ისრაელში მცხოვრები ქართველი ექიმი, ანა შიმშილაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“ბოლო მონაცემებით სულ 17 ისრაელი დაინფიცირდა კორონა ვირუსით. ისრაელის ინფიცირებულთა უმეტესობა არის იტალიიდან დაბრუნებული მოქალაქეები.
ცამეტი კორონას პაციენტი ჯერ კიდევ იზოლირებულია – მათგან 11 იზოლატორულ ბოქსირებულ პალატებში, თელ ჰაშომერის საავადმყოფოში, ერთი პეტახ თიკვში ბეილინსონის საავადმყოფოში, ერთი ტიბერიაში. და რიგით მე-17 პაციენტი, რომელიც გუშინ დაუდგინდა ღამით გადაყავთ მეირის საავადმყოფოში, კფარ საბაში. ამჟამად, ისრაელში ყველა პაციენტის მდგომარეობა საშუალოდაა განსაზღვრული – გარდა ერთისა, რომელიც მაღალი სიცხის გამო დამძიმდა.
ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაახლოებით 11,000 ისრაელმა განაცხადა, რომ ისინი იზოლაციაში სახლში შევიდნენ. თუმცა, სავარაუდოდ, მეტი უნდა იჯდეს სახლში.
კომენტარები