თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა, შენახვის და გავრცელების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული სოციალურ ქსელ „ტელეგრამში“ სხვადასხვა პირებისგან არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველ პორნოგრაფიული შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალას იღებდა, ინახავდა და გავრცელების მიზნით „ტელეგრამის“ ჯგუფის წევრებს უგზავნიდა.
ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა, შენახვა და გავრცელება) წარედგინა.











კომენტარები