• რეკლამა
  • კონტაქტი
05:41, სამშაბათი, 24 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

2 მთავარი წესი ავეჯის გადაზიდვისას და 5 ხრიკი ოთახებში მათი სწორად განლაგებისთვის

ალია ავტორი - ალია
05:00 04-03-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
577

ავეჯის გადაზიდვამდე გეგმის შემუშავება გჭირდება. ეს, თითქოს, რთულია ერთი შეხედვით, მაგრამ იმდენად ამარტივებს ავეჯის გადაადგილების პროცესს – ღირს, მით უფრო, ჩვენი რჩევებით. გეგმის შედგენის რამდენიმე  არსებობს:

  • ხელით დახაზე გეგმა ფურცელზე.
  • გამოიყენე კომპიუტერული პროგრამა.
  • შექმენი მარტივი განლაგება ავეჯის ქაღალდიდან ამოჭრით: ნახატის გარშემო მოსახერხებელია ასეთი მოდელების გადატანა.
დაიწყე დასუფთავებით:

დასუფთავების დაწყებისთანავე არ უნდა შეჩერდე ზედაპირების უბრალო დასუფთავებაზე.  გამოიყენე ეს მომენტი და საფუძვლიანად დაასუფთავე ნივთები. გირჩევ, მოხსნა თაროები და გაწმინდო, მოაცილო ზედმეტი ნივთები და გაათავისუფლო ადგილი.

ეს დაგეხმარება უფრო მნიშვნელოვანი გარდაქმნების მიღებაში: შეცვალე ქსელკედლებიანი კარადები და თაროები, თხელი, მყარი მასალით დამზადებული, ან გაყიდე მოუხერხებელი სკამი და მოძველებული კომპიუტერის მაგიდა. აქვე გეტყვი იმასაც, რომ წელს მოდაშია მქრქალი ზედაპირით ავეჯი, პრიალა ზედაპირი ტრენდიდან სწორედ იმიტომ გადის, რომ მასზე ერთი თითის დადებაც კი, უკვე თავიდან გაწმენდას ითხოვს მთელი ზედაპირის.

ალბათ, არაკომფორტული დივანი ან ცარიელი კუთხე დიდხანს გაღიზიანებდა, მაგრამ ამას მხოლოდ საფუძვლიანი დალაგებისას გაიაზრებ.

ორი მთავარი წესი:

პირველი მთავარი წესია – მიანდო ავეჯის გადაზიდვა პროფესიონალებს, ასე დაზოგავ დროს, ენერგიას და შენ წარმოიდგინე ფინანსებსაც, რადგან ყველაზე ძვირი სწორედ დრო და ენერგიაა, თან, იმის რისკი რომ დამოუკიდებლად გადატანისას, რამეს დააზიანებ, მაღალია. სამწუხაროდ, იმის რისკიც, რომ თავად დაიზიანებ რამეს, არასწორად გადაზიდვისას, ასევე არაა დაბალი, სწორედ ამიტომ, პურს აცხობს მეპურე და ავეჯი გადააქვს, ავეჯის გადამზიდ კომპანიას.
მეორე მთავარი წესია, უსაფრთხოება:

ფრთხილად უნდა მოეკიდო ავეჯის გადაწყობას: ამოალაგე უჯრებიდან ყველაფერი და გაათავისუფლე კარადები მსხვრევადი ნივთებისგან, ტანსაცმლისგან, ასევე, ყველა იმ ნივთისგან რაც ამძიმებს კარადებს და ხელს შეგიშლის მის გადაადგილებაში. გაათავისუფლე იატაკი ხალიჩებისგან. გადაადგილების დროს თუ საფრთხე ემუქრება ავეჯის დაზიანებას, მისი სტრუქტურის შეცვლას, ასეთ დროს ღირს პროფესიონალის მოწვევა, რომელიც  დაგეხმარება ავეჯის დაშლა/გადაწყობაში.

რამდენიმე ხრიკი, რომ არ დაიკაწროს იატაკის ავეჯის გადაადგილებისას:

  • მოათავსე ძველი ლინოლეუმის ნაჭრები კარადების ან დივნის ფეხების ქვეშ.
  • გამოიყენე შალის ხალიჩა.
  • გამოიყენე სპეციალური ღვედი.
  • ჩამოთვლილი საგნების არარსებობის შემთხვევაში, ნედლი კარტოფილის ნაჭრები, კონსერვების პლასტმასის სახურავები და ნესტიანი ბამბის ნაჭრები გამოდგება.

თუ შენი სამუშაო მაგიდა მიერთებულია დენის წყაროზე ან კედლის ჩამრთველზე, ამის გათვალისწინება ავეჯის გადატანამდე აუცილებელია.

ასევე სინათლის ნაკლებობას დისკომფორტის შეგრძნება მოაქვს, ამიტომ წინასწარ უნდა იფიქრო განათების ხარისხზე.

შეიძლება საჭირო გახდეს დამატებითი სინათლის წყაროები ან დამაგრძელებელი კაბელები, რომელთა საშუალებით გაანათებ ბნელ ადგილებს და გაიმარტივებ ავეჯის გადაადგილების პროცესს. სასურველია ეს წინასწარ გაითვალისწინო.

ფუნქციური კუთხეები:

საჭიროა განსაზღვრო რომელი ფუნქციური ადგილები გჭირდებათ. მაგალითად, ყოველთვის გინდოდა მინი-კაბინეტი, საკითხავი კუთხე ან დამატებითი სათავსო. ყოველივე ეს წინასწარ უნდა განსაზღვრო და დაიწყო ახალი სივრცის დაგეგმვა.

თუ ოთახში ერთზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, საჭიროა ზონირება. ეს საკითხი შეგიძლია გადაწყვიტო სხვადასხვა ხრიკის გამოყენებით: ოთახი ზონებად გამიჯნო ზურგით განლაგებული დივანით, ფარდით ან გამყოფი თაროებით. თუმცა, ფარდით სივრცის გამოყოფა, უკვე მოძველებულია და არაპრაქტიკულიც. ყურადღება მიაქციე კუთხეებს – ისინი ხშირად გამოუყენებლად რჩებიან და გამოსადეგი არეალი მცირდება.

სად უნდა განვათავსო კომპიუტერი და ტელევიზორი?

მე გეტყვით, სად არ უნდა განათავსო, არასოდეს დადგა ფანჯარასთან, ფანჯრიდან შემომავალი შუქი, ეკრანს აბუნდოვანებს. ტელევიზორის შემთხვევაში კიდევ ერთი წესია, ისე უნდა განთავსდეს, რომ მანძილი ტელევიზორსა და მაყურებელს შორის იყოს მისი დიაგონალის მინიმუმ სამჯერ მეტი.

და თუ ვერ ვყიდულობ ახალს?

ადგილი შეუცვალე, ასე ცოტა ხნით, გადაახალისებ. არ შემოიფარგლოთ მხოლოდ ერთი ოთახით: უნივერსალური ავეჯის, მაგალითად, კომოდის, თაროების და ტუმბოს გამოყენება სხვა ოთახში ან სამზარეულოშიც იქნება შესაძლებელი.

დაშალე კომბინაციები – მაგალითად, ჩვეულებრივი მაგიდა და სკამი, რომლებიც არც ისე კარგად გამოიყურება ერთად, ან უკვე მოსაწყენი გახდა. შეუთავსე ავეჯის სხვადასხვა ელემენტები ერთმანეთს, ამით მიიღებ ახალ კომბინაციებს ახალი ჰარმონიული შეერთებით და რაც მთავარია ახალ  განლაგებას.

თუ ავეჯი დაზიანებულია, ან მოძველებულია და არ გამოიყურება თანამედროვედ – ნუ იჩქარებ გადაგდებას – განახლება/რესტავრაციით მიეცი ახალი სიცოცხლე და გამოიყენე განახლებულ დაგეგმარებაში.

რამდენიმე რჩევა ავეჯის განლაგებისთვის:

  • მოგრძო მართკუთხა ოთახი ესთეტიკურად გამოიყურება, თუ მის ფორმას უფრო ეფექტურად გამოიყენებ და ავეჯს სწორად განათავსებ. მოკლე კედელთან დადგი კარადა.  შეგიძლია მართკუთხა ოთახის ზონირება ორ სხვადასხვა ფუნქციურ სივრცედ.
  • იმისათვის, რომ ოთახი უფრო დიდი აღმოჩნდეს, ავეჯი მოაწყე სიმეტრიულად.
  • დიდი სარკის დამატებით  შეგიძლია ინტერიერი უფრო მსუბუქი და საინტერესო გახადო..
  • ოთახი უფრო მყუდრო იქნება, თუ დივნის ან საწოლის გვერდით მხარეებზე ორ კომოდს განათავსებთ.
  • არ არის აუცილებელი  საწოლის ზურგი კედელზე მიაბჯინო – შეგიძლია ის ფანჯრისკენ მიაბრუნო ან სულაც დიაგონალზე განათავსო.

(R)

თეგები: ავეჯიავეჯის გადაზიდვაავეჯის გადაზიდვის სერვისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სამზარეულო 2026 – 5 წესი, რომელიც დიდ სამზარეულოს მყუდრო, კომფორტულ ოთახად აქცევს
ახალი ამბები

სამზარეულო 2026 – 5 წესი, რომელიც დიდ სამზარეულოს მყუდრო, კომფორტულ ოთახად აქცევს

18:05 02-23-2026
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა – სადამდე გამყარდება ლარი?

16:59 02-23-2026
როგორ ისწავლო 7 000 ინგლისური სიტყვა ზუსტად 10 წუთში და რა ნიშნებით შეარჩიო პროფესიონალი მასწავლებელი
ახალი ამბები

როგორ ისწავლო 7 000 ინგლისური სიტყვა ზუსტად 10 წუთში და რა ნიშნებით შეარჩიო პროფესიონალი მასწავლებელი

15:09 02-23-2026
LIVE  გამოფენა თიბისი კონცეპტის გალერეაში „თბილისი – ლანდშაფტის აღმოცენება“
ახალი ამბები

LIVE გამოფენა თიბისი კონცეპტის გალერეაში „თბილისი – ლანდშაფტის აღმოცენება“

14:16 02-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved