წუხელ ღამით, ტატო ქელბაქიანი, თითქმის მთელი ღამე ეძებდა სპეცრაზმის მიერ ნაცემ და გატაცებულ 17 წლის შვილს:
აქციიდან ვბრუნდებოდი მე, ჩემი მეუღლე, ჩემი შვილი, ჩემი ძმისშვილები, უცებ გამომგლიჯეს ხელიდან შვილი, 17 წლის ბიჭი დააგდეს და 7–8 კაცი ურტყამდა ჩემს თვალწინ, რომ ჩავეხუტე, ჩემი შვილია–მეთქი, მეტად ურტყეს. მე ხელი არ მომკიდეს და ჩემი შვილი წაიყვანეს, ეს ნაძირლები.
მოგვიანებით, ტატო ქელბაქიანმა დაწერა, რომ იპოვა შვილი, გამოუშვა პოლიციამ და საავადმყოფოში წაიყვანა გამოკვლევებზე.
კლინიკიდან გამოსულმა მამა–შვილმა თქვეს, რომ მათი დაშინება არ გამოუვათ და დღეს ისევ აქციაზე გავლენ.
კომენტარები