ფოტო – gela bochikashvili
სამგორში დაჭრილი არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. მოზარდი კლინიკაში გუშინ, ცივი იარაღით მიყენებული მრავლობითი დაზიანებით შეიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება სკოლის მოსწავლეებს შორის, 74-ე სკოლაში დაიწყო და სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაგრძელდა. კონფლიქტი დაახლოებით 20 მდე მოზარდი მონაწილეობდა. სკოლის ადმინისტრაციას მედიასთან მომხდარზე საუბარი არ სურს.
დაპირისპირებაში მონაწილე 20-მდე არასრულწლოვანი ქალაქის მთავარ სამმართველოში გვიან ღამემდე იკითხებოდა. შსს-მ ბრალდებული, 15 წლის მოზარდი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავა.
წყარო – მთავარი არხი
კომენტარები