• რეკლამა
  • კონტაქტი
00:20, ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

10 დეკემბერს გიას დასაფლავება იყო, საკაცით, დაცვით, ფანჯრებიდან გადმოყოფილი ავტომატებით უნდა წავეყვანე, მაგრამ… – რას ყვება ირინა სარიშვილი

ალია ავტორი - ალია
15:20 12-10-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
28

პოლიტიკოსი, ირინა სარიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

“დღეს 10 დეკემბერია – გელა მუხაშავრიას დაბადების დღე – ყველასთვის საყვარელი ექიმის, ადამიანის, ძმაკაცის, მეგობრის…

ზოგადად, რთულად ვიმახსოვრებ რამესთან დაკავშირებულ თარიღებს, ვისიც არ უნდა იყოს და არც გელა იქნებოდა გამონაკლისი, რომ არა ერთი გარემოება – ძალიან მძიმე გარემოება – ამ დღეს – 10 დეკემბერს, 1994 წელს, გიას დასაფლავება იყო.

მე საავადმყოფოში ვიყავი, ჯერ ისევ მძიმედ და ფეხზე დგომა არ შემეძლო. წინა დღით წამიყვანეს დასამშვიდობებლად და დასაფლავების დღესაც იგივე უნდა ექნათ, მაგრამ მე თვითონ ვთქვი უარი, რადგან ჩემი გადაადგილება უნდა მომხდარიყო სასწრაფო მანქანით საკაცით, უამრავი დაცვის თანხლებით, ფანჯრებიდან გადმოყოფილი ავტომატებით. არ მინდოდა გიასთან გამოთხოვების დღეს, სადაც უამრავი ადამიანი იყო, ასეთი ამბით იქ მისვლა. ალბათ გასაგებია რატომაც – სულ სხვა სახეს მიიღებდა ის დღე ყველასთვის, დღე, რომელიც მხოლოდ გიას ეკუთვნოდა.

ერთადერთი რაც ვითხოვე, ეგებ ცოტა ხნით პირდაპირი ეთერი ჩამირთოთმეთქი, მაგრამ არ შემისრულეს.

დავრჩი მარტო პალატაში – ყველა ჩემი მეგობარი, რომლებსაც უნდოდათ გიასთან გამოთხოვება მაგრამ ჩემი ხათრით ჩემთან დარჩენას აპირებდნენ, ძალით გავყარე დასაფლავებაზე. მერე გელა შემოვიდა და ერთი წუთით გვერდიდან არ მომცილებია – ჩემი დაბადების დღეა დღესო, ამ სიტყვებით ჩამომიჯდა საწოლზე და ჩემთან ერთად ტიროდა და იცინოდა.

ასე გამატარებინა გელამ საკუთარ დაბადების დღეზე ეს უმძიმესი წუთები და საათები. ყველას რაღაც თავისი ახსენდება ასეთ დროს და ჩემი მოგონება ამ დღის ეს არის – მაშინაც ძალიან სევდიანი და ლამაზი მოგონება. ასეთი ადამიანები იშვიათად იბადებიან და ალბათ არც კვდებიან, რადგან ეხლაც, ცრემლები მახრჩობს მაგრამ ღიმილით ვწერ რასაც ვწერ. და ასე იქნება სულ რამდენჯერაც გელა მუხაშავრიას გავიხსენებ.”

თეგები: ირინა სარიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

TBC x Miro – თანამშრომლობა და ინოვაციური პროცესები – თიბისი
ახალი ამბები

TBC x Miro – თანამშრომლობა და ინოვაციური პროცესები – თიბისი

13:17 06-02-2026
კამპანია “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” – KIAF-ის გრან-პრის და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

კამპანია “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” – KIAF-ის გრან-პრის და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა

13:10 06-02-2026
კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის ნომინანტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის ნომინანტები ცნობილია – თიბისი

13:03 06-02-2026
23%-ით გაზრდილი დაფარვა დასავლეთში და 50%-მდე მეტი სიჩქარე თბილისში
ახალი ამბები

23%-ით გაზრდილი დაფარვა დასავლეთში და 50%-მდე მეტი სიჩქარე თბილისში

12:13 06-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved