• რეკლამა
  • კონტაქტი
06:04, შაბათი, 8 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“2002-2003 წ.წ. ვიყავი სუს-ის ქ.თბილისის ანალიტიკურის უფროსი და მოვიდა ამ ადამიანზე ცნობა” – დავით ქართველიშვილი

ალია ავტორი - ალია
15:44 07-19-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
54,771
სუს–ის ყოფილი თანამშრომელი, დავით ქართველიშვილი:
“ვინაიდან სოსო გოგაშვილთან დაკავშირებული საზოგადოებრივი ყურადღება დიდია, შემიძლია ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციის მხოლოდ მცირე ნაწილით გავამდიდრო ობიექტურად და ლოგიკურად მის მიმართ არსებული ინტერესი – საიდან მოდიოდა და რა მიზნებით მოხვდა იგი ქვეყნის სპეცსამსახურების მწვერვალზე. ვეცადოთ პატარა ფარდა ავხადოთ იმას, თუ როგორ შეძლო გაუნათლებელმა, შემთხვევითმა, მხოლოდ ვაჭრობასა და გამდიდრებაზე “აცრილმა” ადამიანმა სოციალურად დაუცველის სტატუსიდან 2-3 წელიწადში წარმოუდგენელი გამდიდრება.
სოსო გოგაშვილი – გაუნათლებელი, მდაბიო ადამიანი, რომელიც სიმდიდრის გამო ყველაფერზეა წამსვლელი. მისთვის არ არსებობს სამშობლოს ინტერესი და საიდუმლო ინფორმაცია. ასეთი ხალხისთვის არსებობს მხოლოდ სიმდიდრის სიყვარული. ამიტომ! ძალიან სწრაფად უნდა გაირკვეს, რომელი ქვეყნის სპეცსამსახურებს ამარაგებდა ეს კაცი დიდძალი თანხის სანაცვლოდ ინფორმაციით!!!
2002-2003 წ.წ. პირველად შემხვდა ამ ადამიანის სახელი და გვარი. მაშინ ვიყავი სუს-ს ქ.თბილისის ანალიტიკურის უფროსი. ისანი/სამგორის რაი/განყოფილებიდან მოვიდა ცნობა: “ესა და ეს. მუშაობს ნავთლუღის ბაზრის ხორცის სექციის ერთ-ერთ დახლზე. საქმიან ურთიერთობებში შეიმჩნევა შსს-ს ისნის რ/განყოფილების ზონალურ ოპერ ჯონი N-სთან…”.
დაიწყო კუდ-ის პერიოდი, სადაც ერთი დღე არ მიმუშავია – ეს იყო ჩემი პრინციპული გადაწყვეტილება. “მასზე” აღარაფერი მსმენია, გარდა ღია წყაროებში უკვე 2013 წლის შემდეგ არსებული ინფორმაციებისა:
❌ რომ მეუღლესთან ერთად ნაძალადევის (თუ ჩუღურეთის) ერთ-ერთ მაღაზიაში იჯარით აღებული ჰქონდათ ხორცისა და ხილ-ბოსტნეულის დახლები
❌ რომ გადმობირებული იყო კუდ-ის ზონალური ოპერის მიერ
❌ რომ ჩანერგილი იყო ერთ-ერთ მართლმადიდებლურ პატრიოტულ ორგანიზაციაში, რომლის 2011 წლის 26 მაისის სისხლიანი მოვლენების შემდეგ, ყინწვისის მონასტერში გადამალული წევრები, კუდ-ს ჩააბარა საკუთარი ხელით
ამ ყველაფრის შესახებ, ვიმეორებ, შევიტყვე მოგვიანებით ღია წყაროებიდან და მათ უტყუარობაზე თავს რა თქმა უნდა ვერ დავდებ. დავდებ იმაზე, რაც ვიცი:
✅ “დამთავრებული” აქვს წნორის უნივერსიტეტი, თუ არ ვცდები – საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი
✅ ჯარში ნამსახურები არაა, აქვს თუ არა სამხედრო ბილეთი და რა ჩანააწერია შიგ – არ ვიცი
✅ სუს-ში მოხვედრიდან მოკლე დროში ელვისებური კარიერის დაწყებისთანავე ჯერ დააქვეითა და გაათავისუფლა ყველა, ვინც მამის სახელით მიმართავდა
✅ გენინსპექციაში დაიბარა ყველა, ვინც მისი წარსულით დაინტერესდა – რიგები იდგა ბიჭების. ზოგი დააქვეითა, ზოგი დაითხოვა, ზოგი “გადმოიბირა” სამსახურის შენარჩუნების სანაცვლოდ
✅ თათბირებზე უყვარდა სიგარის გაბოლება კაბინეტში. მლიქვნელებმა “დონ სოსო” შეარქვეს. მოეწონა.
✅ ქალიშვილი შსს-ს გენინსპექციაში მოაწყო. მეუღლე – “ნავთობისა და გაზის კორპორაციაში” ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად თანამდებობაზე, სადაც მგონია დღემდე მუშაობს. მაშინ კი შესჩივლა – მანდ მარტომ რა უნდა ვაკეთოო, არავის ვიცნობო. ამიტომ, დაქალებიც დააუსაქმა
✅ გადასამოწნებელია – როგორ, რანაირად დაამთავრა სტუ-ს ბაზაზე სამართალმცოდნეობაში დოქტორანტურა – რა თემებს ამუშავებდა, როგორ “ესწრებოდა” სწავლებას, რომელ უცხო ენაში ჩააბარა გამოცდა და ა. შ.
✅ გადასამოწმებელია ინფორმაცია, მისი უშუალო ჩარევა – ბორჯომის მეუფე სერაფიმეს ირგვლივ აგორებულ სკანდალში
✅ გადასამოწმებელია – სუს-დან პროფესიონალების გაშვებისას, გათავისუფლებული ვაკანსიების სავარაუდოდ – გაყიდვის სქემები
✅ გადასამოწმებელია – როგორ ხვდებოდნენ გაუნათლებელი ადამიანები საჯარო სექტორის სხვადასხვა უწყებების თანამდებობებზე მისი რეკომდეციით
✅ გადასამოწმებელია – რა მიზნით ჩაუტარა საქართველოს მასშტაბით არსებული მონასტრების ინვენტარიზაცია, მათი მეურნეობისა და მიმაგრებული მიწების აღწერა
✅ გადასამოწნებელია ნოდარ მელაძის მიერ 2017 წელს თავის ჟურნალისტურ გამოძიებაში ჩამოთვლილი მის და მისი ახლობლების სახელებზე გაფორმებული დიდძალი უძრავი და მოძრავის ქონების შეძენის წარმომავლობა
ეს არის სოსო გოგაშვილის “ფსიქოპორტრეტის” მხოლოდ რამოდენიმე და ზოგადი შტრიხი, იმედია უფრო სრულყოფილი სურათის შესაქმნელად ჩვენ გამოძიების მსვლელობა დაგვეხმარება!”
თეგები: დავით ქართველიშვილისოსო გოგაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved