ერი და სახელმწიფოს ლიდერი, ზვიად ტომარაძე:
დღეს ერთმა 17 წლის არასრულწლოვანმა, მეორეს იმის გამო გამოჭრა ყელი, რომ სადღეგრძელო ფეხზე დამდგარმა არ დალია… დანარჩენმა სუფრის წევრებმა კი ის მიატოვეს და სისხლისგან დაიცალა…
უკვე მერამდენე შემთხვევაა, რომ საქართველოს თავზე უბედურება ტრიალებს და ეს ლოგიკურია, არაერთხელ დამიწერია, რომ საზოგადოებაში არსებული ნეგატიური აურა და სიძულვილი არსად იკარგება და ბუმერანგივით უკან ბრუნდება…
ამ ყველაფერს სხვა ახსნაც აქვს, დედები და ბებიები ემიგრაციაში გააქციეს, მამებს და ბაბუებს სამსახურები გაუუქმეს, წამალზე და აზარტულ თამაშებზე შესვეს, ოჯახში ავტორიტეტი და პატივისცემა მოშალეს, სკოლა და მასწავლებელი დააკნინეს, ღმერთი და რწმენა ჩამორჩენილობად წარმოუჩინეს და დარჩნენ ბავშვები ორიენტირის გარეშე! ღირსება დაამცირეს, უღირსობას ღირსება დაარქვეს, გმირობა გააუფასურეს, ხალხი საბანკო კაბალაში ჩაფლეს და საზოგადოება მორალურად მოშალეს…
ყველა შედეგს აქვს თავისი მიზეზი და ყოველთვის რასაც თესავ იმას იმკი! სამწუხაროდ…











კომენტარები