• რეკლამა
  • კონტაქტი
21:02, ხუთშაბათი, 24 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

+18 – სნაიპერმა “კანონიერი ქურდი” 3 გასროლით მოკლა – “მაშინ ამოიღო მიზანში, როცა ეზოში, მოსაწევად გავიდა”

ალია ავტორი - ალია
22:30 07-19-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
11,959

ფოტო – ოდიშინიუსი

ოდიშინიუსის ინფორმაციით, 50 წლის ცნობილი აფხაზი ე.წ. კანონიერი ქურდი “დინ რიდი”, იგივე თემურ ახუბა დღეს, რამდენიმე საათის წინ, მაშინ მოკლეს, როცა მისი მეგობრის ალხაზ აგრბას მოსახსენიებელ, გარდაცვალებიდან ერთი წლისთავისადმი მიძღვნილ სუფრაზე იყო. 

ჩასაფრებულმა სნაიპერმა ე.წ. კანონიერი ქურდი მაშინ ამოიღო მიზანში, როცა ის ეზოში, მოსაწევად გავიდა და სუფრა დროებით დატოვა. 

სნაიპერმა “დინ რიდს” სამი ტყვია ესროლა, გასროლებს შორის სხვაობა წამები იყო, ამიტომ რეაგირება ვერავინ მოასწრო: ახუბას ორი ტყვია თავში, მესამე კი – მუცელში მოხვდა. 

კრიმინალური ავტორიტეტი ადგილზე გარდაიცვალა. მკვლელობა გუდაუთის რაიონის ტყიან სოფელ აბგარხუხში მოხდა. 

წლისთავის სუფრას სხვა კრიმინალური ავტორიტეტები, მათ შორის, ისინიც ესწრებოდნენ, ვისთანაც ახუბას კონფლიქტი ჰქონდა, მაგრამ ოჯახში მათ შორის კონფლიქტი არ მომხდარა. ერთ-ერთი “ავტორიტეტი” – “პაკა”, ვისთანაც ახუბა კონფლიქტურ სიტუაციაში იმყოფებოდა, ოჯახიდან ადრევე წავიდა. 

სოხუმელი თემურ ახუბა 2013 წლიდან ატარებდა “კანონიერი ქურდის” ტიტულს, მაგრამ 2017 და 2019 წელს მისი ტიტული დიდი დავისა და დაპირისპირების საგანი გახდა – რამდენიმე აფხაზმა და ქართველმა “ავტორიტეტმა” მისთვის ტიტულის ჩამორთმევას მხარი დაუჭირა.

სწორედ ამ დაპირისპირებას უკავშირებენ ახუბას მკვლელობასაც, რადგან ის “ავტორიტეტები”, ვინც მისთვის ტიტულის ჩამორთმევას უჭერდნენ მხარს (“ასტამური” და “ხასი”) სოხუმის სანაპიროზე, რესტორნის გარე პერიმეტრზე, ცეცხლსასროლი იარაღით, 2019 წელს დაცხრილეს. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:28 09-24-2026
თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო

14:02 09-24-2026
“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი

17:55 09-23-2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
ახალი ამბები

სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ

15:03 09-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved