• რეკლამა
  • კონტაქტი
02:59, შაბათი, 25 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“2-2 სახლი რომ დაედგათ ჩვენს წინამორბედებს… გაგიკვირდებათ, იმდენი ოჯახი ცხოვრობს შეჭირვებულად” – ადგილობრივი პროექტი წალენჯიხაში

ალია ავტორი - ალია
15:43 04-25-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
324

წალენჯიხის მერია, მიუხედავად ადგილობრივი მწირი ბიუჯეტისა, ყოველ წელს ახერხებს ახალი, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტების წამოწყებას. პროექტები მორგებულია ადგილობრივი მაცხოვრებლების საჭიროებებზე. მაგალითად, ასეთი იყო პირველკლასელთა კვება, რომელიც წარმატებით განახორციელა, თუმცა, მიუხედავად ამისა, მმართველმა გუნდმა ცენტრალური ბიუჯეტიდან არა და არ დააფინანსა მეორეკლასელთა კვება, რომლისთვისაც წალენჯიხა, სულ რაღაც 208 000 ლარს ითხოვდა, და ეს მაშინ, როცა მმართველი გუნდი თუნდაც რეკლამებსა და “ბუსტებში”, მილიონებს ხარჯავს, ისევე როგორც მილიონებს ხარჯავს პროექტებზე, რომლებიც უშედეგოა, ან მალევე თავიდან ხდება გასაკეთებელი. 

კიდევ ერთი საპილოტე პროქტით, რომელიც დაიწყო წალენჯიხის მერიამ, ნათლად აჩვენა სხვა მუნიციპალიტეტებს, რომ სურვილის შემთხვევაში, იმ მწირი ბიუჯეტიდანაც კი, შესაძლებელია ახალი პროექტების დაწყება და ხალხის რეალური დახმარება. ამ პროექტის ფარგლებში, წალენჯიხაში, ყოველწლიურად იქნება მერიის მიერ უზრუნველჰყოფილი რამდენიმე ოჯახი კაპიტალური, თანამედროვე სახლით.  პირველ წელს – ორი ოჯახი იქნა უზრუნველჰყოფილი სახლით. ყოველწლიურად კი მეტი და მეტი ოჯახის დაკმაყოფილება იგეგმება. 

წალენჯიხის მერი, გია ხარჩილავა:

მერიის მუშაობის მთავარი პრიორიტეტი არის ადამიანი და ყველაზე შეჭირვებულ მომენტში მერია მათ გვერდითაა. როგორც ხედავთ ამ ოჯახის ცხოვრება ამ ჭერქვეშ არ არის უსაფრთხო. ამ შენობაში ერთერთი შეჭირვებული ოჯახი ცხოვრობს და ხედავთ, რომ მათი ცხოვრება იყო საფრთხის შემცველი.

მერიამ შეიმუშავა საპილოტე პროგრამა და ჩვენი მწირი ბიუჯეტიდან და ნამდვილად მწირი ბიუჯეტი გვაქვს, ორი ოჯახი უზრუნველყოფილ იქნა თანამედროვე, კაპიტალური სახლით. ეს პროექტი წარმატებით განხორციელდა და ორმა ოჯახმა მიიღო საცხოვრებელი პირობებით გამართული სახლი. ჩვენი ამოცანაა, ყოველწლიურად მეტი ოჯახი დავაკმაყოფილოთ იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ოჯახია ასეთ მდგომარეობაში. გაგიკვირდებათ, იმდენი ოჯახი ცხოვრობს წარმოუდგენლად ადამიანურ პირობებთან შეუსაბამო გარემოში.

ჩვენ კომისიურად დავდივართ ოჯახ-ოჯახ, შერჩევა არის გამჭვირვალე, თვითონ საკითხის დასმა კი არის უპრეცედენტო ჩვენი რაიონის სინამდვილეში და ეს მიდგომა, როგორც მერია უდგება ადამიანებს და განსაკუთრებით შეჭირვებულ ადამიანებს, მეტ ოჯახებს გაუუმჯობესებს საცხოვრებელ პირობებს და ჩვენი მთავარი ამოცანაც ის არის, რომ ბიუჯეტი მოქალაქის გვერდით იყოს და ჩვენ ერთად ვხედავდეთ რომ ამ ადამიანებს, ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენ შეჭირვებულებს ყოველდღიურად უკეთესობისკენ ეცვლებათ საცხოვრებელი პირობები. ამ 12 წლის განმავლობაში 2-2 სახლი რომ დაედგათ ჩვენს წინამორბედებს, ეს პრობლემები ამოწურული იქნებოდა.

ჩვენი ამოცანაა, მეტი შემოსავალი ბიუჯეტში და ამ შემოსავლის მიმართვა მოსახლეობისთვის, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, თვალსაჩინო გახდეს ეს შედეგი. ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი წალენჯიხელები ასე გამოუსადეგარ, საფრთხის შემცვლელ შენობებში არ ცხოვრობდნენ. როცა 2021–ში კარდაკარ შემოვიარე ყველა ოჯახში, არც ერთი წამით, ის შთაბეჭდილებები არ გამხუნებია და არ გაწყვეტილა ძაფი ჩემსა და ხალხს შორის, ეს ბიუჯეტი მათია და პირველ რიგში, მათ უნდა იგრძნონ საბიუჯეტო სიკეთეები.

მთავარი პრიორიტეტი არის ადამიანი. ჩვენი საქმიანობის მთავარ ღერძად ვთვლი იმას, რომ თუ ეს პროექტი წელს ხორციელდება 2 ოჯახზე, მომავალ წელს განხორციელდება 4-ზე და ა.შ, რათა, ჩვენი ოჯახების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება მოხდეს ძალიან მოკლე დროში.

მიბაძავენ, თუ ვერა, სხვა მუნიციპალიტეტები წალენჯიხას და გაბედავენ, თუ არა, რომ ბოლოს და ბოლოს, ადგილობრივი ბიუჯეტი გამოიყენონ ისე, როგორც ხალხს უნდა და არა ისე, როგორც მათ ცენტრალური ხელისუფლება უბრძანებს და მოსთხოვს? კი, ყველა ადგილობრივი ბიუჯეტი მწირია და ყოველ ჯერზე, ხალხს ის ესმის, რომ არ აქვს ფული აგდილობრივ მუნიციპალიტეტს, მაგრამ წალენჯიხამ ყველას დაუმტკიცა, სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია ადგილობრივი პროექტების დაგეგმვა და შესრულება. ბევრად მეტი ფული იხარჯება პროექტებზე, რომლებსაც ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება ქვია, თუმცა, პრაქტიკაში, ამას მხოლოდ წალენჯიხაში ვხედავთ.

თუ რომელიმე მუნიციპალიტეტი მაინც გაბედავს მიბაძოს წალენჯიხას, იქნებ, მომავალში, ცენტრალური ხელისუფლებაც ვაიძულოთ, ადგილობრივ თვითმმართველობებს ხალხის საჭიროებისამებრ დაუფინანსონ პროექტები და არა ისინი, რომელი პროექტებითაც ქულების დაწერას თუ არჩევნებისთვის რამდენიმე ხმის გადაბირებას შესძლებენ. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:38 07-24-2026
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ბიზნესი

კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის

16:33 07-24-2026
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
ახალი ამბები

ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი

13:48 07-24-2026
ექსპრეს ლომბარდი სალომბარდე შეფასების შესახებ გავრცელებულ მითებს ამსხვრევს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი სალომბარდე შეფასების შესახებ გავრცელებულ მითებს ამსხვრევს

17:27 07-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved