• რეკლამა
  • კონტაქტი
07:05, ოთხშაბათი, 15 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

+18 – “მაგარი მკერდი და ტრ..ი გაქვს, მაგარი მო@@@@@@ვი გოგო ხარო…” – რას ჰყვება 18 წლის გოგო, რომელიც ტაქსის მძღოლმა შეავიწროა

ალია ავტორი - ალია
01:27 06-03-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
644

“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, თბილისში, ტაქსის მძღოლმა 18 წლის გოგონა სექსუალურად შეავიწროვა.

როგორც მარიამ ბ. “ინფო რუსთავს” უყვება, მამაკაცი 50 წლამდე იყო და გარდა სექსუალური ხასიათის საუბრისა, ფიზიკურადაც შეეხო:

“თემქიდან ორთაჭალის მიმართულებით გამოვიძახე ტაქსი, 9 საათი იყო, უკვე ბნელოდა. რომ ჩავჯექი ტაქსიში, დაძრა თუ არა მანქანა სახელი მკითხა, ვიფიქრე, ნუ კარგი, სახელი მკითხა და ვუპასუხებთქო. მაგ წამიდან დაიწყო ყველაფერი, მარიამ, ძალიან სექსუალური გოგო ხარო, რომ გამოხვედი და წამოხვედი ჩემი მანქანის მიმართულებით, ლამის გადამეკეტა ისე ცუდად გავხდი, ისეთი მაგარი მკერდი და ტრ..ი გაქვსო. ნუ მანდ უკვე შემეშინდა. პასუხს არ ვცემდი, ის კი მთელი გზის განმავლობაში მისვამდა შეკითხვებს, ნუ აი არაფერზე არ ვპასუხობდი საერთოდ. მერე უკვე ძალიან დეტალებში შევიდა, ძალიან მაგარი მო……ვი გოგო ხარო, ეს მითხრა პირდაპირ.

მოკლე შორტი მეცვა, სადღაც ერთი 10 წუთია რაც ვმგზავრობთ და გამოიხედა, ხელი გადმოყო, მუხლზე ამისვა და მითხრა, რომ ძალიან მინდა უფრო უკეთესად აგათვალიერ-ჩაგათვალიერო და გვერდით გადმოჯექიო. მანდ ისე შემეშინდა, რომ გავშეშდი საერთოდ, ვერც პასუხი ვერ გავეცი, ვერც ეს ხელი ვერ მოვაშორე ჩემს მუხლს და მერე თვითონ აიღო ხელი. აკანკალებული ხმით ვუთხარი, არ მინდათქო და ისევ მთელი გზის განმავლობაში გააგრძელა საუბარი ჩემს ორგანოებზე.

თან უცხო გზებით მიდიოდა, ძალიან შემეშინდა, ვფიქრობდი სადმე არ გადაუხვიოს და არ იძალადოსთქო. ასე პანიკაში ვარ და დავინახე ჩემი სახლის ტერიტორიას მივუახლოვდით, ვიცანი გარემო, ჩავრთე და ჩავიწერე ყველაფერი, სადაც მოისმენთ, რასაც ვპასუხობ და რასაც ვეუბნები. მოთხოვნა ჰქონდა გარდა იმისა, რომ გადავმჯდარიყავი მის გვერდით და უფრო უკეთესად ვეყურებინე, მიმეცა ჩემი ინსტაგრამისა და ფეისბუქის მისამართები, იმიტომ, რომ შენ მანდ უეჭველი შიშველ ფოტოებს დადებ სთორებშიო და მე ვუთხარი მეთქი არ მაქვსთქო. ეს იყო სექსუალურ შევიწროებაზე მეტი.

მივმართე პოლიციას, რადგანაც როცა ვიცი, რომ არსებობს ქვეყანაში ადამიანი, რომელმაც შესაძლოა იძალადოს, ან დააშინოს სხვა ქალები და მას მუშაობა რომ გაეგრძელებინა, მე თვითონ ვიგრძნობდი თავს არაკომფორტულად. მინდოდა, ჩემი ამ ქმედებით სხვა ქალები და თუნდაც ბავშვები დამეცვა მოძალადისგან.

სამსახურიდან გამოუშვეს უკვე და მსგავს პოზიციაზე ვეღარასდროს ვეღარ დაიწყებს მუშაობას.

მოგიწოდებთ, რომ არასდროს დამალოთ, არასდროს თქვათ არაუშავს, თუ მოგაყენებენ რაიმე ტიპის შეურაცხყოფას, თუ ექნება სექსუალურ შევიწროვებას ადგილი, უნდა მიმართოთ გამოძიებას, მოძალადეები უნდა დაისაჯონ სათანადოდ, მინდა, რომ ეს იყოს ქალებისთვის მოტივაცია, რომლებსაც შესაძლოა გეშინოდეთ, რომლებსაც ოდესმე გამოგივლიათ რაიმე ტიპის ძალადობა ან სექსუალური შევიწროვება”, – უყვება “ინფო რუსთავს” ახალგაზრდა ქალი.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

თეგები: ძალადობა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როგორ უნდა გაზარდო ბინის დღიურად გაქირავება 50 პროცენტით – პროფესიული ხრიკები
ახალი ამბები

როგორ უნდა გაზარდო ბინის დღიურად გაქირავება 50 პროცენტით – პროფესიული ხრიკები

21:00 04-13-2026
კამერების მონტაჟისას დაშვებული მთავარი შეცდომები – რა საფრთხეს აგარიდებს პროფესიონალი და როგორ?
ახალი ამბები

კამერების მონტაჟისას დაშვებული მთავარი შეცდომები – რა საფრთხეს აგარიდებს პროფესიონალი და როგორ?

16:09 04-13-2026
​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026
ახალი ამბები

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026

21:02 04-12-2026
როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved