• რეკლამა
  • კონტაქტი
08:36, ხუთშაბათი, 7 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“2003 წელს საქართველო მთელი მსოფლიოსთვის გაიხსნა, მაგრამ თქვენს მტრებს ასეთი საქართველო არ მოეწონათ” – იუშენკოს მიმართვა საქართველოს მოსახლეობას

ალია ავტორი - ალია
22:23 10-12-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
51

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იუშენკო საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს. მისი განცხადება მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის Facebook-გვერდზე ვრცელდება. ვიდეომიმართვაში პრეზიდენტი იუშენკო ყვება, როგორ შეცვალა მიხეილ სააკაშვილმა საქართველო საკუთარი მმართველობის დროს. 

მის მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:

ძვირფასო საქართველო, ძვირფასო ქართველებო, ძვირფასო მეგობრებო!

ჩემთვის დიდი პატივია, რომ მომეცა საშუალება, თქვენთვის ამ მოკლე წერილით მომემართა. ამ მიმართვას ვიწყებ უდიდესი პატივისცემითა და იმ უდიდესი სიყვარულით, რომელიც ყველა უკრაინელის გულშია საქართველოსადმი და ქართველებისადმი. ეს გრძნობა მრავალი, მრავალი საუკუნის მანძილზე ყალიბდებოდა, დღეს კი სტრატეგიული პარტნიორები ვართ. ჩვენ ვისწავლეთ ურთიერთპასუხისმგებლობა და ახლა ერთმანეთი გვეიმედება სიხარულის, მწუხარების, დიდი განსაცდელებისა თუ ზეიმის დროს. ჩემი დღევანდელი სათქმელი უკავშირდება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკავებას და მინდა, ჩემი პოზიცია და ლოგიკა გაგაცნოთ, მაგრამ მოდი, მივყვეთ თანმიმდევრულად.

2003 წელს ქართველმა ერმა ახალი პოლიტიკური კურსი აირჩია. კურსი, რომელმაც თქვენი ერი მალევე მიიყვანა სამართლიან არჩევნებამდე, თავისუფალ ჟურნალისტებამდე და, ზოგადად, პრესის თავისუფლებამდე. თქვენს ქალაქებსა და სოფლებში ცხოვრება უსაფრთხო გახდა. გაქრა კორუფცია და ორგანიზებული დანაშაული. თქვენს სახლებში ელექტროენერგია და სითბო უკვე რეგულარულადაა.

მოკლედ, საქართველო შეიცვალა მთელი მსოფლიოსთვის გაიხსნა – აქ მილიონობით ტურისტი ჩამოვიდა, რომლებსაც საქართველო შეუყვარდათ. თქვენ გეწვიეთ ათასობით, შესაძლოა, ათიათასობით ინვესტორი, რომლებიც საქართველოსთვის შთამაგონებელი სინერგიის წევრები გახდნენ. მოკლედ, საქართველოს სამყარო შეიცვალა როგორც შინაგანად, ასევე გარედან. მაგრამ თქვენს მტრებს ასეთი საქართველო არ მოეწონათ.

მაშასადამე, 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციამ საქართველო ნაწილობრივი ოკუპირება მოახდინა. რუსეთს არ სჭირდება თავისუფალი, დამოუკიდებელი, დემოკრატიული და, რაც მთავარია, წარმატებული საქართველო. არც იმ დროს და არც ახლა. მაშინ, როდესაც ოკუპანტი თქვენი დედაქალაქიდან 20 ან 30 კილომეტრში იყო, მე, პრეზიდენტ კაჩინსკისთან, პრეზიდენტ ადამკუსთან, ესტონეთის პრეზიდენტთან და ლატვიის პრემიერმინისტრთან ერთად თბილისის მოედანზე, პარლამენტის წინ ვიდექი და ერთ ლოზუნგს გავიძახდით:

“დღეს ყველანი ქართველები ვართ, დღეს ყველანი ვართ თბილისი და საქართველოს ოკუპაციას არ დავუშვებთ. ჩვენ თქვენს დედაქალაქს დავიცავთ.”

მტერი არ მოსულა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს საქართველოს დიდი გამარჯვება იყო. მილიონობით ქართველისა საქართველოსა და მთელს მსოფლიოში და არამხოლოდ ქართველებისა.

ყველა ეს მოვლენა, რომელზეც მოვყევი, იყო არამარტო ერთი ადამიანის ოცნება, არამედ ქართველი ერის ამბიცია და მან წარმატებას მიაღწია. პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც რამდენიმე დღის წინ დააკავეს, თქვენთან ერთად იდგა და ახლა გამოძიებასა და სასამართლო პროცესს ელოდება. მინდა, რამდენიმე პოზიციაზე გავამახვილო ყურადღება, რომელიც, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საქართველო არ შევიდეს დესტაბილიზაციის ზონაში, განსაკუთრებით, საშინაო საკითხებში. რომ საქართველომ არ დაუშვას დემოკრატიული დაცემა და იზოლაცია. დიდება საქართველოს! დიდება უკრაინას! – აცხადებს ვიქტორ იუშენკო.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

(ვიდეო) – “13 მაისს აპლიკაციები 24 საათით გაითიშება”– ტაქსის მძღოლთა პროტესტის შემდეგი ნაბიჯი ცნობილია
ახალი ამბები

(ვიდეო) – “13 მაისს აპლიკაციები 24 საათით გაითიშება”– ტაქსის მძღოლთა პროტესტის შემდეგი ნაბიჯი ცნობილია

19:27 05-06-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა თიბისის მომხმარებლებისთვის 24 საათით ადრე დაიწყება
ახალი ამბები

YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა თიბისის მომხმარებლებისთვის 24 საათით ადრე დაიწყება

14:18 05-06-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:12 05-06-2026
თიბისი ტექსკოლა – მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები

20:19 05-05-2026
სტადირების „ბირთვი” და რადიოლოგიური “რუკა” – რადიოლოგიის როლი ონკოლოგიაში
ახალი ამბები

სტადირების „ბირთვი” და რადიოლოგიური “რუკა” – რადიოლოგიის როლი ონკოლოგიაში

16:29 05-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved