• რეკლამა
  • კონტაქტი
12:12, ოთხშაბათი, 5 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“200 ათასს ადამიანს უბედურება ემუქრება, უნდა დავირაზმოთ და ცხვირ-პირი მივულეწოთ ამ ადამიანების დასახმარებლად” – უგულავა

ალია ავტორი - ალია
15:03 11-23-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
52

პოლიტიკოსი, გიგი უგულავა, “ტვ პირველთან” ამბობს:

“ეს მინდა იმათ გასაგონად ვთქვა, ვინც “ქართულ ოცნებას” მისცა ხმა.

2018 წელს, მეორე ტურში, ივანიშვილმა პირდაპირ იყიდა… ვალების გამოსყიდვის ოპერაცია გვახსოვს, ზუსტად ამ პრინციპით, 2021 წლის არჩევნებზე, ზუსტად 100 ათასი ადამიანი სოციალური დახმარების ეგიდით იყიდა ქართულმა ოცნებამ, ნურავის ეწყინება, მეგობრებო, ამას ჰქვია რომ იყიდა. როდესაც იანვრის დასაწყისში იყო 500 ათასი სოციალურად დაუცველი და ოქტომბრის ბოლოს ჩვენ გვყავს 650 ათასი სოციალურად დაუცველი, ამას ჰქვია ხმების ყიდვა. ისინი იტყვიან, რომ ხალხს გაუჭირდა კოვიდის გამო და ა. შ. კი, ბატონო, მაგრამ გუშინ და დღეს ეს ხალხი არ გამდიდრებულა, არანაირი სამუშაოები ანათ არ ელოდება და პრემიერმა დაანონსა, ძალიან მძიმე რაღაცა ამ ხალხისთვის, რომ 200 ათასს ადამიანს, ანუ, 100 ათასი, ვისაც მოუმატეს პოლიტიკური ნიშნით, რომ ხმები აეღო და დანარჩენი კიდევ ზემოდან 100 ათასს ართმევს სოციალურ დახმარებას და ეუბნება, რომ სამსახური არის და შენ მუშაობა გეზარება. წინასაარჩევნოდ შეაჩვიეს ფულის დარიგებას და ახლა ეუბნებიან, რომ მორჩა, არჩევნები დამთავრდა და ფული არ იქნება.

200 ათასს ადამიანს უბედურება ემუქრება და ჩვენი მოვალეობაა, როგორიც უნდა ყოფილიყო თავის დროზე ის ადამიანი, თუ თავისი ხმის გაყიდვას თანხმდება 100 ლარის გამო, ის ადამიანი გაჭირვებულია და ჩვენი მოვალეობაა, ყველა ის 200 ათასი ადამიანი, ვისაც ხელისუფლება მოკიდებს ხელს და წაართმევს, ყველა რაიონში დავირაზმოთ და ცხვირ-პირი მივულეწოთ აი, ამ ადამიანების დასახმარებლად. ეს ადამიანები არიან ყველაზე გაჭირვებულები და მოტყუებულები.

სოციალური პოლიტიკა უწოდა ამ ვერაგობას მართლა პრემიერ-მდივანმა.

რაც შეეხება კაზინოებს, ეს ვიგინდარა ადამიანი, რომელსაც ივანიშვილიც კი სახელსაც არ არქმევს, იმდენად არარაობაა, 2 თვის წინ გვიმტკიცებდა, რომ გონიოში კაზინოები უნდა ააშენოს. დღეს ჩვენი ფინანსური სისტემა შეიძლება ჩამოიქცეს, გვატყუებენ, რომ ინფლაციის მაღალი პროცენტი მარტიდან დაიწევს, სინამდვილეში მარტამდე მოხდება კოვიდის ფულის გაწოვა, რამაც აქამდე მოგვიყვანა, ვიქნებით მძიმე მდგომარეობაში, ფინანსური სისტემა ურთულეს დღეში იქნება და ასეთ დროს, სანამ ეს ეკონომიკური ქარიშხალი გადაივლის, არც ერთ მიმართულებას ეკონომიკის, რომელსაც ბიუჯეტში ფული შემოაქვს, ხელი არ უნდა ახლო.

ვიმეორებ, ამ დავაში არ შევალ, როგორ უნდა იყოს მოწყობილი და როგორ არა, მაგრამ ოროსანი ღარიბაშვილიც კი ხელს არ მოკიდებდა ამ საქმეს, რადგან ყველას ესმის, რომ ახლა რაღაცა კაპიკები და ლარები რომ შემოდის და თუნდაც დასაქმებულია ხალხი ონლაინ კაზინოებში, ახლა არაფერი არ უნდა გააფუჭო, მერე, თუ ეკონოიკა ამუშავდება, მერე ილაპარაკე რეკლამა აუკრძალო, თუ არ აუკრძალო.

ამ აკრძალვებით, მივაღწევთ ერთადერთ რამეს, ავაღორძინებთ 90-იანი წლების ხელით “მაზვას”, ეს ნიშნავს უბედურებას, ხელით “მაზვას” უკან უდგას ორგანიზებული კრიმინალი, რომელიც არის ამ ხელისუფლების პარტნიორი და მას მწვანე შუქს უნთებს.”

თეგები: გიგი უგულავაირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

სახლები დღიურად
ახალი ამბები

​ნუ დახარჯავ ფულს რეკლამაში! – როგორ შეიძლება იქცეს „სახლები დღიურად“ საკუთარი თავის რეკლამად?

17:33 08-04-2026
მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ – თიბისი
ახალი ამბები

მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ – თიბისი

13:12 08-04-2026
თარჯიმანი
ახალი ამბები

„შეჭამე შენი თითები“– სასაცილო, ძვირადღირებული და ტრაგიკული შეცდომები – როცა თარჯიმანი არასწორად თარგმნის

20:32 08-03-2026
ევაკუატორი
ახალი ამბები

როგორ გადაგვარჩინა ევაკუატორმა – 4 გოგოს თავგადასავალი ქალაქგარეთ

16:23 08-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved