“ძლიერი საქართველოს” ლიდერები, მამუკა ხაზარაძე, ალეკო ელისაშვილი და ლევან სამუშია სამეგრელოში, ზუგდიდში მხარდამჭერებს შეხვდნენ.
ოპოზიციური გაერთიანების, ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ, ანაკლიაში პრესკონფერენცია გამართა და თქვა:
დღეს ვიმყოფებით ანაკლიაში, ქალაქში, სადაც საქართველოში პირველი ღრმაწყლოვანი პორტი უნდა აშენებულიყო.
4 წლის წინ “ქართულმა ოცნებამ”, რუსეთის ზეგავლენით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას ხელი შეუშალა, რამაც ქართველი ხალხი 200 000 სამუშაო ადგილის გარეშე დატოვა.
ბიძინა ივანიშვილმა რუსეთის დავალებით ანაკლიის პროექტი მოკლა. მან ჩაატარა სპეცოპერაცია
“ძლიერ საქართველოს” აქვს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ დასრულდეს ანაკლიის მეგაპროექტი, შეიქმნას 200 000 სამუშაო ადგილი ქართველებისთვის და როგორ უნდა გახდეს ანაკლია დიდი ეკონომიკური ჰაბი საქართველოსთვის და ჩვენი რეგიონისთვის.
26 ოქტომბერს ჩვენ ყველა ერთად ამ მატყუარა მთავრობას გავისტუმრებთ და დაიწყება სასწრაფოდ ანაკლიის მშენებლობა ჩვენი დასავლელი პარტნიორების მონაწილეობით.
200 000 სამუშაო ადგილი, რომელსაც “ძლიერი საქართველო” ჰპირდება ჩვენს მოქალაქეებს, დაიწყება აქედან, ანაკლიის პორტის და ქალაქ ანაკლიის მშენებლობით!!
კომენტარები