება ბოდიშის თემას, აქვს თუ არა საქართველოს და ქართველ ხალხს ბოდიში მოსახდელი. ჩვენ ხშირად გვისაუბრია 2008 წლის ომთან დაკავშირებით და ყოველთვის გვითქვამს, მე პირადად არაერთხელ გამიმეორებია, რომ ეს ომი არ დაუწყია საქართველოს და ქართველ ხალხს, ეს ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა და ეს იყო ღალატი ჩადენილი საკუთარი ქვეყნის და ხალხის მიმართ.
სააკაშვილის რეჟიმმა ეს ომი დაიწყო და ეს იყო ღალატის სწორედ საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ. ესაა ჩვენი დამოკიდებულება.














კომენტარები